in

როგორ შევქმნათ პერსონაჟი ჩვენი ბრენდისთვის?

დღეს მუდამ იმ გზების ძიებაში არიან, რომლებიც ბრენდის დიფერენცირებაში დაგვეხმარება. აქ მთავარი კითხვაა — რა გვხდის უნიკალურს?, რისი პასუხიც ხშირად ბრენდის ანიმაციური პერსონაჟია. თუმცა მას მხოლოდ თქვენ უნდა ფლობდეთ და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იცით, როგორ გამოიყენოთ. 

არც ციფრები ტყუის — 2022 წლის ნოემბრის სტატისტიკით, მარკეტერთა 87% ადასტურებდა, რომ ანიმაციების გამოყენებამ მათი ვებგვერდების ვიზიტორთა რაოდენობა გაზარდა. არა მარტო იმიტომ, რომ ანიმაციები ადამიანების ყურადღებას იპყრობს, არამედ იმიტომაც, რომ კრეატიულ და ორიგინალ ანიმაციურ რეკლამებს მაღალი გაზიარების მაჩვენებელი აქვს და პოტენციალი, ვირუსული გახდეს. აქვე აღნიშნავენ იმასაც, რომ ანიმაცია ზრდის სატელევიზიო რეკლამის ეფექტურობას მომხმარებელთა ემოციური და კოგნიტიური პასუხებით, რითაც დადებითი გავლენა აქვს მათ დამოკიდებულებებზე, ბრენდის ცნობადობაზე, პროდუქტების არჩევანსა თუ შეძენის განზრახვაზე.

თუმცა ხშირად პერსონაჟებს არ აქვთ მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი, რის გამოც ბრენდისთვის ნაკლებად სასარგებლოები არიან. ამიტომ, თუ მათ გამოყენებაზე ფიქრობთ, შემდგომი საკითხები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:

უნდა შექმნათ ბრენდის პერსონაჟი

თქვენს ბრენდთან დაკავშირებული პერსონაჟის არსებობა, ისევე, როგორც ეს ლოგოსა და სახელის შემთხვევაშია, მის გამოყენებას ამარტივებს. აუცილებელია, იცოდეთ, რა კავშირი აქვს ამ პერსონაჟს თქვენს ბრენდთან და ჩამოაყალიბოთ მკაფიო, უტყუარი კავშირი პროდუქტსა თუ მომსახურებასთან. 

დაიწყეთ საყვარელი პერსონაჟის შექმნით

თუ ნიშური ბრენდი არ ხართ და ასეა, ბრენდების უმეტესობა, ან თუ გამუდმებით ცდილობთ ანტიგმირის შექმნას, იმუშავეთ ბევრი, რათა თქვენს გმირს უნივერსალურობა მიანიჭოთ. შექმენით საყვარელი პერსონაჟი და ასე, ბრენდის სიყვარულსაც მიიღებთ.

გახსოვდეთ, რომ პერსონაჟები ბრენდის სახეები ხდებიან 

რთულია, პროდუქტს პიროვნულობა ახასიათებდეს, რადგან ეს ნივთია და არა, ადამიანი. ბრენდის პერსონაჟთან პერსონიფიცირება კი პიროვნულობის ქონის საკითხს ამარტივებს, რადგან ეს უბრალოდ სისუფთავისთვის განკუთვნილი პროდუქტები კი არა, Mr. Clean-ია!

მკაფიოდ განსაზღვრეთ თქვენი პერსონაჟის როლი 

აუცილებელია, ყველა შემთხვევაში ბრენდის პერსონაჟებს მკაფიოდ განსაზღვრული როლები ჰქონდეთ. მაგალითად, თუ თავიდან რაღაც A როლი, B როლმა ჩაანაცვლა, ის აუდიტორიის მოხიბვლას ნაკლებად მოახერხებს. მკაფიოდ განსაზღვრული როლით კი დიდი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი. ასე რომ, თუ არ იცით, რა როლი აქვს თქვენს პერსონაჟს, იგი უმიზნოდ იხეტიალებს…

კითხვები ბრენდ მენეჯერებისთვის

  1. რამდენად განუყოფელია ეს თქვენი ბრენდისთვის? თქვენი პროდუქტია თუ მეორეულ ელემენტად შეიქმნა?
  2. იგი უნდა იყოს მთავარი წერტილი ან მასზე უნდა იყოს მთავარი აქცენტი, როცა გამოიყენებთ?
  3. საუბრობს თუ ჩუმია? ვიდეოსგან განსხვავებით, როგორ მუშაობს სტატიკურად?

პერსონაჟები მხიარული, ფერადი არსებები არიან, რომლებიც ბრენდებისთვის უნიკალურ შესაძლებლობებს წარმოადგენენ, მაგრამ განსხვავებული გამოწვევების წინაშეც აყენებენ მათ. ხოლო, თუ ამ უკანასკნელს გაიაზრებთ, მარკეტინგში უნიკალურ შესაძლებლობებსაც გახსნით… 

ზღაპრის როლი ბავშვის განვითარებაში — რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

#დაიწყექართულით „აიაქსთან” ერთად – ქართული წარმოების უჟანგავი ფოლადის ინვენტარი ინდუსტრიული სამზარეულოსთვის