in

რამდენად დაეხმარება AI პერსონაჟი ბრენდს პერსონიფიკაციაში?

ალბათ, ბრენდინგში არავინ მოელოდა, AI ასეთ სტრატეგიულ ადგილს თუ დაიკავებდა და დიდ ცვლილებებსაც გამოიწვევდა… აქვე გაჩნდა კითხვაც, როგორ შეუძლია ბრენდს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ისე, რომ გააუმჯობესოს თავისივე იმიჯი და გამოცდილება? ამ კითხვაზე პასუხი კი Snapchat-ის, შემდეგ კი კოკა-კოლას AI-ის ეფექტური ბრენდის პერსონიფიკაციით უნდა გავცეთ, რომელიც მათსავე პერსონაჟებში ვლინდება.

Snapchat-ში My AI-ის ჩეტბოტს ვხვდებით, რომელიც მომხმარებლებს აპლიკაციის შეტყობინებებით მრავალი ამოცანის შესრულებაში ეხმარება. მათ პერსონალური ბოტი ჰყავთ, განსაზღვრული ვიზუალით, სახითა და ხმის ტონით. ამ ჩეტბოტის შემოტანა კი ყველა ბრენდისთვის საინტერესო უნდა იყოს, რადგან აჩვენებს, როგორ შეუძლიათ მათ AI უკეთესი პერსონიფიკაციისთვის გამოიყენონ. თუმცა ეს ბოტებიც ზუსტად უნდა გადმოსცემდნენ ბრენდის შეგრძნებასა და ვიზუალს… ამ შემთხვევაში კი ბიზნესებმა დიდად ისარგებლეს ავტომატიზაციით, რითაც გუნდის წევრებს უფრო კომპლექსური ამოცანებისა და პოტენციური ინოვაციებისთვის მისცეს დრო.

მოკლედ რომ გითხრათ, ბრენდის პერსონაჟის ყოლა აუდიტორიასთან ინტერაქციას ამარტივებს და მეტად მხიარულ ტონს სძენს მას. მარტო პერსონიფიკაციას კი არ გთავაზობთ, არამედ უსასრულო სთორითელინგის შესაძლებლობებს, ინფლუენსერის სურათების, ქმედებებისა თუ მთლიანად ბრენდის კომუნიკაციის კონტროლს, რადგან არსებული მოლოდინები და სახელმძღვანელო წესები მკაცრად არის გაწერილი პერსონაჟის დახასიათებისას… აქვე შეგვიძლია ვახსენოთ ტრენდებზე მორგება და მრავალფეროვან აუდიტორიაზე გასვლა, ბრენდის ინსაითების ციფრულ ჩართულობად გარდაქმნა და ა. შ.  

წარმოიდგინეთ Coca-Cola-ს სანტა AI პერსონაჟი რომ იყოს…

მართალია, სანტა კლაუსის იდეა თავდაპირველად კოკა-კოლამ შემოგვთავაზა, მაგრამ ამასთან, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის თანამედროვე აღქმაშიც. 1930-იან წლებში კომპანიამ გადაწყვიტა, სანტას ილუსტრაციები რეკლამებში გამოეყენებინა და ბრენდის ფერების შესაბამისად, წითელსამოსიანი და ლოყებიანი ფიგურა გაგვაცნო.

ფაქტი კი ეს იყო, მაგრამ ახლა უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ კოკა-კოლას სანტას პერსონაჟს ხელოვნური ინტელექტი აძლიერებს. ეს, ალბათ, მრავალმხრივ გააუმჯობესებდა Coca-Cola-ს თავგადასავალს — იგი სახალისო გზებით დაუკავშირდებოდა მომხმარებლებს სოციალური მედიით ან აპლიკაციებით, შესთავაზებდა პერსონალიზებულ მილოცვებს, მას ჰკითხავდნენ რჩევებს სასმელზე, საჩუქრის იდეებზე და ა. შ. AI სანტას შეეძლებოდა ინტერაქციული ამბების გაზიარება დღესასწაულების მაგიაზე, კოკა-კოლას ისტორიასა და სხვა სადღესასწაულო ნარატივებზე…

ამგვარად, თუ ბრენდი გადაწყვეტს, რომ ციფრული პერსონაჟი თავის გუნდს შემოუერთოს, იგი აუცილებლად უნდა ასახავდეს ბრენდის სულს. უკეთ რომ გაიგოთ, დაფიქრდით აისბერგის კონცეფციაზე, რომლის მხოლოდ ნაწილს ვხედავთ… ბრენდის პერსონაჟის უნიკალური ისტორია და პიროვნულობა, რომელიც კომპანიის ძირითადი ღირებულებებით უნდა განისაზღვროს, წარმოადგენს უხილავ, მნიშვნელოვან და ზედაპირის ქვეშ არსებულ ნაწილებს. ამასთან, პერსონაჟი იმგვარად უნდა იყოს შექმნილი, რომ სრულად ესადაგებოდეს განვითარებად ციფრულ ლანდშაფტს, მზად იყოს, შეუერთდეს AR-სა თუ ვირტუალურ რეალობას, ან ისეთ სივრცეს, როგორსაც მეტავერსი გვთავაზობს. 

დროთა განმავლობაში კი იგი დინამიკურ ბრენდის წარმომადგენლად იქცევა, რომელიც აბალანსებს ბრენდის ამჟამინდელ იდენტობასა და სამომავლო ციფრულ შესაძლებლობებს. თუმცა ეს მხოლოდ მარკეტინგული ამოცანა არ გეგონოთ, ინტერდისციპლინარული გამოწვევაც კი შეიძლება იყოს. ხოლო ამ კომპლექსურობაში ნავიგაცია სპეციალიზებული უნარების ნაკრებს მოითხოვს, რომელიც ტრადიციულ ბრენდის სტრატეგიას, ციფრული ტრენდების ახლებურად გააზრებასა და არტისტულ ხედვას აერთიანებს.

დაბოლოს, თუ პერსონაჟის სახით ბიზნესის იდენტობის გაცოცხლებას გადაწყვეტთ, ეს პროცესი ბიზნესებსა და აუდიტორიას შორის რეალურ და ემოციურ კავშირს შექმნის. შესაბამისად, მათ მარკეტინგულ ხელსაწყოებად კი არ წარმოგვიდგენს, არამედ ბიზნესის ცოცხალ ნაწილებად. გამოდის, კარგი მიზეზიც გვაქვს, რის გამოც ბრენდები ავტომატიზაციასა და AI-ზე გადასვლის შეუჩერებელ ტალღას უნდა გაჰყვნენ… 

„თუ სხეული გაქვს, უკვე სპორტსმენი ხარ“ — Nike-ის რეკლამა

„გიორგობისთვე“ – წინანდლის მამული და სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი“ ნოემბრის თვეში განსაკუთრებულ კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს უმასპინძლებს