in

ლუდის ეტიკეტისთვის ფრინველები სმოკინგებში გამოაწყვეს

BrewBeak Beer დიზაინის პროექტის მთავარი ამოცანა ლუდის ბრენდისთვის ვიზუალური იდენტობის შექმნა იყო, რომელიც მის განსხვავებულ ხასიათს მრავალფეროვან გემოებთან გააერთიანებდა. ეს კი შეუძლებელი გახლდათ თავად ამ ბრენდის ფილოსოფიის გაზიარების გარეშე, რომელიც ბუნების მრავალფეროვნებას აღნიშნავს, უფრო ზუსტად კი ფრინველთა სამეფოს… 

BOG
BOG

სწორედ ამიტომ ხედავთ ლუდის ქილებზე სმოკინგებში გამოწყობილ ფრინველებს, რითაც სურთ, პროდუქტის უნიკალურობაზე გაამახვილონ ყურადღება. ეს ბრენდის ელეგანტურობასა და პრემიუმ ხარისხსაც უსვამს ხაზს… თუ კარგად დააკვირდებით, თითოეულს ლუდის ჭიქაც უჭირავს, რითაც თაროზე კიდევ უფრო გამორჩეულ ადგილსაც იკავებენ. 

მიუხედავად ამისა, პროექტის ძირითადი მიზანი BrewBeak-ის ბრენდისკენ ყურადღების მიპყრობა სულაც არ ყოფილა, უფრო მეტად მათ მომხმარებლებთან ღრმა ემოციური კავშირის დამყარება სურდათ. ხოლო მიღებულ შედეგს შემოქმედებითი მიდგომისა და სტრატეგიული აზროვნების შერწყმად აღწერენ, რომელიც ბაზარზე პროდუქტის იდენტობისა და ბრენდის იმიჯის განუყოფელი ნაწილი გახდა. 

„თბილისი ჰილსი“ საქართველოში ყველაზე დიდი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და პირველი ქლაბჰაუსის მშენებლობას იწყებს

Winter Comics — ქართველების მიერ დაფუძნებული AI პლატფორმა კომიქსების შესაქმნელად