ბრენდის შენებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებლები შეიცვალნენ, შესაბამისად, მათი ყიდვის გადაწყვეტილებებიც, ურთიერთობებიც ბრენდებთან და გავლენის დინამიკაც კი. ამიტომ, საჭიროა, დღეს ბრენდები მომხმარებელთა ცვალებად საჭიროებებს აკმაყოფილებდნენ. თუმცა ეს რომ შეძლონ, ჯერ მათთან გრძელვადიანი ურთიერთობები უნდა დაამყარონ… ფიციც სწორედ ამ უკანასკნელის ნაწილია…
მიუხედავად ამისა, ბევრი ტრადიციული ფილოსოფიის მატარებელი რჩება, მხოლოდ ცნობადობაზე ორიენტირებული მარკეტინგული ტექნიკებით. ეს მიდგომა კი მათ ხელს უშლით მომხმარებლებთან უფრო ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, რომლებსაც, თავის მხრივ, სურთ, მათთვის საინტერესო ბრენდების არსი გაიგონ.
ამგვარად, ბრენდის მდგრადი განვითარება რომ უზრუნველვყოთ, უნდა გავიგოთ, როგორ დავაფუძნოთ მარკეტინგი მეტად ადამიანურ მიდგომას ისე, რომ ბრენდისადმი რეზონანსულიც იყოს. თუმცა, ჯერ გაიაზრეთ, რომ ეს ერთ ღამეში ვერ მოხდება, მრავალი ცდა მოგიწევთ, შეცდომებსაც დაუშვებთ და შემდეგ გამოსწორებასაც მოახერხებთ. მანამდე კი ძველ მეთოდებზე უარი თქვით, დღევანდელ ეპოქაში მდგრადი, გრძელვადიანი ბრენდის ურთიერთობები აღფრთოვანებასა და ნდობაზეა აგებული, ეს უფრო მეტ მარჟასა და ტრაფიკსაც ნიშნავს. ამ დროს პრომოციის ხარჯებიც მცირდება, ROI-იც უმჯობესდება და ზოგადი შედეგებიც.
ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ტრანსცენდენტურობის შესაძლებლობაა, რა დროსაც მომხმარებლები ბრენდის წევრები ხდებიან და, შესაბამისად, არც უბრალო მომხმარებლებად რჩებიან. აქ, თითქოს, ადამიანებს ბრენდები უყვარდებათ და საფუძველსაც პოულობენ მათთან ურთიერთობისთვის. ამგვარად, სამყარო შეიცვალა და ბრენდთან ურთიერთობა დღეს იგივეა, რაც ადამიანთან ურთიერთობა…
და თუ მდგრადი კავშირები გსურთ, წინა პლანზე მნიშვნელობა, ნდობა და რწმენა წამოწიეთ. სიღრმისეული ურთიერთობა დაამყარეთ მომხმარებლებთან. ეს რომ მოახერხოთ, უნიკალურობასა და დიფერენცირებაზე აქცენტი არ უნდა დაკარგოთ, არც რელევანტურობა და სიღრმისეული მნიშვნელობა დაივიწყოთ, არც მომხმარებელზე ორიენტირებულობა დაკარგოთ, არც თქვენი მთავარი მიზანი უნდა დაგავიწყდეთ და არც ბრენდის ნარატივი უნდა იყოს ყალბი…
დღეს ჯანსაღი ბრენდების ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი მომხმარებელზე ორიენტირებულობაა. მარკეტერებს რომ ჰკითხოთ, თქვენი ბრენდი არის თუ არა მომხმარებელზე ორიენტირებულიო, თანხმობას დაუყოვნებლივ მიიღებთ, მაგრამ, რეალურად, ეს ბრენდების თვითპრომოციის უკან იმალება… ამიტომაცაა საჭირო ფიცი, რომელსაც არასდროს გატეხთ. დიახ, ზუსტად ისე, როგორც საქორწინო ცერემონიებზე აკეთებენ — დაპირებები უნდა გასცეთ, რათა მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობები ჩამოაყალიბოთ და ამ პროცესში შემდგომ მიმართულებებზე ფოკუსირდეთ:
- სამართლიანობა — ნებისმიერი ნდობით აღსავსე ურთიერთობისთვის აუცილებელია სიმართლის პატივისცემა.
- პატიოსნება — ღიაობა გადამწყვეტია გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.
- პრიორიტეტის განსაზღვრა — როცა მომხმარებელი მნიშვნელოვანია, ის ბიზნესგეგმაში ყოველთვის პირველ ადგილს იკავებს.
- ერთგულება — აქ კი სიმტკიცისა და ურყევი ხასიათის გამოვლენა იგულისხმება მომხმარებელთა კეთილდღეობაზე აღებული ვალდებულების შესრულებისას.
- თავდადება — ადამიანების დახმარება, აისრულონ ოცნებები და მისწრაფებები.
ამ საკითხებზე ზრუნვით მომხმარებელზე ორიენტირებულ ბრენდად იქცევით, მათ ცვალებად საჭიროებებსაც დააკმაყოფილებთ და წარმატებასაც მიაღწევთ — მოკლედ, დროა, ფიცის დადებაზე დაფიქრდეთ…