დღეს ბრენდინგში არის პრობლემა და მცირე ბიზნესის წარუმატებლობის #1 მიზეზია ბრენდინგსა და მარკეტინგს შორის განსხვავების გაცნობიერების ნაკლებობა და მათი რეალური ურთიერთობის მნიშვნელობა გაყიდვების სფეროსთან.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა შემდეგი „ფორმულა”:
ბრენდინგი არის „რატომ”
მარკეტინგი არის „როგორ”
ბრენდინგი არის „ყოფნა”
მარკეტინგი არის „კეთება”.
დაეუფლე ამ 4 პუნქტს და შენ სწორ გზაზე დგახარ.
თუმცა საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ჩანს, რადგან აქ შემოდის მთავარი პრობლემა – ბრენდინგის გაგებაზე იმაზე ბევრად მეტი მითია შეთხზული, ვიდრე თოვლის კაცზე, უცხოპლანეტელებსა და კარგი სექსის განმარტებაზეც კი.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ მითს ბრენდინგის შესახებ:
- ბრენდირებას აკეთებენ მხოლოდ დიდი ბიუჯეტის მქონე მსხვილი კომპანიები;
- ბრენდინგი არის ცნობადობის გამომუშავებისთვის და არაფერი აქვს საერთო გაყიდვებთან;
- ბრენდინგს არ აქვს გაზომვადი მეტრიკა;
- ბრენდინგი არ არის ის, რისი სწავლაც შეგიძლიათ, თუ დაეყრდნობით ზოგიერთ გარე ექსპერტს.
როდესაც გესმით განსხვავება ბრენდინგსა და მარკეტინგს შორის, თქვენ აღარ დაკარგავთ დროს მარკეტინგში. გაითვალისწინეთ, რომ:
- არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ნიშას;
- არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ბაზარს;
- არ აქვს მნიშვნელობა თქვენს აუდიტორიას.
გაუგეთ ადამიანებს და არა ალგორითმებს
გაგიკვირდებათ და ბევრი ბიზნესი უგულებელყოფს ამ მნიშვნელოვან დეტალს. არადა, მნიშვნელოვანია, იცნობდეთ რეალურ ადამიანებს და არა ზოგად დემოგრაფიულ მდგომარეობას.
ამიტომ კომპანიები, რომლებიც აფასებენ მომხმარებელთა გამოცდილებას, იგებენ გრძელვადიან პერსპექტივაში, ხოლო ის, ვინც მხოლოდ ტრანზაქციებსა და ციფრებს უყურებს, დანაკლისს განიცდის.
ვისწავლოთ დანახვა
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი მოწოდების სიმაღლეზეა, ძნელია ალგორითმისთვის თვალყურის დევნება, თუ არ გაიხედავთ ციფრებს მიღმა და არ დაუწყებთ ყურებას ადამიანებსა და მათ ღირებულებებს.
შეადარეთ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებზე უშუალოდ დაკვირვების უნარს და ნახეთ, როგორ რას პასუხობს თქვენი აუდიტორია. ფაქტია, რომ ადამიანებს აქვთ ღირებულებები, რომლებსაც აზიარებენ და უზიარებენ სხვა ადამიანებს. კვების ინდუსტრიის მოყვარულები პასუხობენ სხვათა მოსაზრებებს ამ სფეროში, ყავის მოყვარულები, მეწარმეები, კრეატიული ტიპები ასევე იზიარებენ და უზიარებენ იდეებსა და ხედვას სხვა, თავიანთ მსგავს ადამიანებს.
მიაქციეთ ყურადღება იმ ხალხს, ვისაც ემსახურებით
ყველა ინდუსტრიის მიმდევარში არის ქვეჯგუფები. მაგალითად, კვების მოყვარულები იყოფიან შოკოლადისა და ჯანსაღი კვების მიმდევრებად; ფიტნესში ზოგს უყვარს კროს ფიტი, ზოგს კი კარდიო…თუ ამ ნიუანსებს იგნორირებას გაუკეთებთ, ბევრს დაკარგავთ. მაგალითად, თუ გაქვთ მოტოციკლების ბიზნესი, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მათ მფლობელებს შეიძლება უყვარდეთ მოხერხებული სივრცეები და ყველანაირი ტექნოლოგიის ჭკვიანური გამოყენება.
ინდუსტრიის ექსპერტები გვირჩევენ, რომ ვისწავლოთ მარკეტინგისა და ბრენდინგის გარჩევა და გაგება, რადგან ეს არის აუცილებელი ბაზარზე გამარჯვებისთვის. თუ თქვენს ბიზნესში რაღაც ისე არ გამოდის, ესე იგი, უნდა შეცვალოთ თქვენი გავლენა მომხმარებელზე.