in

ყველაზე პრესტიჟული ავტორბოლას – Bridgestone Black Sea Cup წელს ბათუმი უმასპინძლებს!

24 აგვისტოს, 1 საათზე  ბათუმი ყველაზე პრესტიჟული ავტორბოლას – Bridgestone Black Sea Cup-ს უმასპინძლებს. 971967_10151617122259089_1385548610_n ეს „თეგეტამოტორსისა“ და „ბრიჯსთოუნის“ უკვე მე-10 საიუბილეო ავტორბოლაა. შეჯიბრი ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე – „ბათუმის კარიბჭესთან“ ჩატარდება. ფინალური რბოლა დაგეგმილია საღამოს 20:00 საათზე. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს დიჯეი რემბო. ყველაზე პრესტიჟული ავტორბოლა ყველაზე მაღალი საპრიზო ფონდით წელს წყვილთა რბოლაში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი და მოყვარული ავტომრბოლელები. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ვისაც გააჩნია მართვის მოწმობა ან პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია. 965728_10151601856309089_553369882_o საპრიზო ფონდი შეადგენს 8 000 ლარს. ყველაზე ექსტრემალური და სანახაობრივი რბოლის შემდეგ, 2014 წლის „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის” გამარჯვებული გამოვლინდება. აღსანიშნავია, რომ „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის” მფლობელი მხოლოდ ის მრბოლელი გახდება, ვინც 3-ჯერ ზედიზედ მოიგებს მას. ღონისძიების გენერალური სპონსორია პრემიუმ ხარისხის საავტომობილო ზეთი Motul, რბოლის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია კოპენბური, ოფიციალური პარტნიორები – ტოიოტა ცენტრი თეგეტა და SONAX. მედია პარტნიორები: რუსთავი 2, აჭარის ტელევიზია; ინტერნეტ მხარდამჭერი: myvideo.ge, საინფორმაციო მხარდაჭერა: marketer.ge, ჟურნალები: EGO MEN, ინტერვიუ, TM Autograph; რადიოები: ფორტუნა, ფორტუნა +, ავტორადიო, არ დაიდარდო; პირველი ავტორბოლა შედგა 2004 წელს და, მას შემდგომ, აღნიშნული ღონისძიება საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ღონისძიებაზე გულშემატკივართა დასწრება უფასოა. 922779_10151615459264089_1832201974_n

რეცეპტის ასწლიანი ისტორია! – ლიმონათი ზანდუკელი

იმოგზაურე ჩვენს სამყაროში, აღმოაჩინე ჩვენი სული, იფიქრე ჩვენი ფილოსოფიით! – ჩვენ ვქმნით ოაზისს თქვენთვის!