ბრაიან გრეიზერი ჰოლივუდისთვის კარგად ცნობილი პროდუსერია. მის პორტფოლიოშია ისეთი ფილმები, როგორიცაა ” Apolo 13”, “Beautiful Mind” “How the Grinch Stole Christmas” “Da Vinci Code” . ამ უკნასკნელისთვის მან 2002 წელს ოსკარი მიიღო. ჰოლივუდში ოცწლიანი მოღვაწეობის მანძილზე მისი ფილმები და TV-შოუები 43-ჯერ იქნა ოსკარზე და 152-ჯერ ემიზე ნომინირებული და დააგროვა 13.7 მილიარდის შემოსავალი. თუმცა მისი პიროვნება ამაზე მეტად სხვა რამით არის გამორჩეული.
ბრაიან გრეიზერის ახალი წიგნი, რომელიც ბესტსელერად იქცა, მოგვითხრობს მის ისტორიაზე, თუ როგორ შეძლო მან 35 წლის განმავლობაში საკუთარი ცნობისმოყვარეობის და ინტერესის ხარჯზე განევითარებინა საკუთარი თავი და კარიერული წინსვლისთვის მიეღწია. წიგნში “Curious Mind” ბრაიანი მოგვითხრობს მის ისტორიას, თუ როგორ ხვდებოდა ის ყოველ ორ კვირაში ერთხელ ახალ ადამიანს დაწყებული ჰოლივუდის ვარკსვლავიდან, გაგრძელებული ჯაშუშით, და დამთავრებული კომპანიის CEO-თი.
მის წიგნში არის ისეთი ადამიანებთან პირველი შეხვედრის ისტორიები, როგორებიც არიან ლედი დი, მაიკლ ჯექსონი, ბარაკ ობამა და ა.შ. ლედი დისთან შეხვედრას ის პირველ პაემანს ადარებს. მაიკლ ჯექსონი კი მისი აზრით გენია იყო, რომელსაც ყველაფერი ქონდა სუპერვარკსვლავობისთვის.
ბრაინი განსაკუთრებულად იხსენებს ერთი ქალის, ვერონიკა დენეგრეს ისტორიას, რომელიც ჩილეში პინოჩეტის მმართველობის დროს აწამეს. ბრაიანმა უამრავი კითხვა დააყარა ვერონიკას, თუ როგორ აწამებდნენ, რას გრძნობდა იმ მომენტში, როგორ შეძლო თავის გადარჩება. ვერონიკამ წელიწადნახევრიან სასტიკ წამებას გაუძლო. მან ეს ალტერნატიული რეალობის შექმნით შეძლო. საბოლოოდ ბრაინმა ძალიან ბევრი რამ იცოდა ადამიანის წამებაზე და იმ შეგრძნებებზე რომელსაც ის ამ დროს განიცდის. ეს ცოდნა მას ძალიან დაეხმარა აპოლო 13-ის შექმნაში. “მე არაფერი ვიცოდი ასტრონომიაზე, კოსმოსზე და კოსმონავტებზე. მაგრამ მე კარგად მესმოდა ტომ ჰენკსის პერსონაჟი რას განიცდიდა კოსმოსში უიმედოდ დარჩენილი”.
წიგნში ის ასევე გვიყვება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცნობისმოყვარეობა მარკეტინგშიც.
Nutty Professor II: The Klumps მეორე სერიას ყველა წარმატებას მოუსწავებდა. 50 მილიონიანი ინვესტიციის და ათასობით ტესტირების შემდეგ დამტკიცდა სცენარი, რომელსაც გარანტირებული მოგება უნდა მოეტანა კომპანიისთვის. ერთხელაც ბრაიანმა გადაწყვიტა სკეიტბორდების მაღაზიაში შესეირნება. მაღაზიაში რამდენიმე ახალგაზრდა სკეიტერი გაიცნო, რომელთაც კითხა ამ ფილმის პირველ სერიაზე, თუ რას ფიქრობდნენ ისინი. მათგან არცისე სახარბიელო პასუხი მიიღო. სკეიტერების აზრით ფილმი მოსაწყენი იყო, რადგან მთელ ფილმში მხოლოდ მოხუცი ხალხი ჩანდა. მართლაც ფილმში მხოლოდ ერთი ახალგაზრდა პერსონაჟი იყო. ბრაიანს ერთგვარი გონების განათება ქონდა. მაშინვე გავარდა ჰოლივუდში და ფილმის მესვეურებს უთხრა, რომ რამე უნდა ეღონათ. საბოლოოდ, ბრაიანის ცნობიწმოყვარეობის და ერთი მარტივი კითხვის დასმის შედეგად მთელი ფილმი შეიცვალა. ფილმმა წინამორბედის შემოსავლები გააორმაგა.
ავტორი: ნათია გოგია