კონტენტ მარკეტინგში სწორად მიცემული დავალება უმნიშვნელოვანესია. როცა კრეატორებს სრულყოფილ მოლოდინს, მიზანსა და სამიზნე აუდიტორიას ვუზიარებთ, უფრო მეტი შანსია, რომ ეფექტურ კონტენტს შექმნიან, ვიდრე მაშინ, როცა ბუნდოვან კონცეფციას ვუყვებით. რა მოხდება, თუკი კრეატორი ადამიანი კი არა, ხელოვნური ინტელექტია? როგორ უნდა მივცეთ მას დავალება სწორად და ეფექტურად?
იყავით კონკრეტული
დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს გენერაციულ AI-სთან მუშაობისას. სპეციფიკა უმნიშვნელოვანესია ვიზუალური კონტენტის შექმნის დროსაც. კონტენტ მარკეტერებმა, როგორც წესი, ვიცით, რა გვინდა და ამ დეტალების სწორად ფორმულირებით, AI-ის მნიშვნელოვნად „დავეხმარებით“ დავალების შესრულებაში. AI ხელოვნების პლატფორმა DALL-Ery-მ გამოაქვეყნა სპეციალური გზამკვლევი, რომელიც ადამიანს ხელოვნური ინტელექტისთვის დავალების ეფექტურად მიცემას ასწავლის.
გამოიყენეთ სწორი ინსტრუმენტი სამუშაოსთვის
სხვადასხვა AI ხელსაწყოს განსხვავებული სპეციფიკა აქვს. DALL-E არის გენერაციული AI ინსტრუმენტი ვიზუალების შესაქმნელად, ისევე, როგორც Jasper.ai განკუთვნილია მხოლოდ ტექსტისთვის.
მაგალითად, Midjourney არის კიდევ ერთი AI ვიზუალების გენერირებისთვის. განსხვავებით DALL-E-სგან, Midjourney „ლამაზ“ ვიზუალებზეა ორიენტირებული სურათებით. თუმცა, მისი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო რთულია ნავიგაცია, ვიდრე DALL-E-ზე.
ესთეტიკის გარდა, მნიშვნელოვანია ის, თუ რა ტიპის შედეგი გჭირდებათ, საბოლოო ჯამში. ვიზუალის სამყაროში ბიზნესისთვის საჭირო კონტენტი აერთიანებს სამუშაო პროცესების, კონცეფციების ან ჩარჩოების დეტალებს.
კარგად დააზუსტეთ მიწოდებული ფაქტები
AI კონტენტის გენერატორს ვიზუალისა და ტექსტის შექმნა სწრაფად შეუძლია. ამავდროულად, ხელოვნური ინტელექტის ეს მოდელები თქვენს დავალებას მხოლოდ იმ ტექსტსა და სურათებს ამსგავსებენ, რომლებსაც ისინი ხედავენ თავიანთ ხელთ არსებულ მონაცემებში. ჯერჯერობით, მათ არ შეუძლიათ ფაქტების ან რეალობის გამიჯვნა დეზინფორმაციისგან. შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტი და სურათები შეიძლება გამოიყურებოდეს და ჟღერდეს ძალიან ავთენტურად და დამაჯერებლად და თან სავსე იყოს ფაქტობრივი შეცდომებით.
ფრთხილად იყავით საავტორო უფლებებთან
ხელოვნური ინტელექტი კანონებში კარგად ვერ ერკვევა. ვიზუალების შემთხვევაში, OpenAI-ის ნამუშევარი შეიძლება სულაც არ იყოს უნიკალური და ორი განსხვავებული მომხმარებლის ერთმა და იმავე მოთხოვნამ გამოიწვიოს მსგავსი ან თითქმის იდენტური ვიზუალის წარმოქმნა. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა კრეატორებს ვიზუალების კომერციული მიზნებით გამოყენების უფლებას არ აძლევს, ეს მაინც საყურადღებო ფაქტია. გართულებების წარმოქმნის შემთხვევაში, შესაძლოა, სამართლებრივი სტატუსის მინიჭებაც გახდეს საჭირო.
AI გენერატორები ტექსტებისთვის
Jasper.ai: OpenAI-ის მიერ შემუშავებული GPT-3 დიდი ენის მოდელის საფუძველზე, Jasper გამომწერებზე დაფუძნებულ გენერირებას გთავაზობთ. ჯასპერს შეუძლია ტექსტის გენერირება, რასაც ბლოგის პოსტების ან ელ.ფოსტისთვის გამოიყენებთ.
Copy.ai: OpenAI-ის GPT-3-ზე დაფუძნებული გენერატორი Copy.ai ქმნის ტექსტს უფრო გრძელი კონტენტისთვის, როგორიცაა ბლოგი და ელ.ფოსტა. ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად წერთ კონკრეტულ და მკაფიო დავალებას. პლატფორმა საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ ტექსტის, ტონის ან ხმის მახასიათებლები, რათა მიუახლოვდეთ თქვენთვის სასურველ წერას.
ChatGPT: ეს გენერატორი არ არის მხოლოდ GPT-3-ზე დაფუძნებული, არამედ შექმნილია OpenAI გუნდის მიერ, დიალოგური ტექსტის შესაქმნელად.
Copysmith.ai: ეს გენერატორი გამოიყენება იქომერს კომპანიებისა და ფასიანი სარეკლამო კამპანიებისთვის, კონვერსიის გასაზრდელად. ამ AI-ის აქვს ინტეგრაცია კონტენტის შექმნისა და ანალიტიკის საერთო პლატფორმებთან. ამრიგად, მისი ინტეგრირება კონტენტის გუნდის სამუშაო პროცესშიც შეგიძლიათ.
Persado: პლატფორმა ემსახურება მსხვილ კომპანიებს და აქვს ენის მოდელი, ჩაშენებული შესაძლებლობებით – შეტყობინებების ვარიანტების გენერირებისთვის. ასევე, ატარებს ექსპერიმენტებს შეტყობინების ყველაზე ეფექტური ვერსიის დასადგენად.
AI ვიზუალების გენერირებისთვის
Craiyon: ადრე DALL-E Mini-ს სახელით იყო ცნობილი. Craiyon დაფუძნებულია Google AI ტექნოლოგიაზე. ის მუშაობს დონაციის მოდელით. მას აქვს ღია წვდომის ჩატი, ჯერ კიდევ, 1990-იანებიდან და ფუნქციურად უფრო საბაზისოა, ვიდრე სხვა პლატფორმები.
DALL-E: სურათების გენერირებისთვის გამოიყენება. ეფექტური დავალების შემთხვევაში, მის მიერ მოწოდებული შედეგი სტოკ ფოტოს, ციფრულ ხელოვნებას ან ნახატსაც კი შეიძლება ჰგავდეს.
Midjourney: უფრო მხატვრული გამოსახულების შექმნაზე მუშაობს. კრეატორები მუშაობენ ერთსა და იმავე „ოთახში“ სხვა შემქმნელებთან ერთად.
ბაზარს მუდმივად ემატება ახალი AI ხელსაწყოები. მათთან ექსპერიმენტული დავალებების მიცემა AI-სთან მუშაობის გამოცდილებას მოგცემთ და ეტაპობრივად, შეძლებთ ეფექტური დავალების მიცემას და იმასაც, თუ როგორ გამოიყენოთ AI-ის მიერ შექმნილი ვიზუალი თქვენს კონტენტში.
წყარო: contently