in

მოძრავი ასო-ბგერა “H” არქიტექტურული კომპანია HORIZON-ის ლოგოდ – BRID-ის ბრენდინგ-ნამუშევარი

Horizon-ის ბრენდინგზე მუშაობა დაიწყო ნდობით, რომელიც ბაზარზე ახლადშემოსულმა არქიტექტურულმა კომპანიამ სააგენტო BRID-ს გამოუცხადა. ბრენდისთვის უნდა შექმნილიყო ვიზუალური იდენტობა, ლოგო და კონცეფცია, რომელიც ნათლად და სწორხაზოვნად გამოხატავდა იმ მთავარ ღირებულებებსა და პრინციპებს, რითიც ბრენდი ხელმძღვანელობს.

Horizon-ის მომხმარებელი განსხვავებულია, ურჩევნია იცხოვროს საკუთარ სურვილებზე მორგებულ სივრცეში, სადაც თავს თავისუფლად და ბედნიერად იგრძნობს. ბრენდისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად ერგება თითოეული მისი კლიენტის განსხვავებულ და მრავალფეროვან სურვილებს, რასაც თავისი არქიტექტურით ასხმას ფრთებს. ჩვენი მიზანიც სწორედ ამ ექსკლუზიური დამოკიდებულების ზუსტი გამოხატვა იყო, რომ შეგვექმნა კონცეფცია და ბრენდინგი, რომელიც იქნებოდა დინამიკური და ადამიანებზე მორგებული ისე, რომ, უშუალოდ, მომხმარებელსაც თავი კომპანიის ნაწილად ეგრძნო, – განმარტავს ია დარახველიძე, არტ დირექტორი, BRID. 

იქიდან გამომდინარე, რომ ბრენდს Horizon, ანუ ჰორიზონტი ჰქვია, ფერებიც ცისა და მიწის უსასრულო გამყოფ ზოლს, ანუ ჰორიზონტს, მიუსადაგეს. ცასთან უფრო ლურჯი ასოცირდება, მიწასთან კი, საიდანაც ყველაფერს საძირკველი ეყრება – შავი. თვითონ ლოგოს რაც შეეხება, უნდოდათ, მას სრულყოფილად გამოეხატა ის მიმართულება და პრინციპები, რითიც კომპანია ხელმძღვანელობს. „ვფიქრობთ, რომ მინიმალისტურად გადაწყვეტილ ლოგოში ჰარმონიულად არის შერწყმული ელეგანტურობა და სიძლიერე“.

ასო-ბგერა H, რომელიც ლათინურად ჰორიზონტს გამოხატავს, მოძრავია და ამით, ერთგვარად, კომპანიასა და მის მომხმარებელს შორის უწყვეტ და ჰარმონიულ კავშირს გადმოსცემს. „ჩვენს მიზანს წარმოადგენდა იმის ხაზგასმა, თუ რამდენად არის კომპანია ადაპტირებული თითოეული თავისი მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებთან“.

შედეგად, მიიღეს ბრენდის დინამიკური, მოქნილი და მინიმალისტური ვიზუალური იდენტობა, რომელიც ბრენდის მთავარ ღირებულებებს მაქსიმალურად გამოხატავს.

M: ია, რა იყო პროექტზე მუშაობის მთავარი სირთულე?
„ჩვენ ყველანი ერთი ცის ქვეშ ვცხოვრობთ, თუმცა ყველას განსხვავებული ჰორიზონტი გვაქვს“,  – თქვა კონრად ადენაუერმა და ჩვენი მთავარი გამოწვევაც სწორედ ეს იყო – გვეჩვენებინა ჰორიზონტივით უსაზღვრო შესაძლებლობები და კავშირი, რაც ბრენდსა და მრავალფეროვან მომხმარებელს შორის შეიძლება, არსებობდეს.

ამიტომაც, შევქმენით განსხვავებული და გამორჩეული დიზაინი, რითიც კომპანიის მხრიდან, მომხმარებელთან ექსკლუზიურ და კოლაბორაციულ მიდგომას ვაჩვენებთ.

Credits:

Company – BRID
Client / Horizon
Creative & Art Director / Ia Darakhvelidze
Junior Art Director & Graphic Design / Mariam Tevzadze
CG & Motion Design /  Iva Beriashvili
Copywriter / Natali Burduli

Google Meet-ში ფონური ხმაურის დახშობის ფუნქცია ამოქმედდა

როგორ მიიღოთ მოლაპარაკებიდან სასურველი შედეგი?