მაშინ, როდესაც მთელს მსოფლიოში ბრენდები განსხვავებულისა და რაღაც ახლის შექმნას ცდილობენ, ქართველი მწარმოებლები ხშირად ბაზრზე არსებულს ბაძავენ. თან ისე, რომ არ ითვალისწინებენ მთელ წყება სარეკლამო თუ მერკეტინგულ რჩევებს, რომლებზეც თვალის დახუჭვა შეიძლება ჰარაკირის ტოლფასი იყოს.
პრობლემა
პოტენციური დამკვეთისგან სარეკლამო აქსიომების ცოდნით ყოველთვის არ ვართ განებივრებული. შესაბამისად, რთულია ამა თუ იმ იდეის პლუსებსა თუ ხარვეზებში მათი დარწმუნება. რაზეც არა მარტო ქართული სარეკლამო სფერო წუწუნებს. ზოგჯერ მწარმოებლები პროდუქტის სახელდებისთანავე ისეთ შეცდომას უშვებენ, რომ ბრენდი დაბადებიდანვე განწირულია.

პრობლემიდან გამომდინარე, იმის ნათლად დასანახად, თუ როგორ რეაგირებს მომხმარებელი დამკვეთის მსგავს სიჯიუტეებზე, გადავწყვიტეთ პროდუქტად შეგვექმნა მარკეტინგული შეცდომების ბუკეტი, რომელიც ერთგვარი გროტესკი იქნებოდა იმ გავრცელებული ნაბიჯებისა, რასაც რჩევაგაუთვალისწინებელი დამკვეთები დგამენ ხოლმე.
შევქმენით და ჩავუშვით, როგორც რეალური პროდუქტი, რათა რეალური მომხმარებლის ნამდვილი feedback გვქონოდა არგუმენტად მომავალ კლიენტებთან სასაუბროდ.

პროდუქტი: გამაგრილებელი სასმელი „დიაბეტა“
სახელი შიდა მარკეტინგის მიერაა შერჩეული, უშუალო უფროსის მითითებით
და მარტივად გამოხატავს იმას, რომ სასმელი ძალიან ტკბილია.
ასოციაციები: ეტიკეტის დიზაინი ქართულია, თან ლათინურიც და უცხოურსაც ჰგავს
(„გვინდა ყველასთვის მისაღები იყოს“)
ფერები: კომპანიის მარკეტინგი უპირატესობას ანიჭებს წითელ და თეთრ ფერებს.
სასურველი იყო უშუალოდ „კოკა–კოლას“ ფერების გამოყენება,
წარმატებული ბრენდია და რატომ არ მივბაძოთ

შენიშვნა: გამომდინარე იქედან, რომ კომპანია გეგმავს სასმელის ექსპორტსაც (მეზობელ
აღმოსავლურ ქვეყნებში, ისრაელში), ეტიკეტზე დატანილია კამათლის გამოსახულება,
რომლებიც ამავდროულად შაქრის კუბებს წარმოადგენენ.
აღმოსავლეთში უყვართ ნარდის თამაში და ტკბილის ჭამა

შევქმენით სულ 1 fb. გვერდი და 1 sponsored პოსტი რამდენიმე დღის განმავლობაში.
საინტერესო ისიც, რომ სულ ახლახანს გამოჩნდა რეალური სასმელი მსგავსი სახელით და ტყუპისცალივით მსგავსი feedback-ით, რაც ჩვენ თვეების წინ მივიღეთ. ამან საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს და ამ ექსპერიმენტის შესახებ ფართო აუდიტორიისთვის უნდა მოგვეთხრო. (ფოტოზე მარცხნივ ნაჩვენებია ჩვენს „დიაბეტა“ზე მიღებული გამოხმაურება, მარჯვნივ კი ახლახანს შექმნილი იმ სასმელის feedback, რომელსაც ქართველი მწარმოებელი უშვებს).

ვისთვისაც ცოტაა რეალური მომხმარებლის გულწრფელი რეაქცია და მაინც მარკეტინგულად წინდაუხედავი და ჯიუტი გადაწყვეტილების მიღება უჯობს, თქვენი ნებაა, ხოლო ვისაც არ გინდათ, რომ თქვენი ბრენდი ასეთი გაუმართავი იყოს, Talk To Us. კოლეგებს კი ვურჩევთ, მეტად შევეწინააღმდეგოთ დამკვეთებს ანალოგიურ სიტუაციებში, სანამ ქვეყანა 1 დიდი საშაურმედ გადაგვიკეთდა.
ავტორი: ირაკლი დოლიძე – idolize • აიდოლაიზ














