6
May
2019

ცეცხლმაქრი პლედი, რომელიც მანქანაში ხანძარს 20 წამში ჩააქრობს

6 May 2019

veon
veon


ეკომეგობრული ცეცხლმაქრი პლედი ნორვეგიულმა კომპანია Bridgehill-მა შექმნა და მას მანქანაში ხანძრის ლოკალიზება 20 წამში შეუძლია. იდეა მარტივია – პლედი მანქანაზე გადაფარების შედეგად არ უშვებს ჟანგბადს ხანძართან, შესაბამისად, ცეცხლი ჩამქრალია. ეს კარგი საშუალებაა ხანძრის სწრაფად ლოკალიზებისთვის და ამასთან, გვარიდებს თავიდან გვირაბებში მომხდარი ავტოკატასტროფების მასშტაბურ შედეგებს; მაგალითად, ცეცხლის გავრცელებისა და დაკვამლიანების საფრთხეს. Bridgehill-ის პლედი ცეხლგამძლე ნაჭრისგანაა დამზადებული, მის გამოყენებას კი ორი ადამიანი სჭირდება.

თანამედროვე სამყაროში, სადაც გზებზე მრავალი ელექტრომობილი მოძრაობს, ავტოსაგზაო შემთხვევებისას გაჩენილი ცეცხლის ტრადიციული მეთოდებით ჩაქრობა ცალკე საფრთხეებს უკავშირდება. მაგალითად, ცეცხლმოკიდებული ელექტრომობილის წყლით ჩაქრობა ძალიან საშიშია – ყველასთვის ცნობილია, რა მიმართებაა ელექტროენერგიასა და წყალს შორის. გარდა ამისა, ასეთ შემთხვევაში ელექტრომობილის ლითიუმის ელემენტებში არსებული აირები (წყალბადის ციანიდი, წყალბადის ქლორიდი, წყალბადის ფლორიდი, ნახშირბადის მონოქსიდი და ნახშირორჟანგი) ძალიან მალე ხვდება ჰაერში.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად, ხანძრის შედეგად, დიდ ბრიტანეთში 100 000-ზე მეტი მანქანა ზიანდება. ტრადიციული საშუალებებით მანქანაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ხშირად დიდ დროს მოითხოვს. ნორვეგიული კომპანია Bridgehill-ის პლედი კი ალტერნატიული, სწრაფი და მოსახერხებელი საშუალებაა ცეცხლის ლოკალიზებისთვის. ის შეიძლება მალე სახანძრო სამსახურების აღჭურვილობაშიც შეგვხვდეთ, თუმცა ცეცხლმაქრმა პლედმა თქვენს საბარგულშიც შეიძლება იპოვოს ადგილი. შესაბამისად, თუ მსგავს, არასასურველ სიტუაციაში აღმოჩნდებით, ხანძართან ბრძოლა და მისი დამარცხება სახანძროს მოსვლამდეც შეგეძლებათ.

განხილვა