in

ბრენდებმა TikTok-ზე სახალისო კონტენტი უნდა შექმნან

მარკეტერებმა უკვე იციან, რომ TikTok ძალიან პოპულარულია. თუმცა ჯერ კიდევ ბევრ კომპანიას უჭირს პლატფორმის გავლით Gen Z-სთან სწორი კომუნიკაცია. მთავარი პრობლემა კი არასწორ აღქმაშია — მათ უმეტესობას არ ესმის, რა სურთ ამ თაობის წარმომადგენლებს. რეალურად კი საკმარისია მხოლოდ გართობის სურვილი.

ბევრ კომპანიას მიაჩნია, რომ Gen Z ახალ და ინოვაციურ პროდუქტს ეძებს, მაგრამ სინამდვილეში ეს პირიქითაა. ისინი ტიკტოკს ისე უყურებენ, როგორც გართობის საშუალებას — ანუ, ისეთ რამეს ეძებენ, რაც გაამხიარულებთ და ცხოვრებისეული რეალობებისგან თავისუფლად გაიცინებენ. ეს ლოგიკურია, რადგან ადამიანთა ნაწილი სოციალურ მედიას რეალობისგან თავის დაღწევის საშუალებად იყენებს. TikTok-ის სახალისო ვიდეოებზე სიცილი კი ზოგჯერ დამღლელი პასუხისმგებლობების დავიწყებაში გვეხმარება.

რეალურ ცხოვრებაში არსებულმა საკითხებმა, როგორიცაა ომი უკრაინაში, პანდემია და ყოველდღიური ინდივიდუალური პრობლემები, შეიძლება ადამიანის გონება ძალიან დატვირთოს. ამის ფონზე Gen Z TikTok მომხმარებლებს არ სურთ სტრესულ საკითხებთან დაკავშირებული ამბებით გადატვირთვა და ზედმეტ სერიოზულა იმ ადგილას, სადაც სიცილს და გართობას ელიან. შესაბამისად, კომპანიები აპლიკაციის ფუნტამენტური პრინციპის შენარჩუნებას უნდა ცდილობდნენ — joie de vivre.

კომპანიებმა TikTok-ის ტენდენციებში მონაწილეობა საკუთარი იდენტობის ზედმეტად სერიოზულად წარმოჩენის გარეშე უნდა მიიღონ. მათ სახალისო და მსუბუქი კონტენტი უნდა შექმნან, თუ Gen Z-ის აუდიტორიასთან სურთ დაკავშირება. მომხმარებლებმა შეიძლება ისინი „მაგარ ტიპებად“ ჩათვალონ, რადგან აპლიკაციის ტენდენციებში მონაწილეობენ და ახალგაზრდებს შესაბამისი გზებით ეკონტაქტებიან. მარტივად რომ ვთქვათ, ერთად სიცილი მნიშვნელოვნად აძლიერებს ურთიერთობას მსხვილ ბიზნესსა და მათ Gen Z აუდიტორიას შორის. საბოლოოდ, კომპანიებს შეუძლიათ გამოირჩეოდნენ და ადვილად გაითქვან სახელი TikTok-ზე — მაგალითად, Applebee-მ ამას პოპულარული ტიკტოკ სიმღერით მიაღწია, სახელწოდებით Fancy Like.

თანმიმდევრულობა ძალიან მნიშვნელოვანია

ამ ყველაფერთან ერთად კომპანიებმა თანმიმდევრულობას უნდა მიაქციონ ყურადღება. ეს იმას გაუსვამს ხაზს, რომ მათ ტიკტოკისა და Gen Z-ის თანამედროვე, მუდმივად ცვალებადი ტენდენციები აინტერესებთ. ეს კი კომპანიების პოპულარობას საგრძნობლად გაზრდის TikTok-ზეც და რეალურ ცხოვრებაშიც. როდესაც მომხმარებლები ხედავენ კომპანიას, რომელსაც საინტერესო კონტენტი აქვთ, ხშირად უჩნდებათ მოტივაცია, რომ სოციალური მედიის გარეთაც დაუკავშირდნენ.

TikTok-ზე გართობის კარგ მაგალითს ისეთი კომპნიების ჩამონათვალი წარმოადგენს, როგორებიცაა Ryanair, Slim Jim, Scrub Daddy და Glossier.

AI წინასწარმეტყველებს, ვინ უხელმძღვანელებს აშშ-ს მომავალში

Community Building Vs Social Media Management – რა განსხვავებაა ამ ორს შორის და როგორ განვსაზღვროთ რომელი სჭირდება ჩვენს ბრენდს?