in

ბრენდის იდენტობა თუ პროდუქტის ხარისხი — რომელია სტარტაპებისთვის მნიშვნელოვანი?

პატარა სტარტაპები ხშირად იმდენად დაკავებულნი არიან პროდუქტის შექმნით, რომ თავიანთი ბრენდიც ავიწყდებათ… მაგრამ ადამიანების გონება ბუნებრივად უკავშირებს მათი პროდუქტის ხარისხს მათივე განსხვავებულ ბრენდის იდენტობას. დღევანდელ კონკურენტულ გარემოში კი, ძლიერი ბრენდის იდენტობა თუ პროდუქტის გამორჩეულ ხარისხთან არის დაკავშირებული, ეს წარმატების მომგებიანი ფორმულა ხდება. მიუხედავად ამისა, დღევანდელ ცვლილებებით სავსე სამყაროში სტარტაპერები ფიქრობენ, რომ უნდა აირჩიონ, რა არის უფრო მნიშვნელოვანი მომხმარებლებისთვის: ბრენდის იდენტობა თუ პროდუქტის ხარისხი?

როგორ ზემოქმედებს პროდუქტის ხარისხი ბრენდის იდენტობაზე?

რეკლამებში ფულის ხარჯვა, ვებგვერდის დიზაინი, სოციალური მედიის ქონა და სხვა მარკეტინგული ფაქტორები არ იმუშავებს, თუ თქვენი პროდუქტი დაბალხარისხიანია. ეს საქმეს კიდევ უფრო გააუარესებს. შესაძლოა, თავდაპირველად რეკლამამ დაგაინტერესოთ და გამოცადოთ იგი, მაგრამ როცა იმედს გაგიცრუებთ, შემდგომში ამ რეკლამას უბრალოდ შემაწუხებლად ჩათვლით. შესაძლებელია, ცუდი შეფასებაც დაუწეროთ, რათა სხვებიც არ აღმოჩნდნენ თქვენ ადგილზე. 

ამგვარად, პროდუქტის ხარისხი თქვენს რეპუტაციაზე, განმეორებითი მომხმარებლების რაოდენობასა და მთლიანად მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზემოქმედებს. ეს სამი ელემენტი კი თქვენივე ბრენდის იდენტობის ნაწილია. ხოლო, თუ თქვენი პროდუქტი მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ბევრად მარტივი ხდება თქვენივე იდენტობის გაძლიერება ცნობილ კრეატორებთან და ბრენდებთან მუშაობით… 

როგორ აისახება ბრენდის იდენტობა პროდუქტის ხარისხზე?

სწორმა ბრენდინგმა შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს თქვენს მოკლევადიან წარმატებაზე. პროდუქტის ხარისხი აუცილებლად უნდა ესადაგებოდეს თქვენსავე იდენტობას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანები შეწყვეტენ კომპანიასთან კავშირს. 

ასევე, თქვენი ბრენდის იდენტობას გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ ერთვებიან ადამიანები ბრენდის ირგვლივ არსებულ კონტენტში. თუ იგი ნეიტრალურად არის აღქმული ან ნეგატიურად, ნაკლები ადამიანი დაესწრება ვებინარებს, ნაკლები წაიკითხავს თქვენს კონტენტს და დაიწყებს ურთიერთობას კომპანიასთან სოციალურ მედიაში. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათ მიერ აღქმული თქვენი იდენტობა გადადის იმ პროდუქტებზე, მომსახურებებსა და კონტენტზე, რომლებსაც სთავაზობთ. თუმცა საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე გზა როგორც ბრენდის იდენტობის, ისე პროდუქტის ხარისხის გასაუმჯობესებლად. 

ჩამოაყალიბეთ თქვენი ღირებულება და მისია

თავდაპირველად აუცილებელია, მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ თქვენი მისია და ღირებულებები, რომლებიც ასახავს თქვენსავე პოზიციას ხარისხსა და მომხმარებელთა კმაყოფილებასთან მიმართებით. როცა ვიღაც თქვენს ვებგვერდს პირველად ესტუმრება, მარტივად უნდა გაიგოს, ვინ ხართ თქვენ, როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს, როგორ გხედავენ სხვა ადამიანები და რა ღირებულებას სთავაზობთ მათ.

იდენტობასთან ერთად, თქვენი პროდუქტის ხარისხსაც რომ გაუსვათ ხაზი, მათ ვებგვერდზევე პროდუქტის დეტალური აღწერა უნდა შესთავაზოთ, რომელიც მკაფიოდ აუხსნის მომხმარებლებს, რას შეიძენენ ისინი თქვენს ბრენდთან ინტერაქციით. ეს ორი სტრატეგია ერთად კი დაეხმარება მომხმარებლებს, უკეთ გაიცნონ თქვენი კომპანია და პროდუქტები. 

შექმენით მომხმარებელთა დადებითი გამოცდილება

საკმაოდ კარგი გზები არსებობს, რათა მომხმარებლებს აჩვენოთ, რომ მზრუნველი კომპანია ხართ და თქვენი პროდუქტის მეშვეობით მათ გამორჩეულ ღირებულებასაც სთავაზობთ. მაგალითად, შესაძლოა, სპეციალური გუნდი შექმნათ, რომელიც მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიღებაზე იქნება პასუხისმგებელი, რათა არსებული მომსახურება მეტად დახვეწოს.

შეაგროვეთ უკუკავშირი

მოუწოდეთ მომხმარებლებს, გაგიზიარონ საკუთარი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლიათ უკეთესი გამოცდილების შექმნა ან კონკრეტული პროდუქტების გაუმჯობესება. ამისთვის სოციალური მედია გამოკითხვები, ელ.ფოსტები ან ვებგვერდი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მომხმარებელთა უკუკავშირის განხილვა დაგეხმარებათ, უკეთ გაიაზროთ თქვენი აუდიტორიის მიზნები, პრობლემები და საჭიროებები. მეტიც, ეს მომხმარებლებს აჩვენებს, რომ თქვენთვის მათი აზრი მნიშვნელოვანია. 

დააბალანსეთ თქვენი რესურსები

კარგად უნდა დაფიქრდეთ, როდის და როგორ მიიპყრობს თქვენი ბრენდი ყურადღებას. თუ მთლიან რესურს პროდუქტების რეკლამირებაში დახარჯავთ, მომხმარებლებს თქვენს ბრენდთან კავშირი ვერ ჩამოუყალიბდება. მაგრამ თუ ათასობით დოლარს დახარჯავთ თქვენი იდენტობის შესაქმნელად, მომხმარებლები თქვენი ვებგვერდიდან რაღაცების ყიდვაზე დაფიქრდებიან.

ამიტომ უმჯობესია, ამ ორს შორის ბალანსი დაიჭიროთ. მაგალითად, ახალი მომხმარებლების მოსაზიდად შეგიძლიათ, სოციალურ მედიაში რეკლამები გაუშვათ და ამასთან, ჩაატაროთ ვებინარები, რომლითაც ადამიანებს თქვენი კომპანიის, პროდუქტებისა და ინდუსტრიის შესახებ მოუყვებით. 

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლებისთვის?

სიმართლე ის არის, რომ მომხმარებლები ბრენდის იდენტობასა და პროდუქტის ხარისხს ერთდროულად აკვირდებიან, რათა განსაზღვრონ, სურთ თუ არა თქვენს ბიზნესთან დაკავშირება. ამგვარად, ვირტუალურ სივრცეში თქვენი ბრენდის გაძლიერებითა და, ამავდროულად, ხარისხის გაუმჯობესებით, შესანიშნავი შესაძლებლობა გექნებათ, დაუკავშირდეთ თქვენს სტუმრებს და აქციოთ ისინი ბედნიერ მომხმარებლებად. 

York Town – უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროგრესი

ჩვენი პრობლემები ყველასთვის თვალსაჩინო რომ იყოს…