კონკრეტულ დასკვნამდე მარკეტინგის ბოლო ანგარიშში Deloitte-ის მიერ გაზიარებულ გლობალური მარკეტინგის ტენდენციების აღმასრულებელი კვლევის ინფორმაციას მივყავართ. დისკუსიის ბირთვი ინტელექტუალური შემოქმედებითი ძრავის აგება იყო. ის, თუ როგორი უჩვეულო ნიჭის სტრატეგიები აკავშირებს მარკეტინგს მომხმარებლებთან გვეუბნება იმას, თუ როგორ უნდა გენერირდეს და ინტეგრირდეს შემოქმედებითობა, როცა მასიური მონაცემები ანალიტიკის უნარებს ითხოვს. პასუხი კი ის იყო, რომ მარკეტინგის ხელმძღვანელებს მრავალმხრივი უნარის მქონე გუნდები უნდა შეექმნათ. მონაცემთა ზღვა ნაკადში კი, მნიშვნელოვანია, იმ მოაზროვნეების პოვნა, რომლებსაც შეუძლიათ, განსაზღვრონ, რა იქნება სასარგებლო.
Deloitte-მა განმარტა, რომ დღეს მარკეტერები თავიანთი მომხმარებლების შესახებ ძალიან დეტალური ინფორმაციის მიღებასაც ცდილობენ. ამის წარმატებით გასაკეთებლად კი ბრენდებს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები უნდა ჰყავდეთ. მართალია, დღეს ანალიტიკოსებზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ მათ გვერდით მოაზროვნეებიც ნამდვილად არიან. ანალიტიკისგან განსხვავებით კი ამის სწავლა ძალიან რთულია. თუმცა შემოქმედებითობა მაინც აუცილებელი საკითხი რჩება, მაგრამ აქაც თქვენ პასუხს არ უნდა ელოდოთ ადამიანებისგან, რომელთაც ეკითხებით, არიან თუ არა კრეატიულები.
15 წლის წინ ჰოვარდ გარდნერმა წიგნი „5 გონება მომავლისთვის“ დაწერა, სადაც სწორედ აზროვნების იმ ხუთ ტიპზე საუბრობს, რომელიც წარმატებული მენეჯმენტისთვის არის საჭირო:
- დისციპლინური გონება — სკოლებში მიღებული განათლება იგულისხმება, მეცნიერების, მათემატიკის, ისტორიისა და მინიმუმ ერთი პროფესიული ხელობის ჩათვლით
- სინთეზირებადი გონება — აქ სხვადასხვა დისციპლინიდან იდეების ინტეგრირების უნარი და ამ ინტეგრაციის სხვებამდე მიტანა მოიაზრება
- შემოქმედი გონება — ახალი პრობლემების, კითხვებისა და ფენომენების გამოვლენისა და გარკვევის უნარია
- პატივისმცემელი გონება — ეს ადამიანთა განსხვავებების გაცნობიერება და დაფასებაა
- ეთიკური გონება — აქ კი მოქალაქისა და დასაქმებულის მოვალეობების შესრულებაზე საუბრობენ.
ეს 5 ტიპი განსხვავებულ მიდგომასაც გვთავაზობს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს შემოქმედებითობა თანამედროვე სამყაროში.
„კრეატიულები არიან ისინი, ვინც ახალ რაღაცებს იგონებენ. მათი შეფასება ერთადერთი გზით შეიძლება: შეცვლის თუ არა მათი ნამუშევრები გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანის აზროვნებასა და ქცევას. ეს შემოქმედების ერთადერთი კრიტერიუმია“, — ამბობს გარდნერი.
კონკრეტული კვლევა თანამშრომლობის აუცილებლობასაც ეხებოდა, რისთვისაც მრავალმხრივი ნიჭის მქონე გუნდის არსებობაა საჭირო. ეს საერთო პასუხისმგებლობის მისაღწევად მნიშვნელოვანი გზაც არის, ხელს უწყობს პროდუქტიულ დისკუსიებსა და მოქმედებებს.
მართალია, დღევანდელ გარემოში კრეატიულობას სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს, მაგრამ მნიშვნელობა მსგავსი რჩება. ეს არ არის პროდუქტი, წარმოსახვითი იდეების უწყვეტი, დაუსრულებელი ნაკადია, ქმნის იმას, რაც აქამდე არ იყო, იგი ნაცნობი ელემენტების ინტეგრირებით, გადაწყობითა თუ უცნობი გზებით წარმოჩენით ახალ აღქმასაც გვთავაზობს.
თუმცა კრეატიულობა დაძაბულობასაც მოიცავს ხოლმე. ეს ერთდროულად კომფორტულ და არაკომფორტულ სიტუაციაში ყოფნას ჰგავს. განსხვავებული მოაზროვნეები ერთდროულად კამათობენ და თანხმდებიან. კრეატიულობას სჭირდება დრო, ენერგია და რუტინა, ამასთანავე დაუოკებელი სურვილი და თავისუფლება…