21
Jan
2013

ავტომწარმოებლების ომი

21 Jan 2013

BMW, Mercedes & Audi – სამი უძლიერესი გერმანული მანქანათმშენებელი.

შეუსაბამო იქნება თუ ვიტყვით შემთხვევითობა, ეს უფრო გამოწვევა იყო ბილბორდების ომში, სადაც კრეატიულობა და მარკეტინგი უმაღლეს მწვერვალს აღწევდა.

“Audi Huntington Beach”-ს მიხედვით ყველაფერი ლოს ანჯელესში, ბილობრდის გაკვრის შემდეგ დაიწყო.

 

ერთი შეხედვით ეს “უმანკო” რეკლამა რომელიც 2008 წელს კალიფორნიაში აუდი-მ აღმართა, სლოგანით: – Chess? No Thanks, I’d rather be driving, “მარკეტინგული” ომის მიზეზი გახდა.

ბილბორდი მალევე შეიცვალა თავისი გამომწვევი
”სლოგანით”: – Your move, BMW.

BMW – მაც აღარ დააყოვნა და საპასუხოდ, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს “გამოამზეურა” ახალი E92 M3, სლოგანით: – Checkmate.


მოგვიანებით, “ომი” ჟურნალებში გაგრძელდა

BMW-სა და Audi-ს ომი, BMW-მ დაასრულა როცა ჰონგ-კონგში აუდის ცენტრის ზემოთ საკუთარი ახალი მეხუთე სერიის ჰიბრიდი გამოფინა.    “Who knew efficiency could be so beautiful.”

ყველაფრის დასაბამი კი 2003 წელი ყოფილა, BMW-მ მოინდომა ლეოპარდის ფორმით ეჩვენებინა საკუთარი ძალაუფლება, Mercedes ML-ი კი ზებრას ფერებშია.

 

შემდეგ იყო ეს  “A mercedes can also bring driving pleasure”, ისევ BMW, რომელიც “ამშვიდებს” მერსდესს

ბავარიელების შემდეგი მსხვერპლი “იაგუარი” აღმოჩნდა, ძალიან სახალისო სურათით, ფოტოზე იაგუარის ემბლემას სარკისებურად არის შეტრიალებული.

ომი ბენტლიმ დაასრულა, Bentley- THE END

განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.