in

ვისზე უნდა იყოს ბრენდის ნარატივი ორიენტირებული — კომპანიაზე თუ ხალხზე?

ყველა ბრენდს აქვს ისტორია: ამბავი იმის შესახებ, „ვინ არის“, ვის ემსახურება, რას აკეთებს და როგორია მისი მისია. ეს ისტორია ვლინდება ყველაფერში, მარკეტინგით და გაყიდვებით დაწყებული, კომუნიკაციებითა და კულტურით დასრულებული. ცხადია, აქედან გამომდინარე, ბრენდის ისტორიის აგება გააზრებულ სტრატეგიასა და კრეატიულობას საჭიროებს, რათა მომხმარებლებთან ეფექტური კავშირი დაამყაროთ — მაგალითად, როგორ აბალანსებთ მისიისა და შესაძლებლობების აღქმას რეალურ საქმეებთან?

ნარატივი ბრენდის გზავნილს და იდენტობას აყალიბებს

ჩვეულებრივ, ბრენდის ნარატივი ღიად ჩანს ისეთ კონტენში, როგორიცაა რეკლამა, სარეკლამო შეთავაზება, კომპანიის ვიდეო, წლიური ანგარიში, სარედაქციო კალენდარი, პრესრელიზები და ა. შ. მომხმარებლები ამ ყველაფერს დიდ ყურადღებას აქცევენ, რადგან სურთ, იცოდნენ, ვისთან აქვთ საქმე და როგორ ზრუნავს კომპანია მათ გამოცდილებაზე. ამას მოჰყვება პარტნიორების ინტერესიც, რადგან კოლაბორაციის დროს ერთი მეორის იდენტობა „გადახლართული“ და მჭიდროდ დაკავშირებულია.

რა უფრო მნიშვნელოვანია: მომხმარებელი თუ კომპანიის მისია?

არსებობს ორი ძირითადი თვალსაზრისი: პირველ ადგილზეა მომხმარებელი ან კომპანიის „რატომ“. ზოგიერთი ლიდერი პირველ ან მეორე მიდგომას შორის მკვეთრ არჩევანს აკეთებს, მაგრამ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში უპირატესობა იმის მიხედვით იცვლებოდა, კონკრეტული კომპანიისთვის რომელი გზაა ყველაზე სწორი.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, არჩევანის გაკეთება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული — ძირითადად რისი თქმა გსურთ, რისი მოსმენა სურს თქვენს აუდიტორიას და რის მიღწევას ცდილობთ.

მომხმარებელზე ორიენტირებულობას ყურადღების მოზიდვა შეუძლია

ბრენდების უმეტესობა ყველაფერს აკეთებს იმის დასამტკიცებლად, რომ თითოეული ნაბიჯი არა თავად მათთვის, არამედ მომხმარებლებისთვის იდგმება. რელევანტურობა ყურადღების მიქცევის გასაღებია, ამიტომ, მნიშვნელოვანია აუდიტორიაზე საუბარი — მათ მიზნებზე, გამოწვევებსა და იმაზე, მთელ პროცესში რა ადგილი უკავიათ მათ.

აი, მიზეზები, რომელთა გამოც მომხმარებელი ბრენდის ისტორიის ცენტრში უნდა იყვნენ:

  • ძლიერი ღირებულებები. ბრენდის უმარტივეს დანიშნულებას პრობლემის გადაჭრა წარმოადგენს — განსაზღვრეთ ხალხის საჭიროება, მტკივნეული წერტილები და აჩვენეთ, როგორ შეგიძლიათ მათი მოგვარება.
  • კომპლექსური შეთავაზება. თუ კომპანიის საქმიანობა რთულად გასაგები და მეტად ტექნიკურია, პრიორიტეტი კომუნიკაციის სიმარტივეს უნდა მიენიჭოს. რა თქმა უნდა, თუ მხოლოდ იმ აუდიტორიაზე ხართ ფოკუსირებული, რომელსაც კარგად ესმის საქმიანობის სფერო, ამ ნაწილის გამოტოვება შეგიძლიათ.
  • გყავთ „გარანტირებულია“ ადამიანები. ზოგჯერ მომხმარებელი კომპანიის ისტორიის გმირად იქცევა. მიმოხილვები, ჩვენებები, რეკომენდაციები — როდესაც ბედნიერი კლიენტისგან დადებით შეფასებებს იღებთ, აუცილებლად მიიღეთ და შეინარჩუნეთ ამგვარი დამოკიდებულება.

ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია, ბრენდის ნარატივს ცენტრალური თემა ჰქონდეს, რომელიც კომუნიკაციის ყველა წყაროს ფარავს. ასევე, მზად იყავით ამ ისტორიის სხვადასხვა აუდიტორიასა და მედიაზე მოსარგებად.

კომპანიის მისიაზე ფოკუსირება ნდობას აყალიბებს

ბევრი ადამიანი ბრენდებს მისიისა და ღირებულებების საფუძველზე ირჩევს — განსაკუთრებით თანამშრომლები და გრძელვადიანი პერსპექტივით დაინტერესებული მხარეები. შედეგად, „რატომ“ კითხვაზე ორიენტირებულობა ეფექტურია რეკრუტირების, შიდა კომუნიკაციებისა და პროგრამების, სოციალური მედიისა და ვებგვერდის კონტენტის შესაქმნელად.

ბრენდის მარკეტინგისა და გაყიდვების კუთხით, როგორც წესი, ნარატივი მომხმარებელზეა მორგებული; ხოლო მისია და მიზანი დამხმარე როლს ასრულებს, მაგრამ არსებობს მრავალი სიტუაცია, როდესაც „რატომ“-ით დაწყება მნიშვნელოვანია:

  • შეთავაზება ურთიერთობებზეა ორიენტირებული. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქცია პროდუქტთანაა დაკავშირებული: აკმაყოფილებს ის ჩემს საჭიროებებს? თუ თქვენი შეთავაზება მეტი დროის ერთად გატარებას გულისხმობს, შეგიძლიათ, კითხვა „რატომ“-ით დაიწყოთ, რადგან თავად ხართ პროდუქტი.
  • ბიზნესი ნამდვილად მისიაზეა ფოკუსირებული. ყველა კომპანიას არ ამოძრავებს უმაღლესი მიზანი, მაგრამ ის, ვინც ამას დიდ ყურადღებას აქცევს, სწორედ მისიით განსაზღვრავს ყველა ნაბიჯს.
  • შესანიშნავი ისტორია გაქვთ. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი: შთაგონების მომენტი, გრძელი და რთული გზა, უბედურების დაძლევის ზღაპარი… დაფუძნების დასამახსოვრებელ ისტორიას შეუძლია ხალხის მოზიდვა, თუ ის გულწრფელია და აჩვენებს, ვინ ხართ.

მაშინაც კი, თუ თქვენი მისია არ არის თქვენი გაყიდვებისა და მარკეტინგის ფოკუსი, წინააღმდეგობა გაუწიეთ ცდუნებას, რომ მთლიანად უარი თქვათ მასზე. ბევრი კომპანია აქვეყნებს თავის „რატომ“ რეკლამას პრესაში, რადგან ეს ნდობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

Instagram მომხმარებლებს 3 ახალ ფუნქციას სთავაზობს

5 რჩევა, თუ როგორ უნდა ავირიდოთ კონფლიქტი უფროსებთან