in

“Sony”-მ კამერა დედოფლის ვუალზე დაამონტაჟა

ლონდონში “Sony”-მ და ცნობილმა დიზაინერმა როზი ოლივიემ ერთობლივი საქორწინო ვუალების სერია “Bride’s Eye View” წარმოადგინეს.

ჩანაფიქრის თანახმად, კამერები, რომლებიც თავსაბურავში ჩაამონტაჟეს დედოფლის მიერ დანახულ კადრებს დააფიქსირებს და ქორწილს პირველი პირის თვალით გადაიღებს.

როზი ოლივიე სამეფო კარის დიზაინერია, რომელიც თავსაბურავებზე მუშაობს. დიზიანერმა ერთი ვუალი და ერთი გვირგვინი დაამზადა.  როზის იდეა მისმა მეგობრებმა მიაწოდეს, რომლებსაც გადაღებული ქორწილები არ მოსწონდათ, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი და ემოციური მომენტი არ იყო გადაღებული. ვუალში  FDR-X1000V სერიის აპარატია ჩამონტაჟებული, რომელიც 4K და SteadyShot-ის  მხარდაჭერით მუშაობს.

 

ველოსიპედისტებისთვის გაკეთებული გენიალური შეფუთვა – “McDonald’s “

ვინ ჭამა ბაყაყი? – პალიტრა L-ის ექსპერიმენტი