1
Dec
2019

დაბრიფვა! – რა დავალება მიიღეს Eurobest-ის ქართველმა გუნდებმა?

1 Dec 2019

“ევრობესთის” ახალგაზრდული კონკურსი დაიწყო. Eurobest Young Creatives Competition ვარშავაში ტარდება. საერთაშორისო კრეატიულ კონკურსზე, პირველობისთვის, საქართველოდან ორი გუნდი იბრძვის: ლუკა გაგლოშვილი და გიორგი კვირკველია Followfox-დან და ბასა მეტრეველი და რამაზ დავითური, Redberry-დან. გუნდებმა უკვე მიიღეს ბრიფი. რა ბრიფი აქვთ მიღებული მონაწილეებს და როგორია მათი შეფასება, ბასა მეტრეველისგან და ლუკა გაგლოშვილისგან შევიტყვეთ:

ბრიფი

“ბრიფი არის ტრეფიკინგის წინააღდეგ. LA STRADA INTERNATIONAL – არის ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ტრეფიკინგით დაზარალებული ადამიანების უფლებებს იცავს და მათ დახმარებას ცდილობს. ამ ბრიფის მიხედვით, მთავარი მუღამი ის არის, რომ ტრეფიკინგი ბევრად ფართო თემაა, ვიდრე მხოლოდ სექსუალური მიზნებით ტრეფიკინგი და ზოგადად ვორქ ლეიბორს ეხება. ადამიანებმა, ზოგადად, არ იციან ხოლმე, რომ სერვისები ან პროდუქტები, რომლებსაც იღებენ, მოდის სამსახურებრივად ჩაგრული ადამიანებისგან, რომელთა სამუშაო უფლებებიც არ არის დაცული.

დავალების მიხედვით, ჩვენ უნდა მოვიფიქროთ კამპანია, რომელიც ადამიანებს გაუჩენს კითხვებს ამ ყველაფრის შესახებ, ყურადღებას მიაქცევინებს, თავის ირგვლივ, რაიმე მსგავსი ამბები ხომ არ ხდება და ასეთის პოვნის შემთხვევაში, დარეკავენ ცხელ ხაზზე.

საკმაოდ საინტერესო თემაა, რამდენადაც ადამიანის უფლებებს ეხება საქმე და ზოგადასაკაცობრიო მნიშვნელობის პრობლემაა. მით უფრო, იმ ფონზე, რომ ევროპა სავსეა ჩვენი თანამოქალაქეებით, რომელებსაც იგივე პრობლემები შეიძლება ეხებოდეთ.”

ლუკა გაგლოშვილი: “ბრიფი საკმაოდ რთული აღმოჩნდა იქიდან გამომდინარე რომ ამ პრობლემაზე არასდროს არ გვიფიქრია, ქართული რეალობიდან გამომდინარე არდგას ეს პრობლემა ჩვენს ყოველდღიურობაში და არ გვიწევს ამაზე ფიქრი, რაც სიმართლე რომ ითქვას ცოტა გვირთულებს ბრიფზე მუშაობის პროცესს, თუმცა ამავდროულად ძალიან საინტერესოს ხდის მუშაობას ბრიფზე, რომელიც არ არის გაცვეთილი და გადაღეჭილი მილიონი უკვე არსებული კამპანიით თუ ვიდეორგოლით, ასე რომ, ეს ნამდვილად ახალი გამოწვევაა ჩვენთვის, რაც ძალიან გვახარებს.”

მონაწილეებმა დავალება უნდა მოამზადონ 1 დეკემბრის 18:00 სთ-მდე, ადგილობრივი დროით, ხოლო 2 დეკემბერს პრეზენტაციის სახით წარადგინონ.

შეგახსენებთ, საქართველოში ღონისძიების ორგანიზატორია კანის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, პროექტის მხარდამჭერი – „თიბისი“.

განხილვა