in

როგორ ირგებენ ხელმძღვანელები ბრენდის ელჩების როლს ლინკდინზე?

იმის გამო, რომ ლინკდინი პროფესიული კონტენტის გაზიარების ჰაბად ჩამოყალიბდა, ხელმძღვანელი რგოლის წარმომადგენლები პლატფორმაზე მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის პოსტავენ. თუ ლინკდინის მონაცემებს დავეყრდნობით, ბოლო წელს ხელმძღვანელ პირებში პოსტების განთავსების მაჩვენებელი 9%-ით გაიზარდა, ხოლო ჩართულობა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად — 37%-ით გაუმჯობესდა.

ბევრი ხელმძღვანელი კრეატორად იქცა… უფრო ზუსტად, ლინკდინზე კომპანიის ელჩების როლი მოირგეს, აქვეყნებენ კონტენტს და ურთიერთობას ამყარებენ სხვებთან. ბუნებრივია, საჯაროდ საკუთარი ბრენდის წარმოდგენა მრავალ გამოწვევას შეიძლება, უკავშირდებოდეს, თუმცა ამ პროცესის გამარტივებაში სხვების მაგალითები დაგეხმარებათ. ამიტომ, ქვემოთ რჩევებსა და სამი ხელმძღვანელის ამბავს გაგიზიარებთ, რომლებიც ლინკდინზე საუკეთესოდ არიან წარმოდგენილნი:

  • გამოხატეთ თქვენი თავი

სხვების სიმპათიას ერთ ღამეში ვერ მოიპოვებთ, ეს მუდმივი ძალისხმევის შედეგია, რა დროსაც თქვენს პერსპექტივას, ღირებულებებსა თუ პრიორიტეტებს აჩვენებთ. თქვენი შეხედულებისა და გამოცდილების გამიზნულად ინტეგრირება იმაში, რასაც აქვეყნებთ — იქნება ეს ინტერესები, გამოწვევები თუ ამბიციები — ადამიანებს თქვენთან, როგორც ლიდერთან კავშირის დამყარებაში დაეხმარება. 

მაგალითისთვის, ტექნოლოგიური კომპანიის, რომელიც ფერადკანიან მილენიალებსა და თაობა ზეტის მომხმარებლებს ემსახურება, Blavity-ის ხელმძღვანელი მორგან დებაუნი ხშირად ლინკდინის პოსტებში საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს, რითაც კონკრეტულ საკითხებს მეტად საინტერესოს ხდის აუდიტორიისთვის. 

სხვა ლიდერებს ვურჩევდი, სოციალური მედია ბრენდის ადამიანური მხარის საჩვენებლად გამოიყენონ. არ შეგეშინდეთ საკუთარ პერსონალურ მოგზაურობაზე, გადალახულ გამოწვევებსა და იმ გაკვეთილებზე საუბარი, რომლებიც ამ დროში ისწავლეთ. ადამიანები ერთმანეთს ამბებითა და ავთენტურობით უკავშირდებიან. ასე რომ, გამოიყენეთ ეს თქვენთვის სასარგებლოდ, — ამბობს დებაუნი.

  • პრიორიტეტი მიანიჭეთ თანამშრომლებს

ჩვეულებრივ, თუ ლინკდინის პოსტებს მომხმარებლებთან, აქციონერებთან და გარე აუდიტორიასთან საკუთარი ბრენდის პოპულარიზაციისთვის იყენებთ, ახლა ბევრი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს სტრატეგია თანამშრომლებთან კომუნიკაციის დროსაც გამოგადგებათ. შეგიძლიათ, თქვენი განახლებები ისე წარმოაჩინოთ, რომ პირდაპირ თქვენს გუნდს ესაუბროთ და ხაზი გაუსვათ მათ მიღწევებზე კომპანიის წარმატებაში, აჩვენოთ ბრენდის კულტურა და მისია მოქმედებაში. პირადად მიმართოთ კიდეც თანამშრომლებს კომენტარებში — ეს დასაქმებულების ჩართულობის გაზრდაში დაგეხმარებათ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მათ შრომას საჯაროდ აღნიშნავთ.

ფარმაცევტული კომპანიის Novartis-ის CEO ვას ნარასიმჰანიც ასე იქცევა — პლატფორმას ჩვენი მოგზაურობის გასაზიარებლად ვიყენებთ: ჩვენი წარმატებების, იმ გზების, რომლითაც გამოწვევებს ვძლევთ და ჩვენი ხედვის, რომელიც უფრო ჯანსაღი სამყაროს შექმნას უკავშირდება. მიღწევების ჩვენება არ არის მარტივი, ეს საზოგადოების შექმნას ეხება, რომელიც გაერთიანებულია ერთი მიზნის ირგვლივ, რათა უფრო ჯანსაღი მომავალი შექმნან და გაამხნევონ მომავალი ლიდერები….

  • მიიზიდეთ და დაასაქმეთ პროფესიონალები

ხოლო თუ Kickstarter-ის ხელმძღვანელ ევერეტ ტეილორს ჰკითხავთ, ლინკდინში საუკეთესო სწორედ რეკრუტირების ასპექტია. ამიტომ, პირადად ეძებს ნიჭიერ ადამიანებს ლინკდინზე, ზოგჯერ იქვე უგზავნის შეტყობინებებს და არსებულ ვაკანსიასაც სთავაზობს… თუმცა, ამის პარალელურად, მათ კომპანიის პოსტებით იზიდავს, რომლებიც Kickstarter-ის კამპანიებს, კომპანიის კულტურასა და მიღწევებს, კომპანიის მიერ შეთავაზებულ სარგებელს, მათ შორის 4-დღიან სამუშაო კვირას უკავშირდება. ასე კი ლინკდინს შესაძლებლობად მიიჩნევს, რომელიც მას პროფესიონალი თანამშრომლების პოვნაში ეხმარება. 

  • გააზიარეთ თქვენი გამოცდილება

ლინკდინზე აუდიტორიის შექმნა რელევანტური ინსაითების გაზიარებას მოიცავს, რომლებიც ადამიანებს რაღაც ახლის სწავლაში დაეხმარება. 

მეწარმეობასა და ბიზნესლანდშაფტში ნავიგაციის შესახებ რჩევების გაზიარებით დამფუძნებლებსა და მცირე ბიზნესების მფლობელებს ვუმიზნებ, მათი მხარდაჭერა მსურს და მათთან დაკავშირება სასარგებლო რჩევებითა და რესურსებით. ეს ყველაფერი იმის მოსმენას ეხება, თუ რას განიხილავს საზოგადოება, რა შესაძლებლობები და გამოწვევები არსებობს კონკრეტულ სფეროში. მე ვუზიარებ ინსაითებს, გადალახული დაბრკოლებების ამბებს და სტრატეგიებს წარმატებისთვის, — აცხადებს დებაუნი. 

ხოლო ფარმაცევტული კომპანიის CEO ამას სამედიცინო სფეროში მიღწეული წინსვლის გაზიარებით ახერხებს, უზიარებს, როგორ ვითარდება სფერო და რა ახალი მიდგომები ინერგება, რათა ასე სხვების პერსპექტივაც გაიცნოს. თუმცა იმის გამო, რომ სოციალური მედია ყურადღების მიპყრობის შეზღუდულ შანსებს გთავაზობთ, დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ გაზიარებული რჩევები და რესურსები გამოსადეგი და მნიშვნელოვანია თქვენი აუდიტორიისთვის.

  • გახდით გონებამახვილი

შეგიძლიათ, წინასწარ განსაზღვროთ, რომელ თემებზე ისაუბრებთ თქვენი ლინკდინით. თუმცა მკაფიოდ უნდა გქონდეთ განსაზღვრული, რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენთვის, როგორც CEO-სთვის, კონკრეტულ საკითხზე ლაპარაკი, იმის გათვალისწინებით, თუ რა წონა ექნება თქვენს ჩართვას ამ დიალოგში. მაგალითისთვის თავი აარიდეთ თქვენი კომპანიის მიმდინარე პროექტებზე საუბარს, განახლებების მიწოდებას რეალურ დროში. 

არ მინდა ხოლმე იმაზე დაპოსტვა, რასაც ამჟამად ვუმკლავდებით კომპანიაში, რაც ვიღაცამ, შესაძლოა, პირადად მიიღოს, — განმარტავს ტეილორი.

ამგვარად, კომპანიაში პირად და საჯარო სივრცეს დაიცავთ და ეს შეცდომებსაც მინიმუმამდე დაიყვანს…

ცნობილი ასტროფიზიკოსი მარსის კოლონიზაციას „საშიშ ილუზიას“ უწოდებს

რატომ არის უსაფრთხოდ თამაში ყველაზე რისკიანი სტრატეგია