ბოთლით ცივი ყავა, ალბათ, ყველას მოგიმზადებიათ… ახლა კი ვიგებთ, რომ ამ ბოთლს სახელიც დაარქვეს, ეტიკეტიც შეურჩიეს და ბრენდის იდენტობაც განუსაზღვრეს. მოკლედ, ავსტრალიაში დაბადებულ ცივი ყავის ბრენდზე უნდა მოგიყვეთ — Brimm მდიდარ გემოს თანამედროვე ესთეტიკასთან აერთიანებს, რაც არც გასაკვირია, რადგან ბრენდი გაბი ქოუსმა ცივი ყავის სიყვარულის გამო შექმნა და სურვილის, ყოველდღიურობა ცოტათი გაელამაზებინა…
ამავე მიზნებით დაუკავშირდა One&Other-ს და მათთან ერთად ბრენდის იდენტობა, შეფუთვა, ხმის ტონი და ვებგვერდი შექმნა. შედეგადაც Brimm-ის ერთგულებას ვიღებთ ხარისხის, კრეატიულობისა და ყოველდღიური სიამოვნების მიმართ.
ლოგო მარტივი და თავდაჯერებულია, რითაც გამორჩეულ ადგილსაც იკავებს მასკულინური ენერგიით სავსე კატეგორიაში. შეფუთვაც მინიმალისტურია, ტიპოგრაფიული კონტრასტით კი მომხმარებელთა ყურადღებას ხარისხზე ამახვილებენ. ყოველი დეტალი ისეა შექმნილი, რომ ყავის დალევის რიტუალი გააუმჯობესოს, განსაკუთრებულ და ხელმისაწვდომ გამოცდილებად აქციოს იგი. დანარჩენი კი თავად შეაფასეთ: