in

როგორ შევარჩიოთ ბრენდის სახელწოდება და ვებგვერდის დომენი სწორად?

როდესაც საქმე ბრენდის სახელს ეხება, დამფუძნებლებმა და მარკეტერებმა საკმაოდ დიდი დრო უნდა დაუთმონ ამაზე ფიქრს. ცუდ, „მოუხერხებელ“ სახელწოდებას ყველაფრის გაფუჭება შეუძლია, რადგან ერთ-ერთი პირველი გადაკვეთის წერტილია საზოგადოებასთან — თუკი ის არასწორადაა შერჩეული, შედეგიც ნეგატიური იქნება. ასეა ვებგვერდის დომენის შემთხვევაშიც. მით უმეტეს, დღევანდელ სწრაფ ყოველდღიურობაში, როცა ინტერნეტსაც ჩქარი ტემპით ვსქროლავთ, არავინ დაიმახსოვრებს რთულ, უშველებელ დომენებს.

სახელებს, რომლებიც მყისიერად მიმზიდველია, ოთხი საერთო აქვს: რელევანტურობა, გამორჩეულობა, ემოციური მიმზიდველობა და სიმარტივე.

  • სიმარტივე: რაც უფრო ადვილია სახელის დამახსოვრება, მით უფრო მოსწონს ხალხს. ეს მომხმარებელთა ფსიქოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილია — ამრიგად, მოერიდეთ ტირეებს, რიცხვებსა და სპეციალურ სიმბოლოებს.
  • რელევანტურობა: კონტექსტთან შესაბამისი სახელები სიცხადესა და ნდობას უზრუნველყოფს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სახელწოდება ზუსტად შეესაბამება ინდუსტრიას, თქვენს ღირებულებებს ან ნებისმიერ სხვა ასპექტს, გაცილებით მეტ პოტენციურ მომხმარებელს მიიზიდავთ. ამას ზოგჯერ „მოლოდინთან სწორებას“ უწოდებენ და ბუნებრივია, ადამიანები უფრო დადებითად გრძნობენ თავს, როდესაც მოლოდინი რეალობას ემთხვევა.
  • გამორჩეულობა: რა თქმა უნდა, განსხვავებულობა ყურადღების მიპყრობის ერთ-ერთი მძლავრი ხერხია — ამრიგად, თქვენი სახელიც გამორჩეული უნდა იყოს კონკურენტებისგან. შეგიძლიათ, ინდუსტრიისთვის მოსალოდნელი და შესაბამისი დასახელების სტილი დაიცვათ, მაგრამ განსხვავებულზე ფოკუსირდეთ. მაგალითად, Apple და Amazon ორივე ტექნიკური კომპანიაა — ერთმანეთისგან განსხვავებული სახელწოდებით, მაგრამ ორივე ბუნებრივ სამყაროსთანაა დაკავშირებული.
  • ემოციური მიმზიდველობა: ეს საუკეთესო საშუალებაა მომხმარებლებთან კავშირის დასამყარებლად. სახელი, რომელიც დადებით ემოციებს იწვევს ან ბრენდის ღირებულებებს შეესაბამება, უფრო ღრმა ურთიერთობას უზრუნველყოფს აუდიტორიასთან.

დომენის არჩევა

კარგი პირველი შთაბეჭდილება უსარგებლოა, თუ ხანგრძლივ პერსპექტივაში არ რჩება. ამის გათვალისწინებით, შეგიძლიათ მარტივ ტექნიკას მიმართოთ, როგორიცაა ბგერებისა და სიტყვების გამეორება. მაგალითად, ავიღოთ TikTok — აქ ორი თანხმოვანი ანალოგიური თანმიმდევრობით მეორდება. ამავდროულად, საათის წიკწიკსაც შეესაბამება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელწოდებას ავტომატურად ვუკავშირებთ ერთ-ერთ ყველაზე ნაცნობ პროდუქტს.

თანაც ფსიქოლოგიური თეორიის მიხედვით, გამოსახულების სახით წარმოდგენილი ინფორმაცია უფრო დამახსოვრებადია, ვიდრე სიტყვებით. შესაბამისად, სახელი ან დომენი, რომელიც ნათელ გონებრივ გამოსახულებას აღვიძებს, ძალიან ეფექტურია.

6 გზა თანამშრომელთა შთაგონებისთვის

საღებავების ბრენდი ქალებს საკუთარი „ფერების“ გამოხატვისკენ უბიძგებს