in

8 მოთხოვნა ბრენდის ღირებულების სტრატეგიის შესაქმნელად

ბიზნესებისა თუ ბრენდებისთვის დღეს ღირებულება რომ მნიშვნელოვანია, ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ხშირად ერთმანეთში ურევენ ღირებულების ტაქტიკასა და ღირებულების სტრატეგიას. ამიტომ, სანამ უშუალოდ ბრენდის ღირებულების შექმნის რვა ნაბიჯზე გადავალთ, ჯერ ეს ორი საკითხი განვიხილოთ. აი, მაგალითად როცა ამცირებთ გარიგებებზე ორიენტირებულ შეტყობინებებს ხარჯების 20%-მდე, ეს სტრატეგიაა, აქვეა შეთავაზებებიც, რომლებიც საუკეთესო ღირებულებად აღიქმება. თუმცა რაც შეეხება მოკლევადიან საფასო შეთავაზებებსა და კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებულ ფასებს, ეს უკვე ტაქტიკას წარმოადგენს. 

ბრენდ-ბიზნესებისთვის კი ბრენდის ღირებულების სტრატეგიის შექმნაა აუცილებელი, თუმცა ეს კალენდარი არ გეგონოთ, რომელიც ტაქტიკას ანიჭებს უპირატესობას… ბრენდის ღირებულების სტრატეგია გეგმაა, რათა შექმნას სანდო ბრენდის ღირებულება. ეს კი არა მარტო მარკეტინგზე, არამედ კვლევასა და განვითარებაზეც ზემოქმედებს. ამასთან, გლობალური ან ეროვნულია, როცა ტაქტიკა ლოკალურად მოქმედებს. 

რაც შეეხება სტრატეგიას, ეს შესანიშნავ ღირებულებას გთავაზობთ, რომლის შესაქმნელადაც შემდგომ 8 ნაბიჯს უნდა მიჰყვეთ:

  1. ამ შესანიშნავი ღირებულების საერთო ხედვამდე უნდა მიხვიდეთ, ორგანიზაციაში ყველა ერთ აზრზე უნდა იყოს, რადგან თავსებადობა აქ კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 
  2. გქონდეთ ფასების დისციპლინა, რაც ფასების მოქნილობაზე ფოკუსირებასაც გულისხმობს. 
  3. თავი აარიდეთ მარჟებით შეპყრობას. მართალია, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე ზედმეტად ფოკუსირება ბიზნესზე ცუდად აისახება. 
  4. შექმენით ბრენდული ღირებულება, ისეთი რამ შესთავაზეთ მომხმარებელს, რომ თქვას — საოცარია, არ მეგონა ამ ბრენდის ყიდვას ამ ფასად თუ შევძლებდი….
  5. შექმენით ბრენდის ღირებულება, რომელიც ყველას გააოცებს, თუმცა გახსოვდეთ, რომ ფასიც მომხიბვლელი უნდა იყოს. ამგვარად, სამართლიანი ღირებულებიდან გასაოცარი ღირებულებისკენ გადაინაცვლეთ.
  6. ღირებულება და არა, ფასი, ბრენდის დაპირების შესაბამისი უნდა იყოს
  7. ფოკუსირდით ე. წ. ნებართვის მარკეტინგზე, მიეცით მომხმარებლებს უფლება იყიდონ ბრენდ-ბიზნესის პროდუქტები. მოხერხებულობა? ხარისხი? უნიკალურობა? სერვისი? ფასი?
  8. თავი აარიდეთ გამუდმებულ რეკლამირებას, რადგან ეს უფრო მეტად გარიგებისადმი ლოიალობას გთავაზობთ, ვიდრე ბრენდის ლოიალურ მომხმარებლებს… 

ამგვარად, კარგი ღირებულების მქონე ბრენდები ნებისმიერი სიტუაციიდან შეძლებენ თავის დაღწევას და არც კლიშეა ის, რომ საუკეთესო ღირებულება ყოველთვის იმარჯვებს.

რატომ სჭირდება კონფლიქტის მოგვარების უნარი პროექტის მენეჯერს

Nokia-მ ინდუსტრიული დრონების წარმოება დაიწყო