BMW vs Audi
საავტომობილო კომპანიები თამაშის წესებს ძალიან ხშირად არღვევენ. ყველაზე ხშირად ამას Audi აკეთებს, ხან Ferrari–ს დასცინის, ხან Lexus–ს, ხან Mercedes–ს ძილინებისათი მიმართავს. მაგრამ ყველაზე მეტს აუდისგან მაინც BMW იტანს, რომელიც აუდის არცერთ ქმედებას უპასუხოდ არ ტოვებს.
სარეკლამო ომი, რომელიც უკვე ხუთი წელია გრძელდება, ყველაფერი აუდის 2006 წლის მაnქანად აღიარებიდან დაიწყო.
Audi -ს რეაქცია BMW–ს მოლოცვაზე
ამ პოსტერების ბრძოლაში არც Subaru დარჩენილა გამონაკლისი. გამოაცხადეს, რომ აუდი და BMW წლის მანქანები გახდნენ, მაგრამ ჩვენ წლის საუკეთესო მოტორი გვაქვს.“
2009 წელს Santa Monica კალიფორნიაში გამოჩნდა ბილბორდი წარწერით. Audi A4 – BMW შენი ჯერია.
იმავე წლის, 10 აპრილს Juggernaut Advertising კრეატიულმა ჯგუფმა BMW ახალი ბილბორდი გაუკეთა, დამანგრეველი ეფექტით. BMW M3 სლოგანით “Checkmate”
Coca Cola vs Pepsi
წარმოუდგენელია CoCa-CoLa და Pepsi–ს მშვიდი კონკურენცია. ისინი ყველაფერში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ამ შერკინებებმა არაერთი მენეჯერი შეიწირა. ბრენდების ბრძოლაში მომხმარებელიც აქტიურადაა ჩართული, სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად და ხშირად ჩნდება მომხმარებლის მიერ გაკეთებული რეკლამები, ბანერები თუ პოსტერები, რომელზეც ან CoCa-CoLa იმარჯვებს ან Pepsi .
ძირითად შემთხვევებში პროვოკატორი Pepsi–ია, თითქმის ყველა რეკლამაში დასცინის CoCa-CoLa–ს და თავის უპირატესობას კრეატიული ჯგუფის ხრიკებით ამტკიცებს. როდესაც Pepsi ბაზარზე შევიდა CoCa-CoLa უკვე არსებობდა და Pepsi–ს საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა რათა ღირსეული კონკურენცია გაეწია.
Apple vs Microsoft
2006 წლიდან Apple–მ დაამზადა 80 სარეკლამო რგოლი, თავისი სახელგანთქმული Get A Mac სარეკლამო კამპანიიდან. ყველა რგოლის სიუჟეტი ერთი და იგივეა, ადამიანი MAC და ადამიანი PC – მათ შორის განსხვავება ყველაფერშია და რა თქმა უნდა სარეკლამო რგოლის მიხედვით MAC ყველაფერში იმარჯვებს.
[youtube http://www.youtube.com/watch?v=KNnX6XRQBec]