in ,

21 თებერვალს, ბრაიან ტრეისი თბილისში

brian-tracy-tbilisiპირველად საქართველოში, კომპანია სითი კონსალტინგი და ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი წარმოგიდგენთ ბრაიან ტრეისის გაყიდვების მასტეკლასს.

bog
bog-mob

ბრაიან ტრეისი თანმედროვეობის ერთერთი ყველაზე საინტერესო მოტივაციური მრჩეველია პიროვნული განვითარების მიმართულებით. ჩატარებული აქვს ათასობით ლექცია. მის ანგარიშზეა 100-მდე წიგნი, მათ შორის ათი გლობალური მასშტაბის ბესტსელერი. ყოველწიურად ტრეისის კონსულტაციასა და ლექციას 300 ათასამდე ადამიანი ისმენს.

სწრაფი და ეფექტური შედეგების გამო, ტრეისის აუდიტორია ყოველთვის მრავალრიცხოვანია. მას უსმენენ ლიდერები, ბიზნესის მფლობელები, და ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც ინდივიდუალური ანდა გუნდური წარმატება მნიშვნელოვანია. ტრეისიგახლავთ ტრენერი და ქოუჩერი ისეთი კომპანიების ტოპ მენეჯერებისთვის, როგორებიცაა Ernst & Young; Chevron; Bank of America; IBM; Deloitte & Touché – ჯამში 1000-მდე გლობალური ბრენდი.

2015 წლის 21 თებერვალს, პირველად, ბრაიან ტრეისი საქართველოს ეწვევა და თბილისში, ექსპო-ჯორჯიას პავილიონში, ჩაატარებს გაყიდვების მასტერკლასს, რომელსად დაესწრება 450 პროფესიონალი, დამწყები სპეციალისტი და მოხალისე სტუდენტი საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან. ღონისძიების მედია პარტნიორია Marketer.ge

ღონისძიების ოფიციალური Facebook გვერდი: – Facebook/BrianTracyTbilisi

ნაღდი ფული vs. პლასტიკური ბარათი

ჯიმ კერიმ “LINCOLN MKC” რეკლამის პაროდია გადაიღო