in

„Briefs and Works” – ქართული ონლაინ არქივი, რომელიც Young Lions Georgia-სთვის მომზადებაში დაგეხმარებათ

„რა მაგარი იქნებოდა ქართული კრეატიული ინდუსტრიის ვიკიპედია რომ არსებობდეს“ – ეს იდეა სოსო გომარელს დაებადა კანის ახალგაზრდულ ადგილობრივ კონკურსზე მონაწილეობისას. ფესტივალზე ის თემო დიდებაშვილთან ერთად მონაწილეობდა. ბრიფებისა და ნამუშევრების ძიებისას შენიშნა, რომ მსგავსი უცხოური რესურსის სიმრავლის მიუხედავად, საქართველოში საჭირო იყო მსგავსი პლატფორმა, სადაც ყველა ბრიფს, ნამუშევარს, მონაწილესა და სააგენტოს ერთად მოუყრიდა თავს. პროექტის მთავარი წყარო, ავტორის თქმით, არის Marketer.ge. პლატფორმაზე წვდომა შესაძლებელია მისამართზე: https://briefsandworks.ge

პროექტზე მუშაობას ავტორის მთელი შვებულება დასჭირდა, თუმცა, როგორც თვითონ აღნიშნავს, „ნამდვილად ღირდა“. „Briefs and Works” უკვე ერთ წელზე მეტია ფუნქციონირებს. პლატფორმა გასული წლის აგვისტოში გაეშვა და მის შესახებ ცოტამ თუ იცოდა, რადგან ავტორმა ის ყოველგვარი განსაკუთრებული პრეზენტაციის გარეშე გაუშვა. „აგვისტოში გავუშვი და არავისთვის მითქვამს, ბევრი ჩემი მეგობარიც ამ პოსტიდან გაიგებს, რომ ჩემი გაკეთებულია,“ – ამბობს სოსო გომარელი.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, პლატფორმა უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის.

„Briefs and Works” განსაკუთრებით სასარგებლო იქნება იმ პროფესიონალებისთვის, ვინც წელს კანის ლომებზე აპირებს მონაწილეობას. ასევე, პლატფორმა შესანიშნავი რესურსია მათთვის, ვინც მარკეტერებს ან სააგენტოებს ეძებს. 30+ ასაკის პროფესიონალებს, რომლებიც ვეღარ მონაწილეობენ ახალგაზრდულ კონკურსებში, საშუალება აქვთ პლატფორმაზე გაიხსენონ მათი წარსული ნამუშევრები.

რატომ არის ეს პროექტი ასეთი მნიშვნელოვანი? სოსო გომარელის თქმით, თუ წელს კანის ლომებზე აპირებთ გასვლას, აუცილებლად გამოგადგებათ. ხოლო თუ მარკეტერებს ან სააგენტოებს ეძებთ, „უკეთესი ბაზის პოვნა გაგიჭირდებათ“.

ნახეთ და გამოიყენეთ პლატფორმა და თუ პროექტის ავტორს რჩევებსა და კომენტარებს გაუზიარებთ, ქართული კრეატიული ინდუსტრიის ვიკიპედიის დახვეწაშიც დაეხმარებით.


2025 წელს, კანის ადგილობრივი ახალგაზრდული ჩემპიონატის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თიბისიaPeopleadjarabet arenaPSP, MINI by GT Motors, Cellfie. პროექტის ოფიციალური მედია პარტნიორია Marketer.ge.

ზუმერის ლიდერი ქალები

ნიდერლანდებში GS1 Global Forum 2025 გაიმართა