ბიზნესი, რომელსაც არამდგრად ბაზარზე წარმატების მიღწევა სურს, შესანიშნავი გამოცდილებების ავტორიც უნდა გახდეს. თუმცა აქვეა შემცირებული ბიუჯეტი, ROI მიდგომები და ბევრი სხვა რამ, რაც ამ გამოცდილების მიწოდებას დიდად ართულებს. მართალია, ბრენდის გამოცდილებებში კომპანიები დიდ ინვესტიციებს დებენ, თუმცა მიღებული სარგებელი ბევრად ნაკლებია… აი, ამ სასურველი შედეგის მიღება კი 2 საკითხთან გამკლავებას ნიშნავს:
პირველი — საერთო გამოცდილების მიდგომაზე უნდა ფოკუსირდეთ, CX-ის ეკოსისტემაზე, EX-სა და პროდუქტის გამოცდილებაზე (PX) როგორც ციფრულ, ისე ფიზიკურ სივრცეებში. ეს საერთო გამოცდილება კი უკვე სცენას მეორე საკითხს უთმობს — მისგან მიღებული სარგებლის გააზრებას, მოკლედ რომ ვთქვათ, ROTX მოდელს.
და რას ნიშნავს ეს? ROTX თანამედროვე ეპოქისთვის შექმნილი საზომია, რომელიც სავსეა კომპლექსური შეხების წერტილებითა და უსასრულო არხებით. საერთო მონაცემების ეკოსისტემას ქმნის, რომელიც ბრენდის გამოცდილებას მოიცავს, იქნება ეს მომხმარებელი, პროდუქტი თუ თანამშრომლის გამოცდილება, როგორც პირველ ხაზზე, ისე შუა და ხელმძღვანელობის მხარეს. შესაბამისად, ROTX მხოლოდ ერთ საზომს კი არ იყენებს, არამედ რაოდენობრივ და ხარისხობრივ KPI-ებს მიმართავს, რომლებითაც ყველაფრის გავლენას ზომავს. ასე კი მარტივი შესამჩნევი ხდება კომპანიისთვის, რა მუშაობს და რა, არა.
ROTX მოდელის ეფექტურად გამოსაყენებლად სამ სტრატეგიას უნდა მიმართოთ:
1. შეუსაბამეთ ერთმანეთს ბაზრის მოთხოვნები და შეზღუდული ბიუჯეტი
დღეს კომპანიები ორი კონკურენტული წნეხის ქვეშ არიან — ეკონომიკური შეფერხება და ციფრული ტრანსფორმაციებისკენ მისწრაფება. მარტივად რომ ვთქვათ, IT ბიუჯეტის შემცირებასთან ერთად, კომპანიები იმასაც იაზრებენ, რომ მათი გადარჩენისთვის ციფრული ინიციატივებია აუცილებელი. ROTX-ის ჩარჩო კი სწორედ ამის დაბალანსებაში დაგეხმარებათ.
როცა ორგანიზაციები მეტად სტრატეგიულად მიუდგებიან საერთო გამოცდილების მონაცემების გაზომვას, ისინი უკეთ შეძლებენ ინვესტირების ხარჯების განსაზღვრას. მეტ ფულს ეფექტურ ინიციატივებზე დახარჯავენ, რომლებიც კარგი ციფრული გამოცდილებების შეთავაზებაში დაეხმარება მათ, მიუხედავად ბიუჯეტის შეზღუდვებისა.
2. დაუკავშირეთ გამოცდილების წერტილები ორგანიზაციას
თუ კომპანიას სურს, სწრაფად განვითარებადი ციფრული თუ ფიზიკური რეალობის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, მომხმარებლის, თანამშრომლისა და პროდუქტის გამოცდილების წერტილები აუცილებლად ერთმანეთს უნდა დაუკავშიროს. ეს იმის გაანალიზებითაა შესაძლებელი, თუ როგორ ურთიერთობენ ადამიანები, ტექნოლოგიები და ბიზნესები ერთმანეთთან. როგორც კი ორგანიზაცია ამ ჰოლისტიკურ მიდგომას მიმართავს, უფრო მარტივად შეძლებს იმის დადგენას, თუ რომელი ინიციატივებია მეტად რელევანტური და მნიშვნელოვანი მომხმარებელთა მოგზაურობაში.
3. თვალი ადევნეთ ხარჯებსა და თქვენი ინიციატივების გავლენას
ROTX მიდგომით კომპანიას მოგზაურობის ყველა წერტილის მონაცემების შეგროვება შეუძლია. არსებული საზომებით გაიგებენ, რომელი ინიციატივებია ყველაზე წარმატებული, რომელი ითხოვს გაუმჯობესებას და რომლები, აღარ მუშაობს…
ამგვარად, ROTX ჩარჩო მეტად ზუსტი, ეფექტური და მარტივად გამოსაყენებელია, მონაცემებზე დაფუძნებული ქმედებები კი ზუსტად იმ გამოცდილების უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ, რომელიც ასე ძალიან გსურთ…