in

BRICORAMA – ფრანგული სარემონტო ჰიპერმარკეტი 15 სექტემბერს თბილისში გაიხსნება

15 სექტემბრიდან ქართველ მომხმარებელს საინტერესო სიახლე ელის. თბილისში იხსნება 41 წლიანი გამოცდილების მქონე ფრანგული ბრენდის, BRICORAMA-ს, სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი.

BRICORAMA იზრუნებს, რომ შექმნას საქართველოში კომფორტული და მოწესრიგებული სივრცე, სადაც ყველა აღმოაჩენს მისთვის საინტერესო და ხელმისაწვდომ შეთავაზებას და თავად გახდება საკუთარი სახლის მშენებლობის, გარემონტების, მოწყობის შემოქმედი. პირველი „სითი ფორმატის“ ჰიპერმარკეტი მარშალ-გელოვანის გამზირზე გაიხსენება და 7 000 კვ. მ. ფართობზე  წარმოდგენილი იქნება 30 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტით. BRICORAMA არის “აკეთე შენით” ე.წ. DIY (Do it yourself) კონცეფციის, რაც განსაკუთრებულად უმარტივებს მომხმარებელს აშენების, რემონტის, სახლისა და ეზოს მოწყობის პროცესს. აქ ნაყიდი მასალებით ყველას აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა საკუთარი „საოცნებო სივრცის“ შექმნაში. ჰიპერმარკეტის ძირითადი მიმართულებებია: სამშენებლო და სარემონტო მასალები, ელექტროობა, სანტექნიკა და აქსესუარები, მოსაპირკეთებელი მასალა, იატაკი და ფილები, შპალერი, ელექტრო და ხელის ინსტრუმენტები, ლაქ-საღებავები, განათება, ეზოს ავეჯი, ეზოსა და ბაღის მოვლისა და მოწყობის საშუალებები, დეკორაცია და ასევე, მრავალი სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტის ფართო არჩევანი.

BRICORAMA-მ პირველი მაღაზია 1975 წელს გახსნა საფრანგეთში და დღეს ის ევროპის მასშტაბით უკვე 200-ზე მეტი ჰიპერმარკეტის მფლობელია. აღსანიშნავია, რომ ჰიპერმარკეტი თბილისში ფრანგულის ზუსტი ანალოგია, რაც შესაძლებელი გახდა 20 მილიონი ლარის ადგილობრივი ინვესტიციით. ამ ეტაპზე, ბრენდის მიერ დასაქმებულთა რაოდენობამ 90-ს გადააჭარბა. ექსკლუზიური ევროპული ბრენდები და სხვადასხვა ფასისა და ხარისხის შეთავაზება ფრანგულ ბრენდს გამორჩეულს და უკონკურენტოს ხდის ბაზარზე. BRICORAMA-ს შემოსვლით ევროსტანდარტის პროდუქცია გაცილებით ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს მოსახლეობისთვის და, რაც მთავარია, ყველა საფასო კატეგორიის მომხმარებელი შეძლებს, რომ იპოვოს მისთვის სასურველი პროდუქტი.

დამატებით, კომპანია ბაზარზე შემოდის განსაკუთრებული შეთავაზებებით, ფიზიკური პირებისთვის – დაგროვებითი ბარათებით,  ხოლო სპეციალისტებისთვის და კორპორაციული კლიენტებისთვის – სპეციალური ფასდაკლების სქემებით.

marketer.ge_shida imijiBRICORAMA ევროპულ სტანდარტს ამკვიდრებს, როგორც პროდუქციის ხარისხის, ისე მომსახურების კუთხითაც.  მისთვის პრიორიტეტულია მომხმარებლისთვის კომფორტული და გამარტივებული გარემოს შექმნა. სწორედ ამიტომ, BRICORAMA-ს თაროები აღჭურვილია ინოვაციური ელექტრონული მანიშნებლებით, რომელიც ნებისმიერ პროდუქტზე ფასის გაურკვევლობას საბოლოოდ მოუღებს ბოლოს.

BRICORAMA-ს მფლობელი ბრენდი BRICORAMA Caucasus-ი „სითი ფორმატის“ ჰიპერმარკეტის გახსნის შემდეგ გეგმავს გაფართოებას და სრული ფორმატის ჰიპერმარკეტის გახსნას ბათუმსა და თბილისის შემოგარენში.

BRICORAMA-ს ბრენდის კონცეფცია:

ყველა ადამიანი და ყველა ოჯახი ოცნებობს საკუთარ საოცნებო სახლზე. როდესაც მათ აქვთ საკუთარი კერა ისინი უკვე მის რემონტზე იწყებენ ზრუნვას. ხოლო, რემონტის შემდეგ მათი მთავარი საზრუნავი მისი მოწყობა ხდება.

ბრიკორამა არის თქვენი თანმდევი, როდესაც თქვენ გეგმავთ ააშენოთ, გაარემონტოთ ან მოაწყოთ საკუთარი სახლი და განიჭებთ სიამოვნებას, რომ თავად გახდეთ ამ პროცესის მონაწილე. ბრიკორამა აერთიანებს ოჯახებს ერთი დიდი, ძირითადი იდეის ქვეშ, რომ შექმნან საკუთარი საოცნებო სივრცე. შესაბამისად, ბრენდის სლოგანი ბრენდის პლატფორმას ეფუძნება და შემდეგნაირად ჟღერს: #შეიქმენისაოცნებოსივრცე.

marketer.ge_gareta kubikiდემოკრატიული, თბილი და სანდო ფრანგული ბრენდის იდენტობის ლოკალიზაციაზე, ინტეგრირებული მარკეტინგული საკომუნიკაციო კამპანიის სტრატეგიულ დაგეგმარებაზე, კრეატიულ კონცეფციასა და აღსრულებაზე მარკეტინგულმა საკონსულტციო კომპანია “BRANDOR Consulting”-მა იზრუნა BRICORAMA-ს სათავო ოფისთან შეთანხმებით. ბრენდის სატელევიზიო რგოლის კრეატიული კონცეფცია ეფუძნება ბრენდის ძირითად არსს და მის ხასიათს, აცნობს მომხმარებელს ბრენდის ძირითად მიმართულებებს და ამოგზაურებს მათ საოცნებო სივრცის შექმნის სამყაროში. BRICORAMA-ს ბრენდის დაპირება: გახადოს საკუთარი სახლის შენების, რემონტის და მოწყობის პროცესი კომფორტული და სასიამოვნო, როგორც მამაკაცებისთვის ისე ქალბატონებისთვის, გაცოცხლებულია რგოლში და საკუთარი სივრცის შექმნით მიღებულ განცდებს წარმოაჩენს.

BRICORAMA – აქ ყველაფერია რემონტისა და საოცნებო სივრცის მოწყობისთვის. მოდი, #შეიქმენისაოცნებოსივრცე.

მარშალ გელოვანის გამზირი, თბილისი

www.bricorama.fr

facebook.com/bricocaucasus

credits

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

[R]

გიორგი პოპიაშვილის მიერ შექმნილი ვიდეო Camex-ისთვის – ექსკლუზიურად, მარკეტერზე!

კემ ნიუტონის შთამბეჭდავი ისტორია Gatorade–ის ვიდეორგოლში