500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეექვსე ნაკადის გადამზადება აქტიურად მიმდინარეობს.
ვენჩურული კომპანია 500 Global-ის, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობთ, რეგიონში 500 Global in Eurasia-ს სახელით განხორციელებული პროგრამის ფარგლებში უკვე 60-ზე მეტმა ქართულმა და უცხოურმა სტარტაპმა გაიარა 12-კვირიანი ინტენსიური გადამზადების პროგრამა, რომლის თითოეულ ეტაპზე უცხოელი მენტორები აქტიურად არიან ჩართულნი.
500 Global in Eurasia-ს მეექვსე ნაკადის მენტორებიდან ერთ-ერთი ბრიანა სალინასია, რომელიც პროგრამის შესახებ თავის მოლოდინებსა და გამოცდილებას გვიზიარებს.
მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ
თავდაპირველად, დამწყები სტარტაპებისთვის შემოსავლებზე ორიენტირებულ გუნდებს ვხელმძღვანელობდი, რომლებიც შემდგომ გაფართოვდნენ და წარმატებას მიაღწიეს.
მალევე 800-ზე მეტი ადამიანისგან დაკომპლექტებული გუნდი ჩამოვაყალიბე მომხმარებელთა ლოიალურობის, გაყიდვების განვითარების, მარკეტინგის, HR-ის, პროექტის მენეჯმენტისა და ინჟინერიის მიმართულებით.
4 წელიწადში 95%-ით დისტანციური, საერთაშორისო პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი 70-ჯერ გაიზარდა.
ამასთან, აქტიურად ვიყავი ჩართული 600-ზე მეტი კომპანიის გაყიდვების, მარკეტინგისა და წარმატების სტრატეგიის შემუშავებაში. ვმუშაობდი YCombinator-ის მიერ მხარდაჭერილ ორ კომპანიაში, რომლებმაც ერთობლივად 50 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშავეს. გარდა ამისა, ვხელმძღვანელობდი და რჩევებს ვაძლევდი ასობით სტარტაპს, რომელთა ჯამურმა შემოსავალმა 700 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
რა სტრატეგიებს მიმართავთ, რათა სტარტაპებს რეალისტური მიზნების დასახვასა და მათ მიღწევაში დაეხმაროთ?
პირველ რიგში, ჩვენ ვაკვირდებით, სად შეგვიძლია მიმდინარე ოპერაციული სისტემების ოპტიმიზაცია. შემდეგ კი განვიხილავთ, სად სურს კომპანიას იყოს გარკვეული დროის ფარგლებში.
ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი ვმუშაობთ ისეთი სტრატეგიის შექმნაზე, რომელიც საუკეთესო იქნება ამჟამინდელი ბაზრისა და გუნდისთვის, რათა დავინახოთ, რა არის გუნდისთვის ამბიციური (მაგრამ რეალისტური!) მიზანი.
რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ 500 Global in Eurasia-ს მენტორი?
ჩემთვის მენტორობა სანდო პარტნიორობას ნიშნავს. მსურს, რომ სტარტაპერმა ბიზნესის ძლიერ და სუსტ მხარეებზე საუბრისას თავი კომფორტულად იგრძნოს და არასოდეს ჰქონდეს განსჯის შეგრძნება. ასევე, ყოველთვის ვცდილობ, სტარტაპერმა იცოდეს, რომ მე მის მხარეს ვარ, ნელ-ნელა გამოვიყვანო კომფორტის ზონიდან და პრობლემების გადაჭრის ახალი გზის პოვნაში დავეხმარო.
რატომ არის მნიშვნელოვანი სტარტაპებისთვის 500 Global in Eurasia-ში მონაწილეობა?
500 Global in Eurasia-ში მონაწილეობა სტარტაპერებს შესაძლებლობას აძლევს, შეხვდნენ ინდუსტრიის ექსპერტებს, რომლებიც ბიზნესის ახალი გზით განვითარებაში დაეხმარებიან. პროგრამის ფარგლებში სტარტაპები იძენენ ცოდნას ზრდაზე ორიენტირებული მარკეტინგის, ეფექტური გაყიდვებისა და ბაზრის ტესტირების მიმართულებით.
რა გავლენას ახდენს 500 Global in Eurasia სტარტაპების განვითარებაზე?
500 Global in Eurasia სტარტაპებს ეხმარება, რომ მათ საკუთარი ბიზნესების ზრდაზე ახლებურად იფიქრონ და, ამასთან, ახალ ქვეყნებში გაფართოვდნენ. აქსელერაციის პროგრამის დასასრულს, სტარტაპერებს ახალი სტრუქტურა და სტრატეგიები ექნებათ შემუშავებული, რასაც განვითარების პარალელურად, ბაზრების ასათვისებლად სამომავლოდ გამოიყენებენ.
და ბოლოს, რა რჩევას მისცემთ 500 Global in Eurasia-ს მონაწილე სტარტაპებს?
მაქსიმალურად აითვისეთ მთელი ინფორმაცია თითოეული მენტორისგან ინფორმაციის სხვადასხვა ნაწილი თქვენი სტარტაპ მოგზაურობის სხვადასხვა პერიოდში გამოგადგებათ! და არ დაივიწყოთ, შეჩერდეთ ერთი წუთით და დააფასოთ, რამდენს მიაღწიეთ თქვენი განვითარების გზაზე.
[პარტნიორის კონტენტი]