in

როგორ იყენებენ ბრენდები სასტიპენდიო პროგრამებს აუდიტორიის გასაზრდელად?

ბრენდები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ აუდიტორიის გასაზრდელად და შესანარჩუნებლად მხოლოდ კარგი პროდუქტის ან სერვისის შექმნა არ კმარა. ამ თვალსაზრისით, ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა სტიპენდიების საკითხი — კერძოდ, Burger King-მა, ბევრ სხვა ბრენდთან ერთად, როგორებიც არიან Coca-Cola, Google, Microsoft, Lockheed Martin და სხვა, სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაცემა დაიწყო.

სამწუხაროდ, სტუდენტური დავალიანების დონე მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ დიდია — შესაბამისად, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია გიგანტი კომპანიებისგან მსგავსი ინიციატივების მიღება. ბრენდებისთვის კი ეს მორიგ გზად იქცა, რათა ახალგაზრდა მომხმარებლებში კეთილგანწყობა მოიპოვონ და სახელიც უკეთ დაიმკვიდრონ.

ერთი შეხედვით, ფულის გაცემა ბევრ კორპორატიულ მიზანს ეწინააღმდეგება — განსაკუთრებით ხარჯების შემცირებისა და თანამშრომლების მასობრივი გადინების ეპოქაში. თუმცა ზოგიერთი ბრენდი სასტიპენდიო პროგრამებს დამატებით ძალისხმევად იყენებს. მაგალითად, Burger King-ში სჯერათ, რომ ეს აუცილებელი ინიციატივაა მუდმივად განახლებადი აუდიტორიის მისაზიდად. ამიტომაც, ყოველწლიურად დაახლოებით 4000 სტიპენდიას გასცემს სხვადასხვა თანხის ოდენობით; მთლიანობაში კი, გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში 50 000 სტუდენტი დააფინანსა.

როცა მარკეტინგი ხვდება კრიზისს…

ბიზნესის იდეა, რომელიც სტიპენდიებს მარკეტინგულ ინსტრუმენტად იყენებს, შეიძლება ბევრისთვის ნაკლებ მიმზიდველი იყოს. თუმცა, ობიექტურად თუ შევაფასებთ, უკეთესია, კორპორატიული ხაზიდან გარკვეული თანხა ნამდვილად სწავლას და კარგ საქმეს მოხმარდეს — ბრენდებს პირადი მოგების მიზანიც რომ ექნებათ, ეს ისედაც ცალსახაა.

მთლიანობაში, მსგავსი პროგრამები ძალიან სასარგებლოა საზოგადოებისთვის, თუნდაც ისინი მარკეტინგულ ძალისხმევასთან იყოს დაკავშირებული. როგორც ექსპერტები აფასებენ, მოცემულ ეტაპზე ბრენდების მთავარი ორიენტირი ზეტ თაობასთან მჭიდრო კავშირის დამყარება-შენარჩუნებაა. ამაზე ბოლოდროინდელი კამპანიებიც მეტყველებს, რაც საერთო ინიციატივის ნაწილია.

ამასთანავე, ბიზნესმენები გამარტავენ, რომ მსგავსი ნაბიჯები მხოლოდ მსხვილი ბრენდებისთვის არ არის გათვალისწინებული; სანაცვლოდ, მცირე ზომის კომპანიებმაც უნდა შეიმუშაონ ასეთი კამპანიები და ბიზნესგეგმები — სწორედ ასე შეძლებენ გაზრდას.

Spotlight Tech-ის გენერალური პარტნიორია eTeam

7 უფასო ბიზნესკურსი მარკეტინგის შესახებ საქართველოს ბანკისგან