in

თანამედროვე მოთხოვნადი პროფესიები, რომელთა შესწავლაც აკადემია „ბრაით სპარკის“ ონლაინ კურსებზე შეგიძლიათ

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში პრაქტიკული ცოდნის მიღებას სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, სასწავლო ცენტრები, სასწავლო პროგრამების პარალელურად, ისეთი მიდგომის დანერგვაზე მუშაობენ, სადაც სტუდენტებს მაქსიმალური თვითრეალიზაციის საშუალება მიეცემათ. აკადემია „ბრაით სპარკი“ ქართულ ციფრულ სივრცეში ორი წლის წინ გამოჩნდა და ამ დროისათვის მოთხოვნად კურსებს სთავაზობს მომხმარებლებს. პრაქტიკული სასწავლო კურსების დახმარებით, სტუდენტებს არამხოლოდ ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევენ, არამედ პორტფოლიოს ჩამოყალიბებისა და დასაქმების კუთხითაც უწყობენ ხელს. სასწავლო პროცესში ჩართვა ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი, რაც აკადემიის კიდევ ერთი უპირატესობაა. სულ ცოტა ხნის წინ, აკადემიის სასწავლო პროგრამას ილუსტრაციისა და კონცეპტ არტის კურსი დაემატა, რომელსაც გიორგი მაღრაძე (artman) გაუძღვება. „ბრაით სპარკის“ ჩამოყალიბებისა და სასწავლო მიდგომის შესახებ, მისი დამფუძნებელი ნიკა ნოზაძე გვესაუბრა.

M: როგორ ჩამოყალიბდა აკადემია და რა არის მისი ძირითადი მიმართულება?

ნიკა ნოზაძე

აკადემია „ბრაით სპარკის“ შექმნის იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა. პანდემიის დაწყებამ, ეს პროცესი უფრო მეტად დააჩქარა. გვინდოდა, სახლში დარჩენილი ადამიანებისთვის მოტივაცია გაგვეჩინა და ისეთი პროგრამა შევთავაზეთ, რომელიც დისტანციურად სამსახურის მოძიებაშიც დაეხმარებოდათ და კურსების გავლაც კომფორტული იქნებოდა ონლაინ. აკადემიის ძირითადი მიმართულებაა ახალგაზრდებისთვის (არა მარტო) თანამედროვე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლა, რაც დასაქმებასა და შემოსავლის გაზრდაში დაეხმარებათ.

M: რა გამოარჩევს „ბრაით სპარკს“ სასწავლო სივრცეში?

ჩვენი აკადემია თითოეულ სტუდენტთან ინდივიდუალური მიდგომით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ლექციები ჯგუფურად მიმდინარეობს, ლექტორებს ძალიან აქტიური ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ სტუდენტებთან და გარდა სალექციო საათებისა, მათ ნამუშევრების დახვეწასა და დასაქმებისთვის სამომავლო გეგმების შედგენაში ეხმარებიან. რაც მთავარია, აკადემია ორიენტირებულია, რომ ყველა კურსდამთავრებულს საკუთარი ნამუშევრების პორტფოლიო ჰქონდეს.

M: ვისთვის არის განკუთვნილი თქვენი კურსები?

ჩვენი კურსები განსაკუთრებით მიმართულია სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზე, თუმცა მთლიანობაში, ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს და ნებისმიერს შეუძლია გაიაროს კურსი.

M: მიმოვიხილოთ სასწავლო სისტემაც – რა მიმართულებების შესწავლა შეუძლიათ სტუდენტებს?

ამ ეტაპზე, სტუდენტებს შეუძლიათ გაიარონ 3D ბლენდერის, ინტერიერის, გრაფიკული დიზაინის, ილუსტრაციისა და კონცეპტ არტის კურსები. ამას გარდა, ვმუშაობთ რამდენიმე ახალ კურსზე, რომელიც ძალიან მალე დაემატება და ჩვენს მომხმარებელს დარეგისტრირების საშუალება მიეცემა.

M: რატომ უნდა აირჩიონ „ბრაით სპარკი“?

ჩვენ ორიენტირებული ვართ რამდენიმე მიმართულებით, რაც, ვფიქრობ, „ბრაით სპარკის“ გამორჩეული მახასიათებელია. ყველა სტუდენტის მიმართ გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა. სწავლის გარდა, მათ დასაქმებაშიც აქტიურად ვეხმარებით. ამავდროულად, შეუძლიათ სწავლის თანხა გადაანაწილონ. ჩანაწერებზე მუდმივი წვდომა სწავლის დასრულების შემდეგაც აქვთ. კურსის დასრულებისას, სტუდენტს აქვს კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატი და საკუთარი პორტფოლიო.

M: როგორც ვიცით, ახალი კურსი დაამატეთ. რას მოიცავს ილუსტრაციისა და კონცეპტ არტის კურსი? ვინ უძღვება და რას შეისწავლიან სტუდენტები?

დიახ, ციფრულ ილუსტრაციას ფართო გამოყენება აქვს როგორც საგამომცემლო სფეროში, ასევე სარეკლამო ინდუსტრიასა და გეიმ სტუდიებში, ხოლო კონცეპტ არტი მოიცავს მთლიანად ყველა სფეროს, რაც ხელოვნების ინდუსტრიაში მოიაზრება. საქართველოში ძალიან ცოტა პროფესიონალია ამ მიმართულებით. ციფრული ილუსტრაციები საკმაოდ შემოსავლიანია და როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. კურსს უძღვება 14-წლიანი გამოცდილების ლექტორი გიორიგი მაღრაძე (artman), რომელიც არის Hans & Gruber არტ დირქტორი.

M: რატომ არის მნიშვნელოვანი სწავლების ის მექანიზმი და მიდგომა, რასაც „ბრაით სპარკი“ სთავაზობს სტუდენტებს?

ზოგადად, როცა ლექციები ჯგუფურად ტარდება, რთულია ყველა სტუდენტის ძლიერ და სუსტ მხარეებზე დაკვირვება და მათი ნამუშევრების ინდივიდუალურად განხილვა. ამის გამო, სტუდენტები ვერ ახერხებენ თავიანთი შესაძლებლობების აღმოჩენასა და სამომავლო გეგმის დასახვას, რადგან ვერ იღებენ უკუკავშირს ლექტორისგან. ჩვენი პრინციპული მიდგომა სწორედ ისაა, რომ რამდენი სტუდენტიც არ უნდა იყოს ჯგუფში, ყველამ შეძლოს საკუთარი თავის სწორი მიმართულებით წარმართვა, ლექტორის მიერ ინდივიდუალური მიდგომით.

M: უკვე ორი წელია ოპერირებთ. როგორ გეგმავთ აკადემიის განვითარებას?

ვცდილობთ დავნერგოთ ისეთი კურსები, რომლებიც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნადია და დიდი სამომავლო პერსპექტივა გააჩნია, მაღალი ანაზღაურებითა და კარიერული წინსვლით. უახლოეს მომავალში, აკადემიაში ბევრ ახალ და საინტერესო კურსს იხილავთ.

 

[R]

როცა შემოქმედებითი კრიზისი გიტევს — Tokareshka

CMG-სა და იტალიური ბრენდის, Marini-ს, ერთობლივი სემინარი საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის