თქვენი ბრენდის არსებობა არ უნდა იყოს დამოკიდებული იღბალზე, ალგორითმებზე ან ვარაუდებზე. მისი სტილი ზუსტად ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ თქვენ ყველგან გამოჩნდეთ და თანაც ისე გამოჩნდეთ, როგორც ეს თავად გაქვთ წარმოდგენილი. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა ბრენდის ხილვადობის ხარვეზების ანალიზი.
რა არის ბრენდის ხილვადობის ხარვეზების ანალიზი
ის ზომავს თქვენი ბრენდის პოტენციურ ხილვადობასა და მის რეალურ ყოფნას Google-ში, ასევე, ხელოვნური ინტელექტის შედეგებს. ის ხაზს უსვამს იმ სივრცეებს, სადაც თქვენი ბრენდი იყოს უფრო ხილული და არ არის. მას აინტერესებს, როგორ აღწერს ხელოვნური ინტელექტი თქვენს ბრენდს და რომელ კონკურენტებს მოიხსენიებს.
ბრენდის ხილვადობის ხარვეზების ანალიზის ძირითადი პუნქტები:
- ხილვადობის ხარვეზი: როდესაც თქვენი ბრენდი ნაკლებად ხშირად ჩნდება კონკურენტებთან შედარებით ძიების ან ხელოვნური ინტელექტის შედეგებში;
- ნარატიული ხარვეზი: როგორ აღწერს ხელოვნური ინტელექტი ან მედია თქვენს ბრენდს და როგორ გსურთ პოზიციონირება;
- თემატური ხარვეზი: თემები, რომლებთანაც უნდა იყოთ დაკავშირებული, მაგრამ არ ხართ;
- მოთხოვნის ხარვეზი: ბრენდირებული მოთხოვნები ან ძიებები, რომლებიც მიანიშნებს ცნობადობის გაზრდის შესაძლებლობებზე, რომლებიც ჯერ არ გამოგიყენებიათ.
როგორ უნდა აღმოფხვრათ ეს ხარვეზები მას მერე, რაც მათ აღმოაჩენთ
განსაზღვრეთ თქვენი ბრენდის მოხსენიების ყველა შესაძლო ვარიანტი. ხშირად თქვენივე თანამშრომლები სხვადასხვანაირად ამბობენ ბრენდის სახელს, ზოგი მთლიანად, ზოგი შემოკლებით, ზოგი კი აბრევიატურას.
შემდეგი ნაბიჯი არის თითოეული ერთეულის მნიშვნელობის დადგენა, იმის გარკვევა, თუ რით უნდა იყოს ცნობილი თქვენი ბრენდი – პროდუქტები და ადამიანები. საძიებო სისტემები და ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ბრენდის სახელით არ იფარგლება, ის უყურებს თუ როგორ არის თქვენი ბრენდი აღწერილი და განხილული.
კარგი საწყისი წერტილია საკვანძო სიტყვების კვლევაა.
მოძებნეთ განმეორებადი ზედსართავი სახელები, მოდიფიკატორები, კითხვები და აღწერითი ფრაზები, რომლებსაც ადამიანები იყენებენ თქვენი ბრენდის ირგვლივ. ტერმინები, როგორიცაა: „ხელმისაწვდომი“, „ეკოლოგიურად სუფთა“, „ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული“ ან „ჯილდოს მფლობელი“.
შეისწავლეთ თქვენი ბრენდის ამჟამინდელი ხილვადობა ონლაინ და საძიებო სისტემაში
შემდეგი ნაბიჯი არის თქვენი ბრენდის ამჟამინდელი ხილვადობის შეფასება Google-ის ძიებაში, ხელოვნური ინტელექტის ძიებაში და ონლაინ ხსენებებში (მაგალითები, როდესაც თქვენი ბრენდი მოხსენიებულია სხვადასხვა საიტზე, სტატიებში, მიმოხილვებში ან სოციალურ მედიაში). ეს ხსენებები ხელს უწყობს მანქანებს, დაინახონ და აღიქვან ბრენდი, მისი ავტორიტეტი და რელევანტურობა.
იპოვეთ საკვანძო სიტყვები, რომელთა ჩაწერითაც, წესით, თქვენი ბრენდი მარტივად უნდა ჩანდეს რეიტინგებში, მაგრამ არ ჩანს. დაიწყეთ თქვენთვის რელევანტური ბრენდირებული საკვანძო სიტყვების ანალიზით, რათა შეაფასოთ ძიების შედეგები.
იპოვეთ ხარვეზები ხარვეზები ხელოვნური ინტელექტის ძიებაში
Google-ის ძიებისგან განსხვავებით, თქვენი ბრენდი შეიძლება სხვადასხვა პლატფორმაზე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ პასუხებში უფრო მეტი ფორმით გამოჩნდეს. მაგალითად, ის შეიძლება იყოს:
- ნახსენები ხელოვნური ინტელექტის პასუხში
- ნახსენები და ბმულით მონიშნული პასუხში
- ბმულით მონიშნული, წყაროს სახით
მას შემდეგ, რაც ამ ყველაფერს დაადგენთ, ახალ ნაბიჯზე უნდა გადახვიდეთ, როგორიცაა შედარება კონკურენტების ხილვადობასთან
იპოვეთ, სად ჩამორჩება თქვენი ბრენდის ხილვადობა კონკურენტებს. ეს ნაბიჯი ავლენს, რომელი თემები, მოთხოვნები და პროდუქტის მახასიათებლებია უფრო მჭიდროდ დაკავშირებული სხვა ბრენდებთან და სად შეგიძლიათ ამ ხარვეზის შევსება.
გადააქციეთ მიღებული ინფორმაცია სტრატეგიად
ბოლო ნაბიჯია დასკვნების გარდაქმნა მკაფიო, პრიორიტეტულ სამოქმედო გეგმად, რომლის გამოყენებაც თქვენს გუნდს შეეძლება. შემდგომი სტრატეგია კი ამ სამი პუნქტისგან უნდა შედგებოდეს:
- გამოსწორება: არსებული კონტენტის გაუმჯობესება ან ოპტიმიზაცია
- შექმნა: ახალი კონტენტის ან მთავარი გვერდის შექმნა საიტზე
- გავლენა: საიტის გარეთ ხილვადობისა და ბრენდის ხსენების გაძლიერება საზოგადოების ინფორმირების გზით
მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ისაა, რომ ბრენდის ხილვადობის ხარვეზების ანალიზი არ არის კონტენტხარვეზების ანალიზი. ის ფოკუსირებულია კონკრეტულად საძიებო სისტემებზე, ხოლო კონტენტის ანალიზი კონტენტსტრატეგიას, თემების შერჩევასა და კომუნიკაციაში ბრენდის თანმიმდევრულობას სწავლობს.
იქნება ეს Google-ის ტოპშედეგებში, ხელოვნური ინტელექტის პასუხში თუ ვებგვერდზე არსებულ კონტენტში, ამ ხარვეზების შევსება ხილვადობასა და ნდობას უწყობს ხელს.











