ბუნებრივ ბრილიანტებს თუ მილიარდობით წელი სჭირდება ჩამოსაყალიბებლად ექსტრემალური წნევისა და ტემპერატურის პირობებში, ხელოვნური ფორმების წარმოება მეტად სწრაფად შეიძლება, თუმცა მათაც სჭირდება ინტენსიური შეკუმშვა რამდენიმე კვირის მანძილზე. ხოლო ახალი მეთოდი, რომელიც თხევადი ლითონების ნაზავს ეფუძნება, ხელოვნური ბრილიანტის წარმოებას წუთებში გვთავაზობს, თანაც წნევის გარეშე…
მართალია, მაღალი ტემპერატურა კვლავ არის საჭირო, სადღაც 1025 გრადუსამდე, თუმცა ასე ბრილიანტს 150 წუთში ერთ ატმოსფერულ ერთეულში აყალიბებს. ეს იმ წნევის ეკვივალენტურია, რომელსაც ზღვის დონეზე შევიგრძნობთ და ათასობით ნაკლებია იმაზე, რა წნევაც ჩვეულებრივ შემთხვევებში მოითხოვება. თანაც ამ ინოვაციური მიდგომის მიღმა არსებული მკვლევართა ჯგუფი თავდაჯერებით გვეუბნება, რომ პროცესი, შესაძლოა, სინთეტიკური ბრილიანტების წარმოებისას გამოვიყენოთ.
თუმცა ბრილიანტის წარმოებისთვის ნახშირბადის თხევად ლითონად დაშლა სულაც არ არის ახალი. ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ General Electric-მა შეიმუშავა პროცესი, რა დროსაც გამდნარი რკინის სულფიდს იყენებდა… თუმცა ეს მეთოდი კვლავ მოითხოვს 5-6 გიგაპასკალის წნევას და ბრილიანტის „მარცვალს“ ნახშირბადისთვის.
ინოვაციური მეთოდის შემთხვევაში კი წნევის მკვეთრად შემცირება ერთ ასტრონომიულ ერთეულამდე თხევადი მეტალების გაერთიანებამ გახადა შესაძლებელი, მათ შორისაა რკინა, ნიკელი, გალიუმი და სილიციუმი. სპეციალურად გრაფიტით დაფარული ვაკუუმის სისტემა შექმნეს, რათა ლითონი სწრაფად გაცხელდეს და გაგრილდეს მანამ, სანამ მეთანისა და წყალბადის კომბინაციას ექვემდებარება.
ამგვარი პირობები მეთადის ნახშირბადის ატომების გავრცელებისას იწვევს მდნარ ლითონში, რითაც ბრილიანტების მარცვლების მსგავსად მოქმედებენ. 15 წუთში კი თხევადი ლითონის ზედაპირიდან ბრილიანტის კრისტალები იწყებს ამოტივტივებას. ხოლო, როგორც მკვლევრები ამბობენ, 2-საათნახევრის შემდგომ უწყვეტი წარმოება იწყება…
„ჩვენ გთავაზობთ, რომ პირდაპირი მოდიფიკაციები ბრილიანტს საშუალებას მისცემს დიდ ადგილზე გათბობის ელემენტების კონფიგურაციით გაიზარდოს“, — აცხადებენ მკვლევრები.
ამგვარ მოდიფიკაციებს დრო დასჭირდება, ამიტომ კვლევა კვლავ ადრეულ ეტაპზეა. მიუხედავად ამისა, ავტორები ფიქრობენ, რომ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. როგორც ამბობენ, სხვა თხევადი მეტალებიც შეგვიძლია ჩავრთოთ ამ პროცესში, რათა მსგავსი ან უკეთესი შედეგები მივიღოთ.
ამჯერად კონკრეტული პროცესი ხელოვნური ბრილიანტების წარმოებისთვის გამოიყენეს, ბრილიანტების, რომლებიც მრავალ ინდუსტრიულ პროცესში, ელექტრონიკასა თუ კვანტურ კომპიუტერებში გვხვდება, რასაც რამდენიმე დღე და ბევრი წნევა სჭირდება. ხოლო, თუ ეს ახალი ტექნიკა თავის პოტენციალს გაამართლებს, ბრილიანტების შექმნა მეტად სწრაფი და მარტივი გახდება.
„თხევადი მეტალების გამოყენების ზოგადმა მიდგომამ, შესაძლოა, ააჩქაროს და განავითაროს ბრილიანტების ზრდის პროცესი განსხვავებულ ზედაპირებზე და, სავარაუდოდ, საშუალებაც მოგვცეს, ბრილიანტები პატარა მარცვლების ნაწილაკებით გავზარდოთ“, — აცხადებენ მკვლევრები.