in

როგორ შევაყვაროთ ხალხს ბრენდი? — Coldplay-ს მაგალითი

როდესაც ბრენდის იდენტობას ქმნით, ეს მოიცავს მის ვიზუალურ და სიტყვიერ მხარეს — არქეტიპს, ხმას და ხასიათს. თქვენ აყალიბებთ მიზანს, ხედვას და ძირითად ღირებულებებს. თქვენ ქმნით არტეფაქტებს, რომლებიც მნიშვნელოვანი აუდიტორიის ნაწილი ხდება. სწორედ ეს არის ბრენდის იდენტობის ყველა ფუნდამენტური ელემენტი.

მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ნამდვილი, წარმატებული ბრენდი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ „ჩვენება და თქმა“. ეს არის ცოცხალი ურთიერთობა. და, როგორც ნებისმიერ ურთიერთობაში, უმაღლესი მდგომარეობა სიყვარულია. ბრენდის სიყვარული ემსგავსება იმ ღრმა სიყვარულს, რომელიც სხვა ადამიანების მიმართ გვაქვს.

კომუნიკაცია იწყება იმით, რომ ბრენდი უსმენს თავის აუდიტორიას და შესაბამისად პასუხობს. როგორც არ უნდა ეცადოს ორგანიზაცია, ის ვერასდროს დაუკავშირდება ყველას — ამის ნაცვლად, თითოეულ მათგანს ჰყავს თავისი „საზოგადოება“, რომლის წევრებიც უფრო მეტად ენდობიან ორგანიზაციებს და შეცდომებსაც ადვილად ჰპატიობენ.

შეყვარების მოულოდნელი გამოცდილება (ბრენდი)

მაგალითისთვის ავიღოთ Coldplay-ს კონცერტი, რომელიც ხახლისთვის ძირითადად გართობასთან ასოცირდება. როგორც ბრენდის გულშემატკივრებს, შეგვიძლია, მისი სიყვარულის სამი ფუნდამენტური დეტალი გამოვყოთ — მიზანი, დეტალები და მოწვევა.

ბენდის ერთ-ერთი კონცერტი საყვარელი მისალმებით დაიწყო, რომელმაც ყველას აცნობა, რომ კონცერტის ბილეთების შეძენამ ხელი შეუწყო Reduce, Reinvent და Restore ინიციატივებს. შედეგად, ჯერ კიდევ პირველი ნოტის გაჟღერებამდე, გულშემატკივარი გულწრფელი, დადებითი ემოციებით იყო ჯგუფთან დაკავშირებული.

ამასთან, ყველა ტექსტი, ნოტი, ფერი, კონფეტის ნაჭერი, საცეკვაო სვლა და დეტალი ზუსტად და იდეალურად იყო ორგანიზებული. თუ ჯგუფი ვარსკვლავებზე მღეროდა, კონფეტი თეთრი და ვარსკვლავის ფორმის იყო. სიყვარულზე სიმღერის შემთხვევაში კი წითელი, გულის ფორმის კონფეტი ჩნდებოდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ Coldplay ამაღელვებელ, ინკლუზიურ და ექსპერიმენტულ კონცერტზე ცხოვრობს.

ამას ისიც დაემატა, რომ კონცერტზე ყველას აჩუქეს თეთრი სამაჯური. მასში ჩაშენებული პაწაწინა ნათურები მუსიკის რიტმს ჰყვება — მსმენელებმა ერთად შექმნეს მოციმციმე თანავარსკვლავედი და ასე უფრო ინტერაქციულად გაიზიარეს საერთო გამოცდილება.

ბრენდი უფრო მეტია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი

კონცერტის ისტორია შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ ყალიბდება ბრენდის სიყვარული და რა ხდება, როცა ყველაფერი ერთად იკრიბება. Coldplay-მ თავისი ბრენდის ყველა ელემენტი ცოცხალ ოპერაციულ სისტემად აქცია. ჯგუფმა თავისი იდენტობის ელემენტები ყველაფერში გამოავლინა, რასაც ხალხი ხედავდა, ეხებოდა და ისმენდა. მათ აჩვენეს თავიანთი მიზნების ამსახველი ვიდეოები, მღეროდნენ მათზე და მომავალი კონცერტის ჩატარების ენერგიასაც ჩაუყარეს საფუძველი.

ამ ყველაფრის შედეგად, იმ ადამიანებსაც კი, რომლებმაც შოუმდე არაფერი იცოდნენ Coldplay-ის შესახებ, მკაფიო წარმოდგენა შეექმნათ ამ ჯგუფზე. სწორედ ეს არის ბრენდის სიყვარული.

ინსტრუქცია ბრენდის სიყვარულისთვის

Coldplay-მ შესანიშნავი მაგალითი მოგვცა იმისა, თუ როგორ უნდა შექმნათ ბრენდის სიყვარული, რომელიც გასათვალისწინებელია საზოგადოების ზრდისას:

  • შექმენით პატიოსანი და ქმედითი ბრენდი;
  • წაშალეთ ყველაფერი, რაც არ წარმოადგენს ბრენდს ნათლად და ცხადად;
  • მოიწვიეთ სწორი ადამიანები თანამშრომლობისთვის;
  • იცხოვრეთ ბრენდის ყველა დეტალში, თუნდაც ყველაზე პატარაში, რადგან სწორედ აქ იბადება სიამოვნება.

გახსოვდეთ, რომ ბრენდი არის ურთიერთობა. ის წარმატებას მიაღწევს, როცა ადამიანებს შეუყვარდებათ და როცა მის გარშემო ერთგული საზოგადოება შეიქმნება. საჭიროა ინტროსპექტივა, რეალური მოსმენა, აუდიტორიის ინფორმირებულობა, გამბედაობა, სიცხადე, დიდი დოზით გაკვირვება, აღფრთოვანება და მზადყოფნა, მოიწვიოთ ხალხი და კუთვნილების განცდა მიანიჭოთ.

გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა შემოქმედებით ინდუსტრიაში – Ad Black Sea-ს ერთ-ერთი მთავარი თემა

როგორ უნდა გააღვიძოთ სამსახურში ერთიანობის გრძნობა?