6
დეკ
2017

V13 – „აგროჰაბის“ ვიტამინიზებული ბრენდინგი და სოციალური კამპანია სააგენტო BRID-ის შესრულებით

6 დეკ 2017

ქვეყანაში არსებულმა დაბინძურებულმა გარემომ, გენმოდიფიცირებულმა საკვებმა და ამ მიზეზებით გამოწვეულმა დაავადებებმა ახალ სააგენტო BRID-ს გაუჩინა სურვილი, ადამიანებში მოეხდინა ნატურალური საკვებისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. იდეისთვის ყველაზე მორგებულ კომპანიად „აგროჰაბი“ მიიჩნიეს და ბრენდინგთან ერთად, მათთან ერთად განახორციელეს BRID-ის პირველი სოციალური კამპანია V13 ვიტამინების შესახებ, რომლის ფარგლებში ვიდეორგოლიც შექმნეს. პროექტის დეტალებზე მარკეტერი BRID-ის კრეატიულ დირექტორს, ია დარახველიძესა და „აგროჰაბის“ მარკეტინგის მენეჯერ სალომე გველესიანს ესაუბრა:

BOG PLUS

ია დარახველიძე, BRID-ის კრეატიული დირექტორი: კამპანიის ფარგლებში დავბრენდეთ 13-ვე ვიტამინის ვიზუალი – ყველა ვიტამინს მივეცით მათი ფუნქციისა და დანიშნულების შესაბამისი ფორმა, რომ ადვილი აღსაქმელი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ამ პროექტის ფარგლებში გვსურდა, მომხმარებლებში აგვემაღლებინა ინფორმაციულობა ბუნებაში არსებული 13 ვიტამინის შესახებ, გვეჩვენებინა მათი როლი და აუცილებლობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

სალომე გველესიანი, „აგროჰაბის“ მარკეტინგის მენეჯერი: „აგროჰაბისთვის“ 13 ვიტამინის კამპანია უმნიშვნელოვანესი იყო. პროექტზე საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდით, იხვეწებოდა თითოეული დეტალი. როგორც ჯანსაღ და ნატურალურ პროდუქტზე ორიენტირებული კომპანია, ჩვენი პირდაპირი მისიაა ჯანსაღი კვების წესის პოპულარიზაცია, შესაბამისად, ვიტამინიზებული პროდუქტების ასე თვალსაჩინოდ და იოლად აღსაქმელად ჩვენება, სწორედ ამ მისიასა და ამოცანას პასუხობდა. რგოლი სულ რაღაც ორი დღეა, სოციალურ ქსელში ჩავუშვით და თამამად შეიძლება ითქვას, რომ გადასარევად იმუშავა, ადამიანები მოდიან „აგროჰაბში“ და ყურადღებით ეცნობიან ფასმაჩვენებლებზე დატანილი ვიტამინების ლოგოებსა და იმ ბენეფიტებს, რომელიც ამა თუ იმ ვიტამინს მოაქვს მათი ორგანიზმისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთჯერადი კამპანია, V13 ბრენდის ახალი პლატფორმაა, რომელზეც სხვადასხვა მარკეტინგული თუ პიარკამპანია დაშენდება.

M: როგორი იყო სამუშაო პროცესი და ვიზუალურად როგორ გამოხატეთ  ვიტამინების მნიშვნელობა?
ია დარახველიძე: პროექტზე მუშაობის პროცესში მოვიძიეთ ინფორმაცია ბუნებაში არსებული ვიტამინების შესახებ და დავადგინეთ, რომ არსებობს 13 სახის ვიტამინი, რომელთაც გააჩნიათ სხვადასხვა  სასარგებლო ფუნქცია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ადამიანის ორგანიზმისათვის და განვსაზღვრეთ ამ ვიტამინების როლი ჯანმრთელობისათვის. ამის შემდგომ, ვიტამინებს, მათი ფუნქციის შესაბამისად, შევუქმენით ვიზუალები და შევეცადეთ, ყველა ვიტამინი მომხმარებელთათვის მარტივად გასაგები და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ჩაფიქრებული გვქონდა, 13 ვიტამინის ვიზუალის გაერთიანებით, შეგვექმნა პოსტერი – ადამიანი, რომელიც სხვებს მისცემდა მოტივაციას, ეცხოვრათ ჯანმრთელი ცხოვრების წესით და ეკვებათ სწორად. ასევე, შევქმენით დაგროვების საბარათე სისტემა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლი გადახდილი თანხის სანაცვლოდ მიიღებს ვიტამინებს (ქულებს) და დაგროვებული ვიტამინების საშუალებით ისარგებლებს სხვადასხვა ბენეფიტით „აგროჰაბის“ ჰიპერმარკეტში.

სალომე გველესიანი: ვიტამინების პროექტი ჩანასახში მხოლოდ ბრენდინგს მოიცავდა, თუმცა BRID-თან პირველივე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ის გახდებოდა „აგროჰაბის“ ლოიალურობის პროგრამის შემადგენელი ნაწილი. ამაზე მუშაობა უკვე დავიწყეთ და ახალ ფილიალთან ერთად მომხმარებელს შევთავაზებთ დაგროვების სრულიად ინოვაციურ სისტემას. რა თქმა უნდა, მომხმარებელი ჩვენთან არა ქულებს, არამედ ვიტამინებს დააგროვებს.BRID როგორც კომპანია არცთუ ისე დიდი ხანია, რაც დაარსდა. კომპანიის დამფუძნებელია ია დარახველიძე. სააგენტოს მთავარი პრიორიტეტი არის ინდივიდუალურობა და კრეატიულობა. BRID-ის მიზანია, მათ მიერ განხორციელებული ყველა პროექტი იყოს მაქსიმალურად ხარისხიანი და საინტერესო. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მარკეტინგულ სერვისებს: ბრენდინგი, შეფუთვა, ლოგოტიპი, ვებ დიზაინი, სოციალური მედია და ა.შ.

 

Credits:
Agency – BRID
Client – AGROHUB
Creative Directors – Ia Darakhvelidze, Nini Frolova
Art Director & Graphic Design – Ia Darakhvelidze
Copywriter – Toy Rua Toidze, Kakha Jajanas, Nata Gonzalez
Illustration – Ia Darakhvelidze
Account Manager – Kakha Jajanashvili

Special Thanks – Salome Gvelesiani

Production House: Film Asylum
Director: Giorgi Qobalia
Producer: Nika Gugushvili
DOP: Guri Goliadze
Set Designer: Tamuna Machavariani
Sound Design: Paata Godziashvili

განხილვა