in

ბრენდირებული კონტენტი და მისი მომავალი

ხალხს სძულს რეკლამები – ეს ალბათ ხშირად გაგიგიათ და ეს ის ფრაზაა, რომელიც ძალიან არ უყვართ იმ ადამიანებს, ვინც რეკლამის სფეროში მუშაობს. რეკლამის გარეშე ბიზნესი რომ არ მუშაობს, ესეც ცალსახაა. თანამედროვე მარკეტერები ამბობენ, რომ გამოსავალი ბრენდირებული კონტენტის შექმნაშია. ინდუსტრიის დამკვირვებლებს ემახსოვრებათ, რომ ბრენდირებული კონტენტი დაახლოებით ათწლეულის წინაც რეკლამის მომავალს წარმოადგენდა, სანამ მათ VR, AR, მეტავერსი და სხვა მსგავსი ტექნოლოგიები ჩაანაცვლებდა. მხოლოდ Netflix-ის სერიებზე დაკვირვებაც საკმარისია, რომ დავინახოთ, თუ რა კულტურულ გავლენას ახდენს ის მაყურებელზე.

მარკეტერებმა და რეკლამის განმთავსებლებმა იციან, რომ ბრენდირებული კონტენტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ტრენდი. ამ ტიპის რეკლამა ახლა წამყვანი ფორმატია, რომელშიც ბრენდებმა ინვესტიცია უნდა განახორციელონ და მის სწორად განვითარებაში დრო დახარჯონ.

მომხმარებლები უპირატესობას მიმზიდველ კონტენტს ანიჭებენ. რეკლამის განმთავსებლებმა ეს გააცნობიერეს, რადგან დასპონსორებული კონტენტი უკვე ნებისმიერი ბიზნესისთვის, დიდისთვისაც და პატარისთვისაც, განუყოფელ ნაწილად იქცა. მას კიდევ უფრო დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მთავარი მიზეზი, რატომაც ის ასე აიტაცეს, ამბის მოთხრობის ხელოვნებაშია.

რეკლამის ეს ფორმა ბრენდის ღირებულებებს მარკეტინგული კამპანიების წინა პლანზე აყენებს. იმის გამო, რომ ის აუდიტორიის შესაბამის ამბავს ქმნის, ბრენდირებული კონტენტი ამყარებს ურთიერთობებს და ნდობას თქვენს მომხმარებლებთან. სხვადასხვა სარეკლამო სააგენტო ამტკიცებს, რომ 2025 წლისთვის ბრენდირებული კონტენტი ხუთჯერ გაიზრდება. ეს კიდევ უფრო მეტი მიზეზია, რომ დავიწყოთ ბრენდირებული შინაარსის სტრატეგიის შემუშავება, რათა მოვლენებს არ ჩამოვრჩეთ.

ბრენდირებული კონტენტის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ მისი საშუალებით მეტი ადამიანის მოზიდვაა შესაძლებელი, რადგან ის არა მხოლოდ დიდ აუდიტორიამდე აღწევს, არამედ მათი ლოიალობის მოპოვებაც შეუძლია. გარდა ამისა, ტექნოლოგიების წინსვლის წყალობით, კომპანიების მზარდი რაოდენობა იბრძვის ყურადღებისთვის. ეს ნიშნავს, რომ აღარ არის შესაფერისი ტრადიციული შინაარსის განთავსება. თქვენს აუდიტორიას სურს დამაჯერებელი კონტენტი, რომელიც უნიკალური და ორიგინალურია.

2022-ში inDrive მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ტრანსპორტირების აპლიკაციად დასახელდა

ალდაგი საქართველოს პრო ბონო ქსელს შეუერთდა