in

Brick, რომელიც მობილური ტელეფონებს ყველგან დაგატენინებთ, უკვე საქართველოშია!

დღევანდელ სამყაროში, სადაც ყველაფერი გაციფრულებისაკენ მიდის, ისეთი ყოველდღიური საქმიანობების წარმართვა როგორიცაა სამუშაო პროცესი, სწავლა, შოპინგი, ან თუნდაც გართობა, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით შეგვიძლია და გარე დამტენი ანუ ფაუერბანკი ისეთივე აუცილებელ ატრიბუტად იქცა, როგორც თავად სმარტფონი, აიპედი ან სხვა ელ. Დივაისი. თუ დამტენი ან ფაუერბანკი თან არ გვაქვს, მუდმივად ვეძებთ გზებს თუ როგორ შეიძ₾ება დავტენთ ჩვენი მოწყობილობა. 

საქართველოში შემოვიდა Brick, რომელიც შექმნილია იმისათვის რომ ეს დამჯდარი ელემენტის პრობლემა სამუდამოდ გადაგიჭრათ.

Brick, ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც ნებისმიერ Brick-ფაუერბანკის გამოყენების საშუალებას მოგცემთ-მარტივად ლოკაციებზე, სადაც ბრიკ-სადგურიდან აპლიკაციის მეშვეობით შეძლებთ ფაუერბანკის ანუ კვების ბლოკის აღებას, თქვენი დივაისის დატენვას და შემდგომ ნებისმიერ თქვენთვის მოსახერხებელ ბრიკ-სადგურზე მის დაბრუნება.

Brick სტოკჰოლმში 2019 წელს დაარსდა და დღესდღეობით გერმანიასა და შვედეთში ლიდერი ფაუერბანკ-შეარინგ  კომპანიაა. Brick დღითი დღე ფართოვდება და  ძალიან მალე ავსტრალიაში, კანადასა და თურქეთშიც დაიწყებს ოპერირებას.  ის შეიქმნა ადამიანებისთვის, რომელთაც არ სურთ დამჯდარი ბატარეით გამოწვეული უსიამოვნებბების გამო დღე გაიფუჭონ. გამომდინარე იქიდან, რომ Brick-ფაუერბანკს აქვს ნებისმიერ მოწყობილობის საჭიროების შესაბამისი კაბელი, ეს კიდევ უფრო მოსახერხებელს და ეფექტურს ხდის მის გამოყენებას.

 

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, Brick-ფაუერბანკებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება კაფე-ბარებსა და რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებში და მალე იგი მალე გამოჩნდება ივენთებზე, მთისა და ზღვის კურორტებზე და გარე სივრცეებში, ანუ იქ სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება ხოლმე დივაისების დამუხტვა. შემდგომ ეტაპზე იგი შეგხვდებათ ყველა მასობრივი თავშეყრის ადგილას, როგორებიცაა: სკვერები, ფიტნეს დარბაზები, საავადმყოფოები და ბენზინ გასამართ სადგურები. დღესდღეისობით ბრიკ შეგიძ₾იათ ნახოთ 30-ზე მეტ დაწესებულებაში, მათ შორის: M Group-ის რესტორნების ქსელსა და ღვინის ქარხნის სხვადასხვა რესტორნებში.

Სისტემა ასე მუშაობს: თუ თქვენ მობილური ტელეფონი გიჯდებათ, შეგიძლიათ აპლიკაციის რუქიდან იპოვოთ და შემდეგ QR კოდის საშუალებით გაააქტიუროთ უახლოესი „ბრიკი“, აიღოთ სტენდიდან აიღოთ power bank-ი და ისარგებლოთ რამდენი ხანიც გსურთ. „ბრიკს“ მოჰყვება კაბელი, რომელიც ყველა ტელეფონს ერგება.

რაც შეეხება მის ღირებულებას, 1 საათის ფასი 3 ლარია, 2 საათის – 5 ლარი,  მთელი დღით „ბრიკის“ ქირაობა კი,  7 ლარი დაგიჯდებათ. აპლიკაციის გამოყენება საკმაოდ მარტივია. Brick-ის აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია iOS და Android სისტემებისთვის. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ „ბრიკის“ power bank-ები არ აზიანებს ელემენტს, უზიარებს მას ჯანსარ ენერგიას და ეკომეგობრულია.

[R]

მიკროკონტროლერის მეშვეობით ფრინველის ხმის ამოცნობაა შესაძლებელი

ოთხწლიანი კვლევა დასრულდა – მოკლე სამუშაო კვირა ამართლებს!