in

წელს “კორპორატიულის” გარეშე არავინ დარჩება! Bright Minds – “კომპანიებს განუმეორებელ ონლაინ საახალწლო ღონისძიებას ვთავაზობთ”

„როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“ წინასაახალწლო გასართობ ფილმად დარჩებოდა, რომ არა 2020-ის „გრინჩი“ Covid-19, რომელმაც არა თუ სიცოცხლის ერთი წელი, არამედ საყვარელი დღესასწაულები და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა მოგვპარა.

რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანია Bright Minds-მა გადაწყვიტა, საახალწლო განწყობისა და სასწაულების მოლოდინის შეგრძნების დაბრუნება და Bright იდეა შესთავაზა კომპანიებს.

მთელი წლის განმავლობაში, მუშაობამ დისტანციურ რეჟიმში და რეალური ურთიერთობების ვირტუალურ სივრცეში გადატანამ, დაგვანახა ერთ დროს ჩვეულად ქცეული გრძნობებისა და ფასეულობების გამოვლენის მწვავე საჭიროება – ადამიანი ადამიანისთვის, თანადგომა, ერთგულება, ერთსულოვნება.

მნიშვნელოვანია იმ მუხტის შენარჩუნება და მონდომების დაფასება, რითიც დამსაქმებელმა კომპანიებმა და თანამშრომლებმა ერთმანეთი რთული პერიოდის მიუხედავად გაიტანეს.

„ვირტუალურმა სივრცემ არა თუ დააშორა ადამიანები ერთმანეთს, არამედ, გარკვეულწილად, დააახლოვა“, – განაცხადა Bright Minds-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ნინო ბერძნიშვილმა. „უნებლიედ გავხდით ერთმანეთის ოჯახის სტუმრები, გავიცანით კადრში მოულოდნელად „შემოჭრილი“ ოჯახის წევრები და ოთხფეხა მეგობრებიც კი. რამდენჯერ მომხდარა კურიოზები სერიოზული შეხვედრების დროს, უფრო უშუალო და ახლობელი გავხდით ჩვენს თანამშრომლებსა და უფროსებთან, სხვანაირად დავინახეთ და გადავაფასეთ ურთიერთობები. საახალწლო კორპორატივი წელს განსაკუთრებით აუცილებელია! როცა ხელით ვერ ვეხებით, შევახოთ გულები ერთმანეთს!“

შეთავაზება მოიცავს ვირტუალურ კორპორატიულ ღონისძიებას 4 სხვადასხვა სტილში:

  • Teambuilding – ქოუჩინგისა და ფსიქოლოგიური „თამაშების“ ელემენტებით შედგენილი აქტივობა 2020 წლის შეფამებისა და 2021 წლის გეგმების დასახვისათვის
  • Corporate Style – საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა და დაჯილდოვება, თითოეული დეპარტამენტის მიღწევების გაზიარება და ა.შ.
  • HOME office – შესაძლებლობა „ვესტუმროთ“ ჩვენს თანამშრომლებს სახლში, გავიცნოთ მათი ოჯახის წევრები, „უხილავი ფრონტის გმირები“ ისინი, ვინც ყავას გვაწვდიდნენ შესვენების დროს, უზრუნველყოფდნენ გემრიელ სადილს გრძელი სამუშაო დღის განმავლობაში ან უბრალოდ, ჩვენს გვერდით იყვნენ მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდნენ.
  • FUN – გართობა, ხალისი, დროსტარება სახლის პირობებშიც შეიძლება თან ისე, რომ ემოციები და შთაბეჭდილებები მთელი წელი კი არა, მთელი ცხოვრება გაგყვეთ! ცალკეულ გუნდზე მორგებული უნიკალური აქტივობებით, თამაშებითა და Bright იდეებით.

მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია! შეთავაზებას განუმეორებელს მისი რეალიზება ხდის. კომპანიებს საშუალება ეძლევათ აირჩიონ რომელიმე ან „გამიქსონ“ სტილი, რის შემდეგაც თითოეული გუნდის ინტერესების, კომპანიის მიკროკლიმატისა და გარემოს შესწავლის საფუძველზე Bright Minds ინდივიდუალურად შესთავაზებთ მათზე მორგებულ კონცეპტსა და შთამბეჭდავ აქტივობებს, რომელიც სხვაგან არ განმეორდება (!) და დაუვიწყარი გვერდი გახდება მათი ცხოვრების ისტორიაში.

Bright Minds მზადაა, გახდეს სანტა, თქვენგან მთავარი მონდომებაა!

We Do Business with Soul & Create Create Worldwide Talent Synergy.

მოგვწერეთ მისამართზე: [email protected].

დამატებითი ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ქართულენოვანი HBR-ის ორი ახალი წიგნი სულ რამდენიმე დღეში გამოვა!

Advertwise ქართული სტარტაპების გლობალური წარმატებისთვის და Leadin-ის პირველი ტრამპლინი