in

როგორ დავწეროთ ბრენდის ისტორია ნულიდან

სანამ დაიწყებთ თქვენი ბრენდის ისტორიის შექმნას, უნდა გესმოდეთ, რა არის ეს. როგორც Tailorbrands-ის ბრენდმენეჯერი ამბობს, ისტორია არის ელემენტი, რომელიც აკავშირებს ყველაფერს – მისიას, ხედვას, სამიზნე აუდიტორიას, მტკივნეულ წერტილებს, საჭიროებებსა და ღირებულებებს და თავს უყრის მათ თანმიმდევრულ ისტორიაში.

ბრენდის ისტორია არ არის რეკლამა. მაგალითად, თქვენ ვერ ნახავთ Adidas-ის ან Coca-Cola-ს ბრენდის ისტორიას რომელიმე რეკლამაში, რადგან ის უფრო მეტია, ის ბიზნესის სახელმძღვანელო და ერთგვარი დოკუმენტაციაა.

ხშირად ბიზნესის საინტერესო ისტორია განიხილება, როგორც ხალხის გულის მოგების საგანი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველ რიგში, ის სასარგებლოა თანამშრომლების ბრენდთან დასაკავშირებლად და იმის გასაგებად, თუ რა ტიპის ბრენდი უნდა იყოს თქვენი ბიზნესი – ის ატმოსფერო, რომლის შექმნაც გსურთ.

როგორ ქმნით ბრენდის ისტორიას?

კარგი, თქვენ იცით, რა არის ბრენდის ისტორია და რატომ სჭირდება იგი თქვენს ბიზნესს, მაგრამ როგორ შექმნათ ის?

ბრენდის ისტორია არის მოკლე ტექსტი ან ორი აბზაცი, რომელიც მოიცავს ყველაფერს თქვენი ბიზნესის შესახებ – ტკივილი, საჭიროება, გადაწყვეტა და დაპირება. არ დავივიწყოთ ისიც, რომ ამ ყველაფერს ემოციაც უნდა ერთოდეს. ბრენდის ისტორია თავის საქმეს აკეთებს, თუ ის იწვევს ემოციებს – თქვენ უნდა აიძულოთ ხალხი, რომ გაუჩნდეთ გრძნობა. ამისთვის უნდა უპასუხოთ 3 კითხვას: ვინ ხარ? რას ყიდი? რატომ უნდა აინტერესებდე ვინმეს?

პასუხი პირველ კითხვაზე

ვინ ხარ, რატომ არსებობ ამ სამყაროში, რატომ დგები ყოველ დილით, რომ გააკეთო ის, რასაც აკეთებ. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეგიძლიათ, საკუთარ თავს დაუსვათ შემდეგი კითხვები:

  • რა ღირებულებები შემოგაქვს ამ სამყაროში?
  • რა გინდათ, რომ ხალხმა იგრძნოს თქვენგან?

  • რა უნდა იცოდეს ხალხმა თქვენ შესახებ?

  • როგორ გინდათ, რომ ადამიანებს თქვენთან ურთიერთობა ჰქონდეთ?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, უკეთ გექნებათ წარმოდგენა იმაზე, თუ ვინ ხართ. ახლა გადავიდეთ მეორე კითხვაზე: რას ყიდი?

ის, რასაც თქვენ ყიდით, გეხმარებათ თქვენი უნიკალური შეთავაზების ჩამოყალიბებაში, განცხადებაში, რომელიც აღწერს სარგებელს; როგორ აგვარებთ თქვენი მომხმარებლის საჭიროებებსა და პრობლემებს. იმის გასარკვევად, თუ რას ყიდით, შეგიძლიათ უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

  • თუ თქვენი პროდუქტი ან სერვისი განსხვავდება კონკურენტებისგან, რა ხდის მას უკეთესს?
  • რატომ გამჯობინებთ კლიენტი თქვენ და არა სხვა ბიზნესს?

მაგალითად, ერთსა და იმავე ფეხსაცმელს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ლოგოები. თქვენ აირჩევთ Nike-ის წყვილს და არა დავუშვათ, New Balance-სს, ამ ბრენდთან ემოციური კავშირის გამო, რადგან თქვენ იზიარებდით მის ღირებულებებს.

რატომ უნდა აინტერესებდე ვინმეს?

მაშ, თქვენ გაქვთ პროდუქტი/მომსახურება, იცით ვინ ხართ, მაგრამ რატომ მოგაქცევთ ვინმე ყურადღებას?

აქ უკვე შემოდის თქვენი აუდიტორია. აუცილებლად უნდა გაიგოთ, რა მოსწონს მას, რა ახარებს ან რა აღიზიანებს. ეს დაგეხმარებათ, რომ დააინტერესოთ იგი. თქვენ უნდა ჩაატაროთ აუდიტორიის კვლევა და გაიგოთ, ვინ არიან თქვენი მომხმარებლები.

როდესაც უკვე ყველა ნაბიჯი გავლილი გაქვთ: იცით, ვინ ხართ, იცით, რას ყიდით და საკუთარი აუდიტორიაც შესწავლილი გყავთ, მერე უნდა დაჯდეთ და ნამდვილად დაწეროთ ამბავი თქვენ შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ ამბავი დაწეროთ გულით. თავდაპირველად, ეს შეიძლება იყოს ცოტა რთული, მაგრამ მთავარია, არ დანებდეთ. შეიძლება რამდენიმე ვარიანტის დაწერაც კი გახდეს საჭირო. პირველი ჩანაწერი აუცილებლად რამდენჯერმე გადაიკითხეთ, დაარედაქტირეთ ან სულაც თავიდან დაწერეთ. წერეთ იქამდე, სანამ არ შეამოკლებთ მას ისე, რომ მთავარი სათქმელი ორ აბზაცში ჩაეტიოს. გაგიკვირდებათ და ამ ისტორიის წერა პირადად საკუთარი თავის შეცნობაშიც გეხმარებათ, რადგან ამ დროს ჩნდება კითხვები: მართლა ეს ღირებულებები მაქვს? ეს არის, რისი კეთებაც მთელი ცხოვრება მსურს?

ბრენდის ისტორია არ ეხება მხოლოდ თქვენი კომპანიის ისტორიას. ეს არის პასუხი კითხვაზე „რატომ” – თქვენი მისიისა და ღირებულებების კომუნიკაცია. გამოიყენეთ ისინი, რათა იპოვოთ საერთო ენა თქვენს აუდიტორიასთან და გახადოთ თქვენი კომპანია შესაბამისი და მნიშვნელოვანი მომხმარებლებისთვის. აქციეთ თქვენი ამბავი ბრენდის განუყოფელ ნაწილად და გამოიყენეთ იგი თქვენი ბრენდის პიროვნების წარმოსაჩენად, მისი იდენტურობისა და მიმზიდველობის გასაძლიერებლად.

York Towers-ის ორმაგი პერსპექტივა ლისზე

რატომ არის ბრენდის დაბადების დღის დაწესება მნიშვნელოვანი?