in

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული აპლიკაცია LEGO-ს კონსტრუქციებს გთავაზობთ

Brickit ამჟამად iOS-ზეა ხელმისაწვდომი, ანდროიდ ვერსია კი 2021 წელს გამოვა

LEGO-ს მოყვარულთა უმეტესობას, ალბათ, პლასტმასის ნაწილების გიგანტური გროვა სადმე აქვთ გადანახული – “ოდესმე გამოყენების” პერსპექტივით. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია რაღაც კონკრეტული ნივთის შექმნის განსაზღვრა, როცა “ლეგოს” ყველა კუბიკი არეულია. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება ახლად შექმნილი აპლიკაცია Brickit.

Liffit
Liffit

ეს უკანასკნელი ხელოვნურ ინტელექტზეა (AI) დაფუძნებული – “ლეგოს” კომპონენტების კოლექციის დასკანერების შემდეგ მათზე მორგებულ სავარაუდო ვერსიებს შემოგთავაზებთ, თუ რა ფიგურის შექმნაა შესაძლებელი. მთელ რიგ იდეებს კი უკვე თავად გარდაქმნით “ფიზიკურ რეალობად”. თანაც, აპლიკაცია ზუსტად გიჩვენებთ სად არის კონკრეტული ნაწილი მოთავსებული და მისი დიდხანს ძებნა არ მოგიწევთ.

საგულისხმოა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს აპლიკაციას, მით უფრო დაჭკვიანდება ის და დიდი რაოდენობით ლეგო-აგურის ამოცნობას შეძლებს.

ამასთან, Brickit არ გულისხმობს მხოლოდ მარტივი სტრუქტურების დამზადება, როგორიცაა მატარებლები და პატარა სახლები. პირიქით, აპლიკაცია ძალიან შემოქმედებითია და კრეატიულ იდეებს გთავაზობთ – მაგალითად, ძაღლების, საბეჭდი მანქანების, კამერების, მაგნიტოფონებისა და პატარა სინთეზატორების კონსტრუქციები. დასასრულს კი შეგიძლიათ, ფოტო გადაიღოთ და თქვენი კონსტრუქცია სხვა მომხმარებლებს გაუზიაროთ.

აპლიკაცია ამჟამად ხელმისაწვდომია iOS-ისთვის, ხოლო ანდროიდ ვერსია 2021 წლის შემოდგომაზე გამოდის.

 

 

კიდევ ერთი ქართველი პროგრამისტი Google-ში!

უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის სახელწოდების უფლებები აზარტული თამაშების კომპანიამ შეიძინა