კომპანიებისთვის ბაზარზე საკუთარი თავის წარმოჩენა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია, ამჯერად კი წარმატებული სააგენტოების ექსპერტები საუბრობენ თუ როგორ ხვდებიან ისინი ბაზარზე და ერთ კონკრეტულ კითხვაზე განსხვავებულ პასუხებს გვთავაზობენ.
როგორ გადაჭრით ისეთ პრობლემას, როგორიცაა… სააგენტოს ბრენდის დაარსება?
ნაომი ტრონი, Wunderman Thompson-ის გლობალური მარკეტინგისა და ზრდის ოფიცერი:
პრობლემაზე მეტად, უზარმაზარი შესაძლებლობაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე დიდ მასშტაბებს ეხება. ეს კი თქვენი არსებობის მიზეზის პოვნას მოიცავს. ჩვენთვის ეს შთამაგონებელი ზრდაა, როგორც ამბიციური ბრენდებისთვის, ისე ადამიანებისთვის. თქვენი ხალხი თქვენი ხედვის განხორციელებისთვის უნდა წაახალისოთ და შთაგონება ბიზნესის ყველა კუთხეში იპოვოთ. ეს ბრენდის ელჩების მქონე კომპანიის ჩამოყალიბების საშუალებასაც მოგცემთ, რომელიც აღჭურვილია ინსტრუმენტებით, რათა დაუკავშირდეს ყველაფერს, რასაც აკეთებთ. იქნება ეს აზროვნების ლიდერობა, შენაძენებისთვის კრეატიული მუშაობა, ახალი ადამიანების დაქირავება თუ ახალი ბიზნეს მოგებები.
მეთ როუდსი, Engine Creative-ის მთავარი სტრატეგიის ოფიცერი:
ისინი ამბობენ, რომ მეწაღეს დრო არ აქვს საკუთარი შვილებისთვის ფეხსაცმლის შესაკერად და ეს ჩვენს ინდუსტრიაში ზოგიერთი სააგენტოს კომუნიკაციის ელემენტია. ჩვენ ვივიწყებთ იმას, რასაც საუკეთესოდ ვაკეთებთ, რაშიც კომუნიკაციისთვის ჩვენი აუდიტორიის გაგება და მათი ჩართვისთვის საუკეთესო გზების მიგნება იგულისხმება. ყველაზე ცუდი სააგენტოს მარკეტინგი ზედმეტად იზოლირებული, საკუთარ თავსა და თანატოლებში გახვეული შეიძლება იყოს, რომელიც სხვების მოხიბვლას ჭკუითა და უნიკალურობით ცდილობს. შესაძლოა, ყოველთვის არ ვიწვევდეთ იმ ხმაურს, რომელიც ჩვენს თანატოლებს ესმით, მაგრამ ჩვენს მიზნებს მომხმარებლებთან და პოტენციურ რეკრუტერებთან ერთად მივაღწევთ.
ალექ ტროქსელი, Barbarian-ის ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი:
სააგენტოს ბრენდის დაარსებისას თქვენი აუდიტორიის განსაზღვრის შემდეგ, ის სამი თემა აირჩიეთ, რომლითაც გსურთ, რომ ცნობილი გახდეთ. შეამოწმეთ ლანდშაფტი და იპოვეთ ის სივრცე, რომელსაც არცერთი თქვენი კონკურენტი იკავებს. სააგენტოები ხშირად ზედმეტად ცდილობენ და როცა ყველაფერს სთავაზობ, შენი ბრენდი უკვე აღარაფერს ნიშნავს… იმის ცოდნა თუ ვინ ხარ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ვინ არ ხარ. ხოლო მას შემდეგ, რაც თქვენს დროშას იპოვით, თქვენს თანამშრომლებზე ზრუნვა დაიწყეთ, რადგან ისინი ბრენდისთვის საუკეთესო ელჩები არიან. ყური დაუგდეთ თქვენი ბრენდის პულსს, იმას თუ რამდენად იხვეწება იგი.
დენ როლი, Evoluted-ის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი:
ამჯერად ჩვენ რებრენდინგზე ვმუშაობთ, რადგან წლების შემდეგ არსებული ბრენდი ჩვენს პროექტებსა თუ ჩვენი გუნდის ნიჭს აღარ ასახავს. ჩვენი იდენტობა ნათელი უნდა იყოს, რათა ბიზნესებმა დაუყოვნებლივ იგრძნონ, რომ ჩვენს სააგენტოს მათი საჭიროებების დაკმაყოფილება შეუძლია.
ამიტომ, ახლა Evoluted-ს ვეპყრობით ისე, როგორც მარკეტინგის მომხმარებელს მოვექცეოდით, ეს საქმეს მეტად აადვილებს… სააგენტოსა და გუნდის წარმატებებზე საუბრით კი ყოველთვის ვცდილობთ ბრენდის იდენტობა გავაძლიეროთ.
ჩარლი მაქითრიკი, Mother-ის მთავარი სტრატეგიის ოფიცერი და პარტნიორი:
სარეკლამო სააგენტოს რეკლამირება ჩვენს ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული დილემაა. თუ კარგი ხარ იმაში, რასაც აკეთებ, ბევრის კეთებაც არ უნდა გიწევდეს.
კრეატიულობა სიგარეტზე თავის დანებებას ჰგავს — ან აკეთებ, ან არა. სარეკლამო სააგენტოს შესახებ ხაზის გავლებით, მისიითა თუ მიზნით არაფერი მნიშვნელოვანი გადმოიცემა. კრეატიულობის გარდა, განსხვავებას ინდივიდის განწყობა და კულტურა წარმოშობს, რაც მათ მუშაობასაც წარმართავს. მარკეტინგულ მასალებსა თუ ვებსაიტებზე კი არცერთი მათგანი ხვდება. ამიტომ, უკეთესია, ოთახში შეხვიდეთ და ისაუბროთ, თუმცა ზედმეტი მარკეტინგული მასალების გარეშე.
ტანია უაითჰაუსი, Elvis-ის აღმასრულებელი ოფიცერი:
როცა ჩვენ „მოულოდნელი და დაუვიწყარი“ პოზიციონირება დავიწყეთ, ჩვენმა გუნდებმა ენის გამოყენება ყოველ დღე დაიწყეს — სტრატეგიის დამგეგმავები მას „ინსაითების“ შერჩევისთვის იყენებდნენ, შემოქმედებითი ხელმძღვანელები კი მიზნების განსაზღვრისთვის. მალე ამის გამოყენება ჩვენმა მომხმარებლებმაც დაიწყეს. უცბად თავდაჯერებულები და კონცენტრირებულები გავხდით და მას შემდეგ, ჩვენი ყველაზე კრეატიული და ეფექტური სამუშაო განვავითარეთ.
დღეს ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ „მოულოდნელ და დაუვიწყარ“ პოზიციონირებას თუმცა არა მხოლოდ ჩვენს საქმეში, არამედ ბიზნესის წარმართვასა და უკეთესი სამყაროსთვის ჩვენი ერთგულების გამოხატვისთვის. მსგავსი პოზიციონირება სააგენტოსთვის მხოლოდ საკუთარი თავის გაყიდვის საშუალება არ არის, მან ფოკუსირება უნდა უზრუნველყოს, ანგარიშვალდებულება წარმოშვას და ამბიცია გააჩინოს.
ბენ გოლიკი, M&C Saatchi London-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი:
სლოგანის განსაზღვრისას ყველა შესაძლო ფილტრი გამოვიყენეთ — მართალია? საინტერესოა? შეგვიძლია მისი გამოყენება? როგორ გამოიყურება მაისურზე? ადამიანები ჩაიცვამენ მას? ეს სისულელეების დეტექტორად იქცა… ამიტომ, სააგენტოს პოზიციონირების ერთადერთი საკითხი გუნდის წახალისება იყო, რათა გამხდარიყო ისეთი დაჯგუფება, რომლის წევრად ყოფნა ნებისმიერ მომხმარებელს მოუნდებოდა.
ჩვენ „კრეატიულობა ცვლის ყველაფერს“ ავირჩიეთ და გვჯერა, რომ ეს მართალია, საინტერესო და მის ტარებას ისე შევძლებთ, რომ რეკლამასაც არ ჰგავდეს.
როკი ნოვაკი, Fallon-ის აღმასრულებელი დირექტორი:
„სარეკლამო სააგენტო კომპანიებისთვის, რომელთაც ურჩევნიათ დაამარცხონ კონკურენცია, ვიდრე მისთვის დაიხარჯონ“ — ეს ჩვენი პირველი გაზეთის რეკლამის სათაური იყო, რომელიც მომხმარებლებს 1981 წელს Fallon-ს აცნობდა. იმ დროს ეს ნიშნავდა, რომ იდეა შეიძლება და უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ბიუჯეტი.
40 წლის შემდეგაც, ეს მიდგომა ჩვენი მანტრაა. თუმცა დღეს ეს დიდი იდეების შექმნას ნიშნავს, რომლებიც მედიაში მოგზაურობს და მონაცემებს იყენებს, რათა „ინსაითები“ მივიღოთ და შეტყობინებებიც სწორად მივაწოდოთ. ახლა რეკლამა არის ნებისმიერი რამ, რასაც ბრენდი აკეთებს. დღეს ეს თანამედროვე კრეატიულობას ნიშნავს.
რეიჩელ ბარნსი, Wolff Olins-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი:
მინდა ვიფიქრო, რომ ეს კარგად გატარებული დროა, რადგან ჩემი სამსახურია. ნებისმიერი ბრენდის მსგავსად, ჩვენც უნდა ვიფიქროთ, როგორ წარმოვაჩენთ ჩვენს თავს და როგორ ავაგებთ რეპუტაციას. Wolff Olins-ში პრივილეგირებული პოზიცია გვაქვს, რადგან ჩვენი ბრენდი კარგად არის ჩამოყალიბებული და ბრენდების ტრანსფორმირებაზე ჩვენი სამუშაოს დიდი ნაწილიც სახელგანთქმულია. თუმცა, ზოგიერთი ბრენდისგან განსხვავებით, ჩვენს კლიენტებს პრიორიტეტს ვანიჭებთ — ჩვენ კი არ ვცვლით სამყაროს, არამედ ამას მომხმარებლები აკეთებენ. ჩვენ უბრალოდ ამ ცვლილებას ვაძლიერებთ.
ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმაზე საუბარს თუ როგორ ვქმნით ტრანსფორმაციულ ბრენდებს, რაც ბიზნესებს, ადამიანებსა და მსოფლიოს წინ უძღვის. ეს არის ჩვენი სლოგანი და ყველაფრის საფუძველი, რაზეც ვსაუბრობთ.
ელისონ მოზერი, Argonaut-ის ბიზნესისა და ბრენდის განვითარების ხელმძღვანელი:
თანმიმდევრული სააგენტოს ბრენდის ჩამოყალიბება გრძელვადიანი ბიზნესის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, თუმცა სააგენტოების უმეტესობა ერთსა და იმავე ხაფანგში ხვდება, რისი მიზეზიც რესურსების გამოყოფის პრობლემაა. ჩვენი კომპანია კი მიზნად საპირისპიროს ისახავს, ბრენდს მომხმარებელივით ვეპყრობით. იმის გამო, რომ ჯერ ახალგაზრდა სააგენტო ვართ, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ დავადგინოთ, რა მუშაობს და რა, არა. თუმცა ჩვენი განვითარების გუნდი მაინც აგრძელებს სიახლეების გამოცდას, შედეგებისთვის თვალყურის დევნებასა და ოპტიმიზაციას ის, სადაც შესაძლებელია.