თანამედროვე მარკეტინგი აქტიურად იწყებს თამაშების გამოყენებას. ბრენდებმა გამოიკვლიეს, რომ უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ხდება იდენტიფიცირებული, როგორც მოთამაშე (სამ მილიარდამდე გლობალურად), ამიტომ ახალი ტექნოლოგიების წყალობით, ბრენდები მეტად აპირებენ თამაშების მარკეტინგში ჩართვას.
ზოგიერთი კომპანია, მაგალითად, Anzu თანამშრომლობს სხვა კომპანიასთან, რათა რეკლამები განათავსოს თამაშებში. ეს საშუალებას აძლევს ბრენდებს, ჩართონ თამაშები ფართო მედია სტრატეგიაში.
იხელმძღვანელეთ ბრენდის სტრატეგიით
თამაშის გამომცემლებსა და adtech კომპანიებს შორის პარტნიორობა აადვილებს ბრენდებისთვის, თავიანთი აუდიტორია იპოვონ თამაშში. ისინი ამას აკეთებენ მესამე მხარის ან შიდა მონაცემების გამოყენებით, რათა მიაღწიონ იმ მომხმარებლებს, რომლებიც მოიხმარენ სათამაშო კონტენტს.
საზოგადოების გაგება
ბრენდები უნდა იყვნენ თანმიმდევრულნი და აჩვენონ, რომ ისინი ინვესტიციას აკეთებენ მოთამაშეთა საზოგადოებაში. ეს კომუნა საკმაოდ მრავალმხრივია. ისინი ჩართულები არიან სტრიმინგ პლატფორმებზე, როგორიცაა, მაგალითად, Twitch.
„Twitch სტრიმერები თანამედროვე მოთამაშეების შესანიშნავი მაგალითია“, – თქვა სარა იოოსმა, Twitch-ის ამერიკაში გაყიდვების ხელმძღვანელმა.
მოთამაშეებისთვის გეიმინგის ინდუსტრია ერთგვარი კულტურაა, ამიტომ აუცილებელია, რომ ბრენდი მას მოერგოს და კარგად შეისწავლოს, სად, რა დროს და ვისთან განათავსოს თავისი მასალა.
ცხოვრების სტილი და თამაშები
როგორც PepsiCo-მ აჩვენა, არსებობს ბუნებრივი გადაკვეთა თამაშსა და სპორტს შორის, რაც თავის მხრივ კიდევ ახალ სპორტულ კატეგორიებს წარმოშობს.
პანდემიის დროს, როდესაც ყველაფერი დაიხურა, სათამაშო კონტენტი გაფართოვდა. მოთამაშეები უფრო მეტად უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთი ცხოვრების წესს, მათ შორის ვარჯიშის რუტინას, სამზარეულოს, მოდასა და სხვა ინტერესებს.
გეიმერების პერსპექტივა მეტ შესაძლებლობებს უსხნის ბრენდებს, რომლებსაც სურთ დაკავშირება თაობა ზეტისა და Millennial მომხმარებლებთან.
შეხების წერტილები
მოთამაშეები სხვადასხვა მოწყობილობას იყენებენ და კონტენტიც მრავალფეროვნად აქვთ შერჩეული, ამიტომ მარკეტერებს მეტი საშუალება ეძლევათ, უფრო გააფართოვონ თავიანთი სარეკლამო არეალი.
ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ მარკეტინგის სტრატეგია შეიცვალა. იმის ნაცვლად, რომ იპოვონ მოთამაშეების ქვეჯგუფი თავიანთ აუდიტორიაში, მათ ახლა შეუძლიათ გადახედონ მილიარდობით მოთამაშეს და იქ იპოვონ თავიანთი აუდიტორია და ქვესეგმენტები. თამაშშიდა რეკლამის მისამართის შესაძლებლობა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ ის უკვე განვითარების დიდ სტადიაზეა.