2
Sep
2019

Brid-მა „თერმორუმის“ ახალი ბრენდინგი შექმნა

2 Sep 2019

სააგენტო Brid-მა გათბობისა და გაგრილების სისტემების კომპანია „თერმორუმის“ ახალი ბრენდინგი შექმნა. მთავარი კონცეფცია ენერგიის ბალანსს ეფუძნება, ლოგოტიპის სიმბოლო კი მზის სხივია. Thermorum-ის ასორტიმენტის განვითარების ხელმძღვანელის გიორგი გოგიჩაიშვილის თქმით, ძველი ლოგო და ბრენდბუქი, განვითარების კონკრეტულ ეტაპზე, კომპანიის ხასიათსა და მიზნებს სრულად ვეღარ ასახავდა.

„პოლ არდენის სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი ბრენდბუქით გვინდოდა, გვეთქვა საზოგადოებისთვის „რამდენად კარგები გვინდა, რომ ვიყოთ” (It’s Not How Good You Are, It’s How Good You Want to Be). მიზნად დავისახეთ კომპანიის გუნდისა და საზოგადოებისთვის გამორჩეული ასოციაციების შექმნა ლოგოს ფორმით, კონცეფციით, ფერებითა და სლოგანით. გუნდი ვახსენე, რადგან გვჯერა, რომ ხარისხიანი ბრენდინგის ქვეშ მოღვაწეობა სერიოზული მოტივატორი და დიდი პასუხისმგებლობაა. ეს ყველაფერი კი კომპანიის ცნობიერებას უკეთესობისკენ ცვლის და მისი საქმიანობის ხარისხს ზრდის “.

რაც შეეხება ბრენდის კონცეფციას, BRID-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი ია დარახველიძე ამბობს, რომ სრული თავისუფლება ჰქონდათ, ოღონდ ახალი ბრენდინგი არ უნდა ყოფილიყო ბანალური.

„ამინდზე საუბრით ურთიერთობის დაწყება ძალიან ბანალურია. საერთოდ გამოუსადეგარი ხდება ეს ფრაზა მაშინ, როცა ხარ ოთახში, რომლის ტემპერატურაც ამინდზე საერთოდ არ არის დამოკიდებული. „თერმორუმი“ არის ზუსტად ის, ვის გამოც შეიძლება ამინდზე საუბარი გახდეს არაფრისმომცემი და ურთიერთობის დასაწყებად უკეთესი გზების მოფიქრება დაგჭირდეს. ასეთ პარტნიორად მოგვევლინა „თერმორუმი“ – ბრიფში მოგვცა თავისუფლება, რა გზას ავირჩევდით, ოღონდ ეს გზა არ უნდა ყოფილიყო ბანალური და არაფრისმომცემი“.

M: რაც შეეხება უშუალოდ სამუშაო პროცესს . . .

ია დარახველიძე

ია დარახველიძე:თერმორუმი“ 2016 წელს დაარსდა. ბრენდის ვიზუალური ვეღარ პასუხობდა დღევანდელ მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ, პროექტზე მუშაობის პროცესში გადავწყვიტეთ, სრულიად ახალი ვიზუალური კონცეფციის შექმნა, რომელიც ახალ სიცოცხლეს შთაბერავდა ბრენდს.

M: რა არის ბრენდის ახალი კონცეფცია? 

ი.დ. :თერმორუმის“ ძირითადი საქმიანობა ტემპერატურის რეგულირება – სიცხის სიგრილით, სიცივის კი სითბოთი – დაბალანსებაა. სწორედ ამიტომ, ბრენდის კონცეფცია დავაფუძნეთ ბალანსზე. ლოგოში შემოვიტანეთ მზის სხივი, როგორც სითბოს სიმბოლო და მთვარის ელემენტი, მზის ანტაგონისტი, რითიც ხაზი გავუსვით ორი საპირისპირო ენერგიის ბალანსის შესაძლებლობას. ეს ორი ელემენტი ერთად ქმნის ასო-ბგერას T. ამას აკეთებს „თერმორუმიც“ – ორი ძალის ურთიერთქმედებით ქმნის ჰარმონიას. უკვე განახლებული ბრენდის სლოგანია “Quality is a habit”.

 

Credits:

Client: Thermorum
Agency: BRID
Creative & Art Director – Ia Darakhvelidze
Graphic designer: Mariam Tevzadze, Tatuli Tsereteli

 

განხილვა