შენიშნეთ, რამდენად შეიცვალა თქვენი LinkedIn-ის არხი პანდემიის დროს? ჩვეულებრივი მოკრძალებული ტრაბახისა და ბრენდირებული სპამის გარდა, ხალხმა რეალურად დაიწყო ერთმანეთის დახმარება. ადამიანები თავისუფლად აზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ღია წვდომას უზრუნველყოფენ ღირებულ ინსტრუმენტებსა და რესურსებზე. ლიდერები კი უფრო ხელმისაწვდომები გახდნენ ამ პლატფორმის მეშვეობით. თანაც, აქაურობას რაღაც უჩვეულო თვისება აქვს — ვიცით, რომ სრულიად უცნობ ადამიანებსაც ავტომატურად უნდა დავუჭიროთ მხარი…
კოლექტიური თანაგრძნობა, მიზანმიმართული ლიდერობა და ბრენდის პოზიციები სოციალურ საკითხებზე პარადიგმის ცვლილების ნიშნებია. ჩვენ შევედით ეპოქაში, სადაც ემოციური ინტელექტი არის ბიზნესის წარმატების გასაღები. ეს არის გადახედვა იმისა, თუ როგორ ვაშენებთ ჩვენს სამუშაო კულტურას და ურთიერთობებს, მომხმარებლებთან მოპყრობის წესებს.
აუდიო: კულტურული გავლენის გასაღები
როგორც მომხმარებელმა, ალბათ შეამჩნიეთ, როგორ შეიცვალა თქვენი მოლოდინები თქვენი ბრენდების მიმართ. დღესდღეობით ადამიანებს სურთ, რომ კომპანიები უფრო „ადამიანურად“ მოიქცნენ. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ საზოგადოების უმეტესობა ისეთ ბრენდს ირჩევს, რომელმაც ძლიერი ემოციური კავშირი დაამყარა მარკეტინგის, ღირებულებებისა და ქცევების მეშვეობით.
ამის მისაღწევად ბევრი გზა არსებობს ვიზუალური იდენტობის სისტემებით, მრავალარხიანი მარკეტინგით, ცნობილი ადამიანების მოწონებით და ა. შ. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა, რომლითაც ბრენდს საკუთარი თავის გამოხატვა შეუძლია, არის მისი განსხვავებული ჟღერადობა და მუსიკა. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები ფიქრობენ იმას, რასაც ხედავენ, მაგრამ გრძნობენ იმას, რასაც ისმენენ.
კვლევითმა ფირმა Veritonic-მა ცოტა ხნის წინ აჩვენა, თუ რამდენად ეფექტური იყო ხმა Tostitos-ის ბრენდისთვის. მათმა ახალმა ხმოვანმა გამოხატულებამ გაზარდა რეკლამის გახსენება, ატრიბუცია და ბრენდის ჩართულობა ორნიშნა რიცხვით. მან ასევე გააძლიერა ვიზუალური ბრენდინგის გავლენა ისეთ ატრიბუტებზე, როგორიცაა მხიარული, სახალისო და მომნუსხველი.
ხმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Gen Z-ისთვის — მათ ხმაზე ორიენტირებული ქცევა უფრო სწრაფად მიიღეს, ვიდრე ნებისმიერმა სხვა თაობამ. პოდკასტებით დაწყებული, მუსიკით და აუდიო ნაკადით დასრულებული, აუდიო მათ ცხობაში კავშირის დიდი წყაროა. ამრიგად, ბრენდებს საკუთარი მუსიკალური გამოხატულება სჭირდებათ, რათა ავთენტურობა შეინარჩუნონ.
ამასთან, ხმის ბრენდინგის ეფექტურობის უკან ბევრი ნეირომეცნიერება და მონაცემია. Ipsos-ის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ხმოვანი ლოგოს რეკლამამ ბრენდის ჩართულობა 8,5-ჯერ გაზარდა! ეს უნიკალური ხმები მოგონებებსა და გრძნობებს აღძრავს. შესაბამისად, იზრდება გონებრივი და ემოციური ხელმისაწვდომობა.
როგორ ურთიერთობენ გლობალური ბრენდები ხმასთან?
დიდი ხნის წინ პიონერებმა, როგორიცაა AT&T, Intel და McDonald’s, იცოდნენ, რომ მომხმარებლებთან დაკავშირება ემოციურ დონეზე ხმის ბრენდინგის საშუალებით შეეძლოთ. მათ ესმოდათ, რომ ყიდვის ყველა გადაწყვეტილება, სახლის ყიდვიდან მანქანის ყიდვამდე, დაკავშირებული იყო გარკვეულ ემოციურ იმპულსთან. ეს ინსტინქტური „სწორად“ განცდა განპირობებულია ქვეცნობიერი მეხსიერების ტრიგერებითა და სისტემა 1, ანუ ინტუიციური აზროვნებით.
ნეირო-კვლევითმა კომპანია Sentient Decision Science-მა დაადგინა, რომ ხმას შეუძლია 86%-ით იქონიოს ადამიანის სურვილზე გავლენა, აირჩიოს ბრენდი ან უარი თქვას მასზე. ასე რომ, ყველა კატეგორიაში — Tostitos-დან Lexus-მდე, Panera Bread-დან HBO-მდე, ვხედავთ, რომ უფრო მეტი ბრენდი იყენებს ამ პრაქტიკას.
შეიძლება, ეს აქამდე არ შეგიმჩნევიათ, მაგრამ მაგალითები ყველგან არის. ზოგიერთი ბრენდი იყენებს იმერსიულ ხმის დიზაინს ფიზიკური სივრცის გასაუმჯობესებლად, მაგალითად American Express-ის Centurion Lounges. ზოგიერთმა შეიმუშავა პერსონალიზებული ხმოვანი შეტყობინებები ან UX/UI ხმები, რომლებიც პროდუქტებს უფრო ინტუიციურს და უფრო ადამიანურს ხდის, მაგალითად, თქვენი მეგობრული Roomba მტვერსასრუტი. და, რა თქმა უნდა, იმ ბრენდების მემკვიდრეობა, რომლებიც თანამშრომლობდნენ მუსიკოსებთან, როგორებიცაა Doja Cat და Taco Bell, Travis Scott და McDonald’s, Tyler the Creator და Coca-Cola.
გახსოვდეთ, სტრატეგიულად გამოყენებისას, მუსიკა ბრენდის მნიშვნელოვანი აქტივია. ბრენდი არის ყველაფერ იმის კულმინაცია, რასაც თქვენი მომხმარებლები ისმენენ, ხედავენ, გრძნობენ და სჯერათ თქვენი პროდუქტის ან მომსახურების შესახებ. ადამიანები იდენტიფიცირებენ ბრენდებთან, რომლებიც შეესაბამება მათ ღირებულებებს, მისწრაფებებსა და ვნებებს.