ბრაიან ინოს საკმაოდ ბევრი პოზიცია აქვს — ის არის კომპოზიტორი, მწერალი, პროდიუსერი, ვიზუალური არტისტი, მუსიკოსი და როგორც საკუთარ თავს უწოდებს, “არა-მუსიკოსი”. ერთ-ერთი ყველაზე პიონერი ექსპერიმენტული პოპ-მუსიკოსი იყო Roxy Music-ის წევრი, თანამშრომლობდა დევიდ ბოუისთან, U2-სთან, Coldplay-სთან, ლორი ანდერსონთან და გრეის ჯონსთან. ასევე, სწორედ მან დაამკვიდრა ტერმინი Ambient Music.
1970-იანი წლებიდან ინოს ვიზუალური ხელოვნება სინათლის პოტენციალს მიეძღვნა. სინათლისა და სივრცის, მონდრიანის, სუპრემატიზმისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის რუსული ავანგარდის მოტივებზე დაყრდნობით, ინოს ნამუშევრები მაყურებელსა და მსმენელს მედიტაციურ მდგომარეობაში ამყოფებს. ბრაიანის ნამუშევრები მოიცავს სიდნეის ოპერის თეატრის იალქნებზე განთავსებულ ინსტალაციას, Lovell Telescope-ს Jodrell Bank-ზე და საავადმყოფოებისთვის შექმნილ სამკურნალო მუსიკასა თუ მსუბუქ ინსტალაციებს.
გარდა ამისა, ინო ცნობილია თავისი კალეიდოსკოპიური შუქის ყუთებით, რომლებიც მარკ როტკოს სულისშემძვრელ შიშსა და ჯეიმს ტურელის ოპტიკურ მაცდუნებელს შორის იმყოფება. იგი ჰარმონიულად ერწყმის “ფერადი პეიზაჟების” გაუთავებელ კომბინაციას.
ახლა კი არტისტმა პოლ სტოლპერის ლონდონის გალერეისთვის ახალი ფირსაკრავი წარადგინა. ლიმიტირებული გამოშვების ნამუშევარი ხმისა და გამოსახულების ფსიქოდელიური კომბინაციაა. “მისგან წამოსული შუქი ხელშესახები და თითქოს, ორთქლის ღრუბლებში იყო გახვეული. ვისხედით და დიდი ხნის განმავლობაში ვუყურებდით, განცვიფრებულები სინათლის, როგორც ფიზიკური ყოფნის ამ სრულიად ახალი გამოცდილებით” — ამბობს ინო.
როგორც თავად ხელოვანი აღნიშნავს, ევოლუციის თეორიის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა არის ის, რომ შეგვიძლია მარტივი საგნებით დავიწყოთ, რომლებიც შემდგომ უფრო კომპლექსურში გადაიზრდება. “თქვენ გაქვთ წარმოდგენა, რომ ეს წვრილმანი, რომელიც ამდენ ინსტრუქციას არ შეიცავს, ქმნის ამ უკიდურესად რთულ, გადახლართულ, ურთიერთდამოკიდებულ სამყაროს. ეს ნამუშევარი სწორედ ამის დასტურია”.