ლუდ Amstel-ის რეკლამისთვის სააგენტომ adam & eveDDB მსახიობი ჯეფ ბრიჯესი მიიწვია. ამგვარად, კრეატორებმა კამპანიის მთავარი გზავნილი მომხმარებლამდე ჯეფ ბრიჯესის, უფრო კი, მისი გვარის Bridges (ქართ. “ხიდი”) დახმარებით მიიტანეს. ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ რეკლამაში, ბრიჯესი ამსტერდამის არხზე “ხიდად გადეს”. არხში მოთავსებული ჯეფ ბრიჯესის უზარმაზარი გამოსახულება ხიდის სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. ჯეფ ბრიჯესის თქმით, ხიდი მხოლოდ ორ ადგილს არ აკავშირებს ერთმანეთთან. არამედ, აერთიანებს განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებს.
ლუდის რეკლამაში, ჯეფ ბრიჯესი ხიდის ფუნქციას ასრულებს
