in ,

Bridgestone Black Sea Cup – საიუბილეო შეჯიბრი წყვილთა რბოლაში

“ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის” რიგით მე-10 საიუბილეო შეჯიბრი ბათუმში “დაბრუნდა“. წელს პირველად, ავტომრბოლელები ლეგენდის ტიპის ავტომობილებითაც გამოვლენ.

bog
bog-mob

სოციალურ ქსელში გავრცელებული ღონისძიების მხარდამჭერი პრომო წინა წლის მასალების გამოყენებით დამზადდა.

ორგანიზატორები ავტომოყვარულებს ღონისძიების პოსტ ფაქტუმ დასამახსოვრებელ ვიდეო რგოლს პირდებიან. „24 აგვისტოს, ბათუმში გაიმართება “ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის” რიგით მე-10 საიუბილეო შეჯიბრი წყვილთა რბოლაში.

“Bridgestone Black Sea Cup “თეგეტა მოტორსისა“ და „ბრიჯსთოუნის“ ერთობლივი ღონისძიებაა. ამ ათი წლის მანძილზე შეჯიბრი Eto Merebashviliდაიხვეწა, განვითარდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ავტომრბოლელები წლიდან წლამდე ელოდებიან ამ შეჯიბრს. სიახლეების შესახებ მარკეტერთან ისაუბრა ეთო მერებაშვილმა.

მესამე წელია გენერალური სპონსორი ფრანგული საავტომობილო ზეთების მწარმოებელი კომპანია Motul-ია. წელს კი სპონსორობის სურვილი გერმანულმა კომპანია SONAX-მა გამოთქვა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შეჯიბრის პრესტიჟულობას.

წლევანდელი შეჯიბრის საპრიზო ფონდი შეადგენს 8,000 ლარს. ფულადი პრიზის გარდა, გამარჯვებულები მიიღებენ სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრებს კომპანია „ბრიჯსთოუნისა“ და „მოტულისგან“ – ამბობს „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი ეთო მერებაშვილი.

M: ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება და როგორ?

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს მართვის მოწმობა ან პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია. თასი იმ შემთხვევაში გადადის მრბოლელის მფლობელობაში, თუ სამჯერ მოიგებს ამ შეჯიბრს.

M: წელს რა იქნება განსხვავებული?

Bridgestone Black Sea Cup-ის ფორმატში ყოველწლიურად მცირე ცვლილება შეგვაქვს, აქამდე ბათუმში გამართულ შეჯიბრებზე მხოლოდ სტანდარტული სარბოლო ავტომობილები იღებდნენ მონაწილეობას. წელს პირველად ბათუმის „ტრეკზე“ ავტომრბოლელები გამოვლენ ლეგენდის ტიპის ავტომობილებითაც.

M: შარშან შეჯიბრება რუსთავში გაიმართა. რატომ დაბრუნდა წელს ისევ ბათუმში?

თვითონ Bridgestone Corporation-დან წამოვიდა სურვილი, რომ შეჯიბრი კვლავ ბათუმში დაბრუნებულიყო. მრბოლელებსაც დიდი სურვილი ჰქონდათ შეჯიბრის ადგილი ისევ ბათუმი ყოფილიყო.

971967_10151617122259089_1385548610_n

M: ღონსიძიების მხარდასაჭერად აქტიურ პიარ/საკომუნიკაციო კამპანიას გეგმავთ?

ღონისძიების მხარდასაჭერი ვიდეო რგოლის გარდა, ყველაზე კარგი სანახაობა იმ მაყურებელს რომელიც ბათუმში ვერ ჩამოვა, წინ აქვს. შეჯიბრს და მსვლელობას გადავიღებთ და გავუშვებთ პრომო ვიდეოს სახით.

M: რა არის ამ ღონისძიების მიზანი?

„ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი“ შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე მიზანს ემსახურება: ეს არის „ბრიჯსთოუნის“, როგორც პრემიუმ ბრენდის პოპულარიზაცია, ავტოსპორტის განვითარების მხარდაჭერა და ახალგაზრდა თაობაში ავტოსპორტის პროპაგანდა.

TomTom-მა ალექსანდრია მორგანი ყველაფერი “პირადულისგან” გაათავისუფლა

ყველაზე ხანგრძლივი ხელის ჩამორთმევა