in

ბრენდებმა სოციალურ მედიაში არსებობის აზრი დაკარგეს?!

სოციალური მედია თითქოს ბრძოლის ველად იქცა, სადაც ბრენდები მუდმივად რაღაცებს პოსტავენ, იმის ნაცვლად, რომ დაფიქრდნენ, რეალურად, რატომ არიან იქ. მართალია, ასე აუდიტორიის თვალში მეტად მოხვედრას ცდილობენ, თუმცა მსგავსმა მიდგომამ მიმდევრებთან ნამდვილი კავშირების დამყარება გამოწვევად აქცია. 

ფაქტია, ვერცერთი ბრენდი დააიგნორებს სოციალურ მედიას, თუნდაც იმის გამო, რომ 10-დან 9 ადამიანი იმ კომპანიებისგან ყიდულობს, რომლებსაც სოციალურ ქსელებში მიჰყვებიან. მაგრამ როგორ შეუძლიათ ბრენდებს კონტენტის მართვა შეზღუდული დროით მასობრივი შემოქმედებისთვის? ამის პასუხად ავტომატიზაციას ასახელებენ. 

ავტომატიზაციის წესები

სტრატეგია პირველ ადგილს იკავებს, რაც მოიცავს სტანდარტულ მიზნებსა და საზომებს, იქნება ეს მიმდევართა ზრდის მაჩვენებელი, ვებგვერდის სტუმართა რაოდენობა თუ ჩართულობის გაზრდა. მართალია, საზომები მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირად ჩვენივე ბრენდი გვაშორებს სოციალურ სივრცეში არსებობის მიზნისგან. ერთი და იმავე კონტენტზე უამრავ პოსტს, ბლოგს, ვიდეოს, გიფს, ქვიზს, მიმს ვხვდებით… და თუ კონტენტის მოცულობაა მთავარი, რის მიღწევისკენ მიისწრაფვის ჩვენი სოციალური მედია სტრატეგია?! დიახ, ცვლილების დროა. 

სოციალური მედიის დაპირების ხელახლა აღმოჩენა

მოდით, ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ — კარგად მოწყობილი სოციალური არხები შესანიშნავი შესაძლებლობაა ბრენდების გასაცოცხლებლად. სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ვიყენებთ ლექსიკონს სოციალური არსებობის აღსაწერად, ვქმნით ხმის ტონს, ვიზუალსა და შეგრძნებებს, ვუერთდებით საუბრებს და ვქმნით საზოგადოებებს. ბრენდებისთვის სოციალური მედია ექსპერიმენტების, ცვლილებების, მარცხისა და თავიდან დაწყების შანსს ნიშნავს იმ სიჩქარით, რაც მარკეტინგში აქამდე არასდროს ჰქონიათ. არსებული პოტენციალის ასათვისებლად კი მათ ბრენდის გრძელვადიან ზრდაზე უნდა იფიქრონ — ყველას გვიყვარს Wendy’s, Mailchimp, Oreo, Glossier, Duolingo… ისინი თავიანთ იდენტობას ავითარებენ და გულწრფელ ინტერაქციებს ანიჭებენ პრიორიტეტს. 

ცუდი დროიდან რენესანსამდე

დიახ, თქვენს სოციალურ მედია სტრატეგიას კვლავ სჭირდება მიზნები და KPI-ები, მაგრამ ისინი ბრენდის განვითარებისა და შენების ამბიციასთან ერთად უნდა არსებობდეს მანამ, სანამ მასიური კონტენტის წარმოების წნეხის ქვეშ მოექცევიან. ჩვენ ყველას გვსურს ისეთი კონტენტის შექმნა, რომელსაც აუდიტორია შეიყვარებს და დაიმახსოვრებს. მაგრამ სანამ თქვენს მიმდევრებზე დაიწყებთ ფიქრს, უმჯობესია, ჯერ საკუთარ თავს დააკვირდეთ. 

დიახ, ეს მომენტი ეგოისტობას შეგიძლიათ დაუთმოთ და იპოვოთ თქვენი პასუხი კითხვაზე — რატომ?. ბრენდის საფუძველს დააკვირდით, მოძებნეთ წერტილი მის ზრდასა და სიყვარულს შორის, აღმოაჩინეთ, რამ შეიძლება გამოგარჩიოთ სხვებისგან, იპოვეთ და დაამატეთ მიზნებს, ჩადეთ სათანადო ინვესტიციები ბრენდში — თქვენი სოციალური მედია რენესანსი სწორედ აქ დაიწყება და ამას იმსახურებთ!

„ინვესტორები ზოგჯერ არასერიოზულად აღგვიქვამდენენ, რადგან პატარები ვიყავით, მაგრამ 100,000-ლარიანი ინვესტიცია მოვიპოვეთ“ – ქართველი სტუდენტების სტარტაპი CARTUNE

საქართველოს ბანკი რაჭაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 250 000 ლარს გამოყოფს