in

რამდენად აუცილებელია ჯანდაცვის სამყაროში ბრენდინგი?

ბრენდინგი არ არის მხოლოდ დიზაინი და ლამაზი ფერები. ეს არის ვიზუალური, ვერბალური და ექსპერიმენტული კომპონენტების ნაზავი — ანუ, დიზაინი და თანმიმდევრული შესრულება სასურველი განცდისა და აღქმის შესაქმნელად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბრენდინგი არის ის, თუ როგორ ქმნით ბრენდს.

რა თქმა უნდა, ეს ეხება მომხმარებელთა მრეწველობას, როგორიცაა ტანსაცმელი, ლუდი და შეფუთული საქონელი, სადაც შესყიდვის გადაწყვეტილებები, როგორც წესი, სურვილისამებრ მიიღება. არასწორი გადაწყვეტილების მიღების შედეგი კი უმნიშვნელოა. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ჯანდაცვაზე? ინდუსტრიაზე, რომელიც სავსეა ფაქტებითა და ციფრებით, სადაც ყველაფერი მკაცრად რეგულირდება სამთავრობო უწყებების მიერ. ამავდროულად, შესაძლოა, თითოეულ გადაწყვეტილებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდეს.

მოდით გადავხედოთ სამედიცინო დაწესებულებებს და ექიმებს. სჭირდებათ მათ ბრენდი? ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ ფაქტებსა და ციფრებს არ ეხება. 

Press Ganey Research Healthcare Consumer Experience Trends-ის ანგარიშში, რომლის ფარგლებშიც 1000-ზე მეტი მომხმარებელი გამოიკითხა, დაადგინეს, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა (გამოკითხულთა 84%) ნაკლებად ირჩევს 4 ვარსკვლავზე ნაკლები შეფასების მქონე პროვაიდერს — თუნდაც, სხვა პროვაიდერი უწევდეს მას რეკომენდაციას. მიმოხილვები მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ ასევე დაადგინეს, რომ არასრული განცხადებები, მოძველებული ვებგვერდები და ონლაინ დაჯავშნის ვარიანტების ნაკლებობა ნეგატიურად მოქმედებს მომხმარებელთა გადაწყვეტილებებზე.

McKinsey & Company-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში რესპონდენტებს ჰკითხეს, სად შეიტყვეს ექიმის ან დაწესებულების ხარისხის შესახებ. 37%-ის თქმით, მათ ინფორმაცია ინტერნეტით მოიძიეს, ხოლო 31% კლინიკის ან ექიმის ვებგვერდს ეწვია. მათ ასევე დაადგინეს, რომ მომხმარებელთა უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს უფრო იაფ ვარიანტებს, ვიდრე უფრო ძვირსა და მოსახერხებელს.

ჯანდაცვის სისტემები და პრაქტიკა მუდმივად უნდა განვითარდეს და მაქსიმალურად იმოქმედოს, რათა მომხმარებლებმა ადვილად იპოვონ ესა თუ ის პროვაიდერი. ხოლო როდესაც საზოგადოებას უფრო ფართო არჩევანი აქვს, ბრენდინგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. და როგორ უნდა იყოთ გამორჩეული?

დღეისათვის მომხმარებლებს უფრო მეტი უფლება აქვთ, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები მკურნალობის შესახებ — ყველაფერი მხოლოდ ექიმზე აღარ არის დამოკიდებული. Deloitte-ის 2020 წლის გამოკითხვის მიხედვით, ადამიანთა უმეტესობა (80%) თავისუფლად ეუბნება ექიმს, როდესაც მკურნალობის გზებში არ ეთანხმება. ამრიგად როდესაც ბრენდინგის საჭიროება/არ-საჭიროებას განიხილავთ, გახსოვდეთ, რომ ვერ დაივიწყებთ სამომხმარებლო აუდიტორიას. პირიქით, მათ სულ უფრო მეტი ძალა ექნებათ, რადგანაც გრძელდება სენსორების, სახლის დიაგნოსტიკისა და სხვა ციფრული ჯანდაცვის გადაწყვეტილებების შემოტევა. ბრენდინგი მხოლოდ დაეხმარება ადამიანებს, გაიგონ, რამდენად განსხვავდება თქვენი პროდუქტი სხვებისგან და როგორ შეუძლია თქვენს პროდუქტს მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

რას ეფუძნება ექიმებისა და კლინიკების გადაწყვეტილებები — მხოლოდ ფაქტებს და ჩახშულ გრძნობებს?

MIT-ის მკვლევრების მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ გრძნობები და ემოციები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ექიმების საქმიანობაში — კერძოდ, როგორც დადგინდა, ექიმების „ინტუიციამ“ არაერთხელ განაპირობა სწორი და სასურველი შედეგები. „ექიმები აშკარად იყენებენ რაღაცას, რაც მონაცემში არ ისახება. ზოგიერთი ეს უხილავი ეფექტი მათ განწყობაზე აისახება. ალბათ, ათასი სცენარის გამოკვლევა შეგვიძლია, მაგრამ მთავარია, საერთო მნიშვნელი გვესმოდეს — ეს კი ჩვენ, ადამიანები ვართ“. 

ხალხი სამყაროს ობიექტურად არ აღიქვამს, ამიტომ გვჭირდება ბრენდები და ბრენდინგი

ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ ადამიანები ეყრდნობიან გონებრივ მოდელებს და ნიმუშების ამოცნობას. Forbes-ის სტატიაში ბრენდინგის ნეირომეცნიერების შესახებ, ჩვენი გონებრივი მოდელი ახსნილია ბრმა წერტილის მარტივი მაგალითით. ჩვენ ყველანი ნაწილობრივ ბრმები ვართ, ყველას გვაქვს ბრმა ლაქა ბადურაზე, მაგრამ ვერავინ ვამჩნევთ ამას. ტვინი მას ვიზუალური ინფორმაციით ავსებს, ვიზუალური გამოცდილება კი ობიექტურ ფაქტს არ წარმოადგენს.

სწორედ ეს გონებრივი მოდელი განმარტავს, თუ როგორ მოქმედებს ბრენდინგი რწმენაზე და როგორ შეიძლება რწმენა გადაიზარდოს რეალურ შედეგებში. მაგალითად, ერთ-ერთი ექსპერიმენტის ფარგლებში, რომელიც ყურსასმენების მეშვეობით კითხვების მოსმენისა და სწორი პასუხების გაცემას მოიცავდა, აშკარა გახდა ბრენდის მნიშვნელობა. მონაწილეთა ნაწილს არაბრენდირებული ყურსასმენები მისცეს, ნაწილს კი ცნობილი კომპანიის პროდუქტი. ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ბრენდულმა ჯგუფმა უფრო მეტ კითხვას უპასუხა სწორად.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბრენდინგი აუცილებელია ჯანდაცვის სამყაროში — კლინიკური მონაცემების, ფაქტებისა და ციფრების მიღმა, რომლებიც საჭიროა უსაფრთხოების, ეფექტურობისა და მტკიცებულებების დემონსტრირებისთვის. გამოიყენეთ ბრენდინგი თქვენი აუდიტორიის გონებაში სასურველი გრძნობის, აღქმისა და აზროვნების ნიმუშის შესაქმნელად.

„დაიკავეთ ადგილები, ვიწყებთ!“ – NS Studio-მ ხელნაკეთი ავეჯის პირველი კოლექცია შექმნა

დაუნის სინდრომის მქონე პაციენტებში კოგნიტიური ფუნქცია გააუმჯობესეს — კვლევა