ბრენდის სახელი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს მომხმარებელზე პირველ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა მხოლოდ დასამახსოვრებელი კი არ უნდა იყოს, არამედ ნდობის საფუძველიც გახდეს. ბრენდის სახელს შეუძლია განსაზღვროს, გაამახვილებს თუ არა მასზე აუდიტორია ყურადღებას კონკრეტულ ინდუსტრიაში…
სახელების შექმნა ცალკე ხელოვნებაა, თუმცა მათ შორის ყველაზე წარმატებულები, როგორებიცაა Pentium, BlackBerry, Sonos და Swiffer ლინგვისტიკის მეცნიერული ფორმით განვითარდა, რომელსაც ხმების სიმბოლიზმს უწოდებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს სახელის ჟღერადი თვისებებია — როგორ ჟღერს სახელი ჩვენს ყურებში, სემანტიკური ნიშნების გარეშე. ზუსტად ეს თამაშობს დიდ როლს იმაში, თუ რამდენად მიმზიდველად ან დასამახსოვრებლად ჩავთვლით კონკრეტული ბრენდის სახელს.
სიმბოლიზმი კი იმ ბგერებით იწყება, რომლებსაც საუბრისას გამოთქვამთ… კვლევის თანახმად, სხვადასხვა ბგერასა და ასოს შეუძლია, სახელი უფრო დიდი ან პატარა, სწრაფი ან ნელი, კომფორტული ან არაკომფორტული, სანდო ან არასანდო გახადოს. მაგალითად, ავტომობილების ინდუსტრიაში სურთ, სახელით ხაზი გაუსვან ენერგიას, სიჩქარეს, ნდობასა და მოქმედებას, ამიტომ, ზუსტად იმ ასოებს იყენებენ, რომლებიც ამ ყველაფერს რეალურ ცხოვრებაში აცოცხლებს. თუ დააკვირდებით, ავტომობილების მრავალ ბრენდში იპოვით ასოებს j, p, sh, k და v-ს — Porsche, Jaguar, Corvette…
ამის საპირისპიროდ კი, მაღალი კლასის სასტუმროთა ქსელებს სურთ, მეტად ნაზი და კომფორტული ბგერები გააჟღერონ, შესაბამისად, ვხვდებით m, h, w, l, r და n ბგერებს — Marriott, Hilton, Wyndham… აი, რაც შეეხება კოსმეტიკური ბრენდის სახელებს, საიდუმლო არ არის, რომ მათ რაღაც მდიდრულის გადმოცემა სურთ, ამიტომ, აქ ისეთ სახელებს ვხვდებით, როგორებიცაა — Loreal, Maybelline, Amour, Revlon და Aramis.
თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ხმის სიმბოლიზმი არ არის უნიკალური მხოლოდ ინგლისური ენისთვის, მას სხვა ენებზეც ანალოგიური ეფექტი აქვს… სახელის ჟღერადობის გარდა, მნიშვნელოვანია განვიხილოთ, როგორია დაწერილი სახელი ვიზუალურად. ბრენდის სახელის მნიშვნელობის აღქმაზე დიდი გავლენა აქვს ასოებსა და მართლწერას — კვლევითაც კი დადასტურდა, რომ სახელი Google იმაზე მეგობრულად გამოიყურება, ვიდრე ეს Gugle-ს შემთხვევაში იქნებოდა.
ბრენდის სახელების კიდევ ერთი ვიზუალური ასპექტი პალინდრომებია — ანუ სიტყვები, რომლებიც წაღმა და უკუღმა ერთნაირად იკითხება, მაგალითად Sonos ან Kayak… დაბოლოს, ყველა ეს კომპონენტი, თუ როგორ ჟღერს სახელი, როგორია ვიზუალურად და როგორი ფორმები აქვს მის ასოებს, ბრენდის ნარატივს უზრუნველყოფს და მსოფლიო კლასის ბრენდადაც კი გაქცევთ…