in

BRG.ge – ახალი ქართული პლატფორმა, რომელიც ბიზნესისთვის მედია და კვლევით სერვისებს უზრუნველყოფს

ქართულ ციფრულ სივრცეში ახალი მედიაპლატფორმა გამოჩნდა. brg.ge (Business Research Group) ისეთ მიმართულებებს აერთიანებს, როგორიცაა მედია, კვლევები და კონსულტაცია. პროექტის ავტორებმა ნატო მღებრიშვილმა და ნონა ქვლივიძემ სოციოლოგიასა და ეკონომიკაში დაგროვილი 25-წლიანი გამოცდილება გააერთიანეს და ბიზნესზე მორგებული სერვისები ჩამოაყალიბეს. საქმიან ადამიანებს BRG სთავაზობს ისეთ სერვისებს, რომლებიც მათ სასარგებლო და სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და ცვლილებების განხორციელებაში დაეხმარებათ. მედიაპლატფორმაზე შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიებს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ბიზნესსიახლეები, ეკონომიკური ანალიზი, ბანკები და ფინანსები, ვალუტის, ნავთობის ფასები, უძრავი ქონება, დასაქმება. პლატფორმის მიზანია ბიზნესსექტორს დაეხმაროს ბაზარზე პოზიციების გაუმჯობესებაში, უკეთ ორიენტირდნენ მომხმარებლებზე და გაზარდონ კონკურენტუნარიანობა. BRG ბიზნესის ცნობადობის გაზრდასა და რეპუტაციაზეც იზრუნებს. Business Research Group-ის შესახებ მისი დამფუძნებლები გვესაუბრნენ.

M: გაგვაცანით, როგორია brg.ge-ის კონცეფცია?

ნონა: კონცეფცია ბიზნესისა და საქმიანი ადამიანების საჭიროებებზეა აგებული და აერთიანებს ორ მიმართულებას – კვლევებსა და ბიზნესმედიას. ამ ორი მიმართულების სინთეზი ბაზარზე სიახლეა. brg.ge არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ჟურნალისტურ ნამუშევარს ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში და ასევე, მიიღოს პროფესიონალური კვლევითი მომსახურება.

ბიზნესმედია საქმიან ადამიანებს სთავაზობს ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში მიმდინარე სიახლეებს, ეკონომიკურ ანალიზს, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას, რომელიც კვლევების მიმართულებასთან ერთად, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში უწყობს ხელს. კვლევით-ანალიტიკური მომსახურება კი მათ ეხმარება გააუმჯობესონ კომპანიის მუშაობა, გახდნენ მომხმარებელზე ორიენტირებულები.

M: რა თემატურ მიმართულებებს აერთიანებს მედიაპლატფორმა?

ნატო: მედიაპლატფორმა მოიცავს სიახლეებს ბიზნესის ეკონომიკის, საბანკო და საფინანსო სექტორის, სოფლის მეურნეობის შესახებ. ჩვენს ვებგვერდზე მკითხველი გაეცნობა სხვადასხვა სახის კვლევას, ანალიტიკურ სტატიებსა და წარმატებულ ბიზნესისტორიებს.

ვებგვერდზე ნახავთ საჭირო ინფორმაციას უძრავი ქონების შესახებ. შეძლებთ გაეცნოთ განცხადებებს გასაყიდი კომერციული და საცხოვრებელი ბინების შესახებ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კატეგორია, რასაც მკითხველი ჩვენს ვებგვერდზე ნახავს, არის ინფორმაცია ჩვენს პარტნიორ კომპანიებში გამოცხადებულ ვაკანსიებზე.

M: რა სერვისებს სთავაზობს BRG და როგორი სამიზნე სეგმენტისთვის არის განკუთვნული ეს სერვისები?

ნატო: ბიზნესისთვის ნებისმიერი ცვლილების განხორციელებისას, უმნიშვნელოვანესია ბაზარზე არსებული იმ გარემოებების შესწავლა, რომლებიც აისახება ბიზნესგეგმებზე. კომპანიებს ბიზნესის გაფართოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ვეხმარებით. კერძოდ, ვთავაზობთ რაოდენობრივ და თვისებრივ (ფოკუსური ჯგუფები, სიღრმისეული ინტერვიუ, კონტენტანალიზი) კვლევებს.

ჩვენ შეგვიძლია კომპანიებს გავაცნოთ ბაზრის ტენდენციები; ჩავატაროთ მათი მომხმარებლის კმაყოფილებისა და ლოიალობის კვლევა; აგრეთვე, მისტიური მომხმარებლის კვლევა; ციფრული მედიის მონიტორინგი; ბიზნესის დაკვეთის შესაბამისად, გამოვიკვლიოთ სამომხმარებლო ქცევები ბაზარზე; გამოვიკვლიოთ ბრენდის რეპუტაცია, HR მიმართულება, დამსაქმებლის ბრენდი, კონკურენტები…

ნონა: გარდა ამისა, ბიზნესს შეუძლია BRG-გან მიიღოს მედიამხარდაჭერა, შეგვიძლია შევთავაზოთ საინტერესო კონტენტის შექმნა და გავრცელება, ბლოგები, ონლაინკვლევები, საბანერო რეკლამა.

ჩვენს აუდიტორიას წარმოადგენენ საქმიანი ადამიანები, ვისაც ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში მიმდინარე მოვლენები აინტერესებთ. ვისაც სურს, მუდმივად ესმოდეს საკუთარი მომხმარებლის; ზრუნავს ცნობადობის ამაღლებაზე, პოტენციური მომხმარებლის მოზიდვაზე, ბაზარზე პოზიციების შენარჩუნებასა და რეპუტაციაზე; ასევე, სურვილი აქვს, რომ მუდმივად მისდევდეს და არ ჩამორჩეს ინდუსტრიის/ბაზრის ტენდენციებს.

M: რა გამოცდილება დგას BRG-ს სერვისებს მიღმა?

ნონა: BRG განსხვავებული პროფესიის ორი ადამიანის სტარტაპია. ორივეს ჩვენ-ჩვენ სფეროში 25-წლიანი გამოცდილება გვაქვს. მე პროფესიით ეკონომისტი ვარ, მაგრამ დიდი ხანია  ბიზნესმედიის მიმართულებით ვმუშაობ. ვარ ეკონომიკის ანალიტიკოსი. ნატო სოციოლოგია და კვლევებისა და კონტენტმენეჯმენტის მიმართულებით მუშაობს. ორივეს გვაქვს ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკა. მანამდე, საკმაოდ წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება დაგვიგროვდა.

M: რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი პლატფორმის არსებობა?

ნატო: ეს არის ერთი სივრცე ბიზნესისთვის ისეთი მრავალფეროვანი სერვისებით, როგორიც საქმიან ადამიანს შეიძლება დასჭირდეს. მედიაპლატფორმა ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს აანალიზებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს. BRG-ის კვლევით-ანალიტიკური მიმართულება კი ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება. მათ, ყველა ეტაპზე, საჭირო კვლევასა და ღირებულ ანალიზს ვთავაზობთ.

კონკურენტულ გარემოში მხოლოდ სწორი გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს ბიზნესის წარმატებას. სწორი გადაწყვეტილებები კი კვლევისა და ანალიზის საფუძველზე მიიღება. მხოლოდ სწორად დაგეგმილი კვლევა იძლევა ღირებულ შედეგებს. შედეგების ინტერპრეტაცია და ანალიზი კი პროფესიონალების საქმეა. თავის მხრივ, კვლევა და ანალიზი საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურებაა. კვლევის თანამედროვე ტექნიკისა და მეთოდოლოგიის გამოყენებით, ბიზნესებს საკმაოდ კონკურენტულ ფასად ვთავაზობთ ამ მომსახურებას.

M: როგორ ხედავთ პლატფორმის განვითარების პერსპექტივას?

ნონა: ამ მიმართულებით, პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. უკვე გვაქვს წარმატებული მოლაპარაკებები კომპანიებთან და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს განვიხილავთ. ვცდილობთ, ძალიან ბევრ საქმიან ადამიანს გავაგებინოთ ჩვენ შესახებ, დავანახოთ მათი ბიზნესის საჭიროებები და ამოცანები, რომლებსაც ჩვენ გადავჭრით.

[R]

კლავიატურისა და მაუსის გამოყენება ჩვენი სტრესის დონეს ავლენს — კვლევა

Gulf Aquamarine Hotel – პრემიუმ კლასის სივრცე თიმბილდინგისა და რითრითისთვის, თბილისიდან გაუსვლელად